მირზა გელოვანი - ,,შავლეგო" |

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 26 окт 2024

Комментарии • 9

  • @PoemcastsByShalva
    @PoemcastsByShalva  4 года назад

    🇬🇪 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს!
    🇺🇸 To see all the poems, please, follow the link!
    🇷🇺 Чтобы увидеть все стихи перейдите по ссылке!
    🌐 ruclips.net/p/PLKa0o70CU15vVB6wuv3BM7mLn5J8L_TS1

  • @ზინაჭკადუა
    @ზინაჭკადუა 6 лет назад +4

    ,, ღმერთი, კაცსსა, არ გაწირავს, კაცსსა, მისგან განაწირსა! "

  • @tornike9018
    @tornike9018 3 года назад +2

    ეს ნამქერი რა დიდია,
    ქარი როგორ დაიხელთა,
    ან ღრუბლები სად მიდიან,
    ან შენ საით, დედისერთავ?
    - სად მიდიხარ ვიღაც ოხრავს,
    ვიღაც მიჯნას გადასცდება.
    შავლეგ, შენი შავი ჩოხა
    შავ ღამეში გაბაცდება.
    დასწევიან მთვარეს დაღლილს,
    აჩრდილები ჰფარავენო,
    - ვა-ვა, ვა-ვა... - ყმუის ძაღლი -
    მთვარეს მოიპარავენო.
    ღამევ, ღმერთი, დაგკარგვია,
    გზები ნამქერს დაუფარავს.
    ვარსკვლავები აუგვიათ,
    თეთრი მთვარეც მოუპარავთ.
    მგზავრმა რა ქნას, გზას თუ შერჩა,
    თოვლის ხვავი ხევებს ავსებს,
    არც გზა ჩანს არც მთვარე ჩანს,
    თან ცივა და ისიც ასე.
    ჭირს ნაპრალზე ფრთხილი ხოხვა,
    ქარაფებში მუხლის რხევა.
    შავლეგ, შენი შავი ჩოხა
    შავ ღამეში დაგეხევა.
    მაშ ნუ მიხვალ, დადექ ბარემ,
    თორემ ქარი აბეზარობს,
    დედა მაინც შეიბრალე,
    დედის გულის საფიცარო !
    ბიჭო შავლეგ, ჩოხა შენი
    შავ ღამეში კერა დედამ,
    ამიტომაც ასე გშვენის,
    შავი ფერი დაგებედა.
    ‘’შავლეგ, შენი შავი ჩოხა
    შავად შეგიხამებია’’,
    წაგიღია ბევრის ოხვრა,
    ბევრიც გაგიხარებია.
    ახლა ცივა, ყინვის ნემსებს
    ქარაშოტი ატრიალებს, -
    ზოგჯერ ხევი დაიკვნესებს,
    ზოგჯერ გული სატიალე.
    მგელი ყმუის, თოვლი მრავლობს
    და ტლუ მუხა თეთრად ათევს.
    თებერვალო, თებერვალო,
    ქარიანო თვევ.
    წამოვიდა, გზა დახაფრა
    და კვლავ მოსთქვამს ქარი შლეგი,
    ჩამოძენძა, როგორც აფრა,
    ღრუბლის თეთრი ბალიშები.
    და სადაც კლდე ზეცას ეძებს,
    სად კლდეს ეძებს განთიადი,
    ქარს ენდო და ნაპრალებზე
    გადაეშვა კაცის ლანდი.
    უღიმღამო ღრუბლის ნალექს
    ქარი სცემს და დუმილს ცდილობს,
    კლდის ძირს კვდება ბიჭი შავლეგ,
    გული კვდება უწადინოდ.
    - ქარო, შე ქარო, შარიანო.
    წადი, გაიარე მუხრან-ველი.
    კლდეს არწივები არიანო,
    არსენას უთხარ, ნუღარ მელის
    შავლეგ ხიფათმა დაიტანაო,
    იქ, სადაც უტყვი მთები არი,
    არც ქვრივმა დედამ დაიტირაო,
    არც სატრფო მოსთქვამს თმებიანი.
    ქარო, აშარო, ფრთა გაშალეო,
    არწივებს უთხარ კაცის ენით:
    კლდის ძირას კვდება ბიჭი შავლეგო,
    მარტო კლდე ტირის ჟანგისფერი.
    1938 წელი, თბილისი.

    • @PoemcastsByShalva
      @PoemcastsByShalva  2 года назад

      ❤️❤️

    • @URKA1988
      @URKA1988 Год назад

      ძვირფასია ჩვენთვის განსაკუთრებით!!

  • @anageladze6521
    @anageladze6521 3 года назад +1

    🥺❤️

  • @ზინაჭკადუა
    @ზინაჭკადუა 5 лет назад +2

    ,, დედა. მაინც, შეიბრალე!.დრო და. ჟამი.,, დროისა და ჟამის უფალი, მამა ღმერთია! ""3.08.2018 01

    • @PoemcastsByShalva
      @PoemcastsByShalva  5 лет назад

      გაიხარეთ ქალბატონო ზინა!