Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

ჩინური ტორტი. უნაზესი და უგემრიელესი ხილის ტორტი ცხობის გარეშე.

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 31 авг 2021
  • ჩინური ტორტი
    ▶️ ვიდეორეცეპტი-
    • ჩინური ტორტი. უნაზესი ...
    ინგრედიენტები
    ორცხობილა -400 გრ.
    ხილი ნებისმიერი
    კვერცხი -1ც.
    200 გრ.შაქარი
    500 მლ.რძე
    ვანილი
    4 ს.კ. ფქვილი
    მომზადება
    ჯერ მოვამზადოთ კრემი:
    1 კვერცხი და 200 გრ.შაქარი ავთქვიფოთ ვანილთან ერთად. დავამატოთ რძე და 4 ს.კ. ფქვილი. მოვხარშოთ ფაფა დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით.
    ფაფა გავაცივოთ, შემდეგ კი შევურიოთ 100 გრ. რბილი კარაქი.
    კრემი მზადაა.
    ჯამში ჯერ წავუსვათ კრემი, შემდეგ დავადოთ ორცხობილები, ისევ კრემი წავუსვათ , შემდეგ დაჭრილი ხილის ფენა, ისევ ორცხობილის ფენა, წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ ხილის ფენა, ისევ ორცხობილა და კრემი. ზემოდან მოვრთოთ ხილით.
    ჩინური ტორტი მზადაა. ჩავდოთ მაცივარში 2-3 სთ.
    შემდეგ კი ამოვიღოთ პორციებად და მივირთვათ. უგემრიელესია.
    დაწვრილებით ნახეთ ვიდეორეცეპტში. საუკეთესო გადაწყვეტილებაა ზაფხულისთვის. ცივი , გემრიელი და წვალების გარეშე ტორტიც მზადაა.

Комментарии • 4

  • @liavasadze7520
    @liavasadze7520 2 года назад +3

    აღწერაში რო იდოს ინგრედიენტები და გაკეთების თანმიმდევრობა,როგორც არის ხოლმე,უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის დროის მოგების მხრივ.

    • @shinauruli
      @shinauruli  2 года назад +1

      დავდე უკვე❤️მადლობა კომენტარისთვის 😍 დამვიწყებია დადება

  • @user-qz7gx4pp1w
    @user-qz7gx4pp1w Год назад

    Kremshi karaqi roarvuyo xosheidzleba..

    • @shinauruli
      @shinauruli  Год назад +1

      კი, მაგრამ კარაქით ჯობია