Soso Mikeladze - Gogo Gogoni - სოსო მიქელაძე - გოგო გოგონი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 19 июл 2016
  • ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
    არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია
    გიტარა: სოსო მიქელაძე
    ბექ-ვოკალი: ნათია დევიძე
    სტუდია: ჯგუფი "ძმები", 2016 წელი, ივლისი
    Album: Me da Shen
    Year: 2016
    Composer: Soso Mikeladze
    Lyricist: Soso Mikeladze
    Arrangement: Beka Gabunia
    Guitar: Soso Mikeladze
    ჩემი ყველაზე განსხვავებული სიმღერა, რომელზეც ძალიან დიდხანს ვმუშაობდი, ვწერდი, ვფიქრობდი, სიტყვასიტყვით ვეძებდი საკუთარ თავში - დასრულებულია!!!
    ამ სიმღერამ სიტყვასიტყვით ბოლომდე „იბრძოლა“ საკუთარი არსებობისათვის, გადალახა უამრავი წინააღმდეგობა. ჩემი აზრით, ეს სიმღერა უხდება ზაფხულს, მეგობრებთან ერთად დასვენებას, დროსტარებას, მხიარულებას, ბედნიერებას. "გოგო გოგონი" ჩვენს ყოფას ისევე უხდება, როგორც სურნელი ზღვის, მთის, გემო უტკბესი ხილისა.
    ეს ნამუშევარი ჟანრობრივად განსხვავდება ჩემი წინა სიმღერებისაგან.
    ეს არის ე. წ. „საზაფხულო“ სიმღერა. მასში გამოყენებულია საცეკვაო რიტმები და იგი ზაფხულს, სიხარულს, ხალისს, გართობას, რომანტიულ პაემნებს, გაცნობებს და განშორებებს, შერიგებას, სიყვარულის შენარჩუნებას, ეძღვნება. იმავდროულად სიმღერას, რა თქმა უნდა, ერთი ლამაზი და ემოციური (ბევრისათვის, ალბათ, კარგად ნაცნობი) ამბავი უდევს საფუვლად.
    უდიდესი მადლობა ჩემს დას, თამარ მიქელაძეს, რომელიც ფაქტიურად „პროდისირებას“ უწევს ჩემს სიმღერებს.
    აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული შინაგანი მადლიერება ჩემგან ყოველთვის ჩემს მშობლებს აქვთ: მამაჩემის მუსიკალური ნიჭი, ხმა და პატიოსანი სულისკვეთება ყოველთვის ჩემთან და ჩემშია;
    დედაჩემის მიერ მარად და პრაქტიკულად გამოხატული მხარდაჭერა სოსო მიქელაძის მუსიკალურ არჩევანისადმი, ყოველთვის მეხმარება უამრავი დაბრკოლების გადალახვაში.
    ვალდებული და ბედნიერი ვარ აღვნიშნო, რომ სწორედ დედაჩემთან შემაჯამებელი დისკუსიის შედეგად ჩასაწერად სწორედ „გოგო გოგონი“ შევარჩიეთ (იყო მრავალი ალტერნატიული მოსაზრება, რომ „ჯერ არ ღირს“, „სხვა რამეა და ხალხი არ მიიღებს“ და სხვა).
    და ბოლოს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენგანს. ყოველი თქვენის მოწონება, პოზიტიური კომენტარი და რჩევა - დამეხმარა გამეგრძელებინა შემოქმედებითი ბრძოლა.
    ჩემი გულითადი მადლობა, რომ ახლაც საოცრად მეხმარებით ამ წინააღმდეგობებით სავსე და ხშირად არაპროგნოზირებად გარემოში ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პროექტები. მიყვარხართ!
    გააზიარეთ, შეიყვარეთ, შეაყვარეთ ეს სახალისო სიმღერა ყველას!
    იცეკვეთ და იმხიარულეთ!
    და შეურიგდით, შეირიგეთ, შეარიგეთ, საყვარელ ადამიანები/საყვარელ ადამიანებს :)
    სულ გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მაინც უფრო მეტად თავგადასავალია და თავგანწირული ქმედებები. ასეთი რამეები გვამახსოვრდება და გვიყვარს ხოლმე ყველაზე მეტად ჩვენი ცხოვრებისეული მოგონებებიდან!
    გფარავდეთ შემოქმედი!
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    "გოგო გოგონი" (ტექსტი)
    I ნაწილი
    ერთხელ შემომხედე, სანამდე მეტყოდე,
    რომ მშორდები და ჩემთვის მორჩა შენი ყველა მოფერება.
    ყოველ შენს მზერაში, ყოველ შენს უარში,
    თანხმობისმაგვარი არის გულის შემოფეთება.
    ერთხელ გამიხსენე, სანამდე მეტყოდე,
    რომ „ცუდი ვარ და უარესი არ არსებობს ქვეყანაზე“.
    მერე ჩამეხუტე და ჩუმად ჩამჩურჩულე,
    რომ ჩხუბი ჩვენი ვერ იქნება ერთი სრული სიმართლე!
    იფიქრე და გაიხსენე, რომ გოგო ხარ ჩემი,
    რომ ბედი ხარ ჩემი, რომ გეზი ხარ -
    ჩემი, ჩემი ბედნიერების…
    მისამღერი:
    გოგო-გოგო გოგონი,
    მოდი დროზე მოგონდი,
    დროა უკვე არჩევდე,
    სიმართლეს და მოგონილს.
    გოგო-გოგო გოგონი,
    დაგდევს მთელი ბომონდი,
    მე კი ისევ მომინდი
    ჰოდა მიდი მოგონდი!
    სულში რომ მენატრები,
    სულ შენ რომ მენაღვლები,
    გადამრევს ეს ნატვრები
    სურვილის ნიაღვრებით.
    II ნაწილი
    ერთხელაც მეცეკვე, სანამდე მეტყოდე,
    რომ ზღვა და მთვარე შორეული შენი სულის შხეფებია.
    ყოველ შენს წასვლაში, და დაბრუნებაში,
    სინათლე, სინათლე და სულ ყველაზე ნათელი ფერებია.
    კიდევ მომეფერე, სანამდე მეტყოდე,
    რომ წვიმა, მე და ზაფხული ვართ შენი გულის სამოთხე.
    ცხადიც კი სიზმარს ჰგავს, ჩვენ ერთმანეთი გვყავს,
    და გულებში დაწერილ ამ ფურცლებს ვერავინ ვეღარ ამოხევს.
    იფიქრე და გაიხსენე, რომ გოგო ხარ ჩემი,
    რომ ბედი ხარ ჩემი, რომ გეზი ხარ -
    ჩემი, ჩემი ბედნიერების…
    მისამღერი:
    …………………………………………………………………………
    გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
    ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
    ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
    ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
    ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.
    #გოგონი, #გოგო, #gogoni, #მოგონდი, #გოგო #go #gogo
    მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს:
    1. „მე და შენ“ • Soso Mikeladze - Me da...
    2. „მიყვარხარ“ • Soso Mikeladze - Miyva...
    3. „მარიამი“ • Soso Mikeladze - Maria...
    4. „გოგო გოგონი“ • Soso Mikeladze - Gogo ...
    5. ალბომი „მე და შენ“ • Soso Mikeladze - მე და...
    შემოგვიერთდით Facebook-ზე: / sosomikeladze111
    Soundcloud: / sosomikeladze-1
    My site: sosomikeladze.wordpress.com
    Instagram: / mikeladzesoso

Комментарии • 591

  • @tamunabaramia2237
    @tamunabaramia2237 4 года назад +14

    ამ სიმღერაზეც ვგიჟდები❤ და შემსრულებელიც❤ მაგარია😍❤❤❤❤❤

  • @user-zz7qv8ep5r

    ❤❤❤❤

  • @user-zz7qv8ep5r

    ❤❤❤❤

  • @user-yj8iy9qi1t

    ❤❤

  • @darckside1074

    2023 🫶

  • @giorgikoncelidze4876

    მე ჩაწვდომილი ვარ ქართულ მუსიკისა და ფოლკლორის თემებში და ვიტყვი რომ მართლაც კარგი ხარისხით არის შექმნილი ეს სიმღერა, მთელი ცხოვრების არსი და სულია ამ სიმღერით გადმოცემული რაც ბატონ სოსოს აქამდე შექმნილი მუსიკებიც ჰქონია❤❤😊😊

  • @user-nz5mq9xc3c

    ❤❤❤

  • @user-nz5mq9xc3c

    ❤❤❤

  • @user-nz5mq9xc3c

    ❤❤❤

  • @irinashengelia-pq8hq
    @irinashengelia-pq8hq Год назад +5

    ❤❤❤💖💖💖❤💖❤💕❤💖💕❤💖❤💕

  • @lch3337
    @lch3337 Год назад +4

    🌈

  • @user-jq2ww4rj3u
    @user-jq2ww4rj3u 2 года назад +4

    ❤️❤️

  • @mariamsaxiashvili9946
    @mariamsaxiashvili9946 2 года назад +7

    ბიძაჩემს გავხარ ძალიან მიყვარხარ ♥️♥️♥️♥️

  • @user-tu4ec1zy4k
    @user-tu4ec1zy4k 2 года назад +6

    Это круто

  • @Tsiko4729
    @Tsiko4729 2 года назад +4

    ara xom gitxren mikvarxar tko

  • @xvichacincadze3060
    @xvichacincadze3060 2 года назад +6

    umagrei simgeraa gaixaret 😍😍😍

  • @user-hc6eb1jc9d
    @user-hc6eb1jc9d 2 года назад +8

    მაგრად მღერიხარ

  • @user-hc6eb1jc9d
    @user-hc6eb1jc9d 2 года назад +7

    მიყვარს ეს სიმღერე♥️♥️♥️

  • @barbaregogilashvili9090
    @barbaregogilashvili9090 3 года назад +7

    მიყვარხარ ეს მუსიკა ძალიან ვგიჟდები ამ მუსიკაზე 😍😍😍😍😍😍😍😍😍😍

  • @s.u3534
    @s.u3534 3 года назад +13

    2021 ვინ ხართ აქ