ცხენები და ჩემი ცხოვრება (I ნაწილი)

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 10 июн 2022
  • #ცხენი #ცხენები #თუშეთი #საცხენოსნო #horse #georgia
    ფილმი "ცხენები და ჩემი ცხოვრება" (I ნაწილი)
    პროექტის ავტორი: სოსო მიქელაძე
    ვიდეოპერატორი: ცისკარა უგრეხელიძე
    საჯინიბოს მფლობელი: სოსო ბაბულაიძე
    ივნისი, 2022 წელი
    წარმოგიდგენთ ჩემს საავტორო ფილმს „ცხენები და ჩემი ცხოვრება“, რომელიც გადავიღეთ ქვემო ალვანში (2021/ოქტომბერი - 2022/მაისი).
    საჯინიბოს მეპატრონე, თუშეთის მკვიდრი, სოსო ბაბულაიძე, გვიზიარებს საცხენოსნო საქმეში თავის მრავალწლიან გამოცდილებას; როგორ გახდა ცხენოსნობა მისი ჰობი, როგორ უნდა მოვუაროთ ცხენს, რა უპირატესობები ახასიათებს სახელდობრ თუშურ ცხენს, როგორ იხედნება ცხენი, უსაფრთხოების რა ზომები უნდა დავიცვათ ამ ცხოველთან ურთერთობისას და სხვა. ფილმში აგრეთვე დიდი დრო ეთმობა საუბარს ადგილობრივ დოღებსა და იპოდრომზე, რომელიც ახლო მომავალში უნდა აშენდეს ახმეტაში, საცხენოსნო საქმესთან დაკავშირებულ მრავალ სხვა საინტერესო საკითხს.
    დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ სოსოს თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის!
    ფილმის ვიდეოპერატორია ცისკარა უგრეხელიძე, რომელიც 2009 წლიდან აქტიურად და სრულიად უსასყიდლოდ მეხმარება სხვადასხვა მუსიკალური და საავტორო პროექტების რეალიზებაში.
    მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც პირდაპირ და ირიბად დაგვეხმარა ამ ფილმის შექმნაში (კონტაქტებით, აპარატურით, რჩევით, კეთილი სიტყვით ან/და უბრალოდ პოზიტიური დამოკიდებულებით).
    RUclips-ზე ფილმი „ცხენები და ჩემი ცხოვრება“ ატვირთულია სამ ნაწილად:
    1. • ცხენები და ჩემი ცხოვრე...
    2. • ცხენები და ჩემი ცხოვრე...
    3. • ცხენები და ჩემი ცხოვრე...
    გადართეთ ვიდეო უმაღლეს ხარისხზე 1080/50 და ისე უყურეთ. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ფილმის ბმულების აქტიური გაზიარება, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ამ ნამუშევრის პოპულარიზაციაში.
    გისურვებთ სასიამოვნო ნახვას!
    გაუმარჯოს საქართველოს! ❤ ❤ ❤

Комментарии • 4

  • @lialobjanidze6842
    @lialobjanidze6842 8 месяцев назад +1

    შესანიშნავია, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. წარმატებები.

  • @user-fn3bg1mp7k
    @user-fn3bg1mp7k Год назад +3

    ❤❤❤👍👍👍

  • @davidsharashenidze3114
    @davidsharashenidze3114 2 года назад +5

    მომეწონა ეს გადაცემა, კარგი იქნებოდა თუ შევინარჩუნებდით და მივხედავდით ამ ჯიშს მაინც, რადგან სხვა დანარჩენი ქართული ჯიშები დიდი ხანია უკვე დავკარგეთ.

  • @LevanTurashvili-dr7mt
    @LevanTurashvili-dr7mt 18 дней назад +1

    ⭕⭕☁️☁️☁️