„ლევანტეს“ წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 10 сен 2024
  • თბილისში იმყოფება ესპანური კლუბის, „ლევანტეს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ხავი დე ლა ოსაამი, რომელიც ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სოციალური ქსელიდან გაიცნეს. ის „ლევანტეს“ საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ქართველი ტალანტების აღმოსაჩენად ჩამოვიდა. ხავიმ აეროპორტში პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართული კულტურის გაცნობა სურს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველებისგან დიდი სიყვარული იგრძნო.
    განსაკუთრებით აღნიშნა გიორგი ქოჩორაშვილის ნიჭი და თქვა, რომ ის გამორჩეული მოთამაშეა. რაც შეეხება ქართველ დამწყებ ფეხბურთელებს, მათგან 10 რჩეული ვალენსიაში წავა. ხავიმ ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ესპანური კლუბის წარმომადგენლები საქართველოში 2006-2011 წლებში დაბადებულ ტალანტებს შეარჩევენ.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии •