Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

ხელდახელ სუფრის, ჭურისთავზე, ფასი თუ იცი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 12 июн 2024
  • ხელდახელ სუფრის, ჭურისთავზე, ფასი თუ იცი,
    ხაჭაპურების, "ე, ამწუთას" აფრენილების,
    როცა ბუხარში ნაკვერჩხალი ნეკერჩხლის იწვის,
    მწიფე ხურმაზე ცურდებიან ჩვილი ფიფქები.
    ფასი თუ იცი, თოვლიანი, სისხამი დილის,
    შემწვარი მწყერის, ჭყინტი ყველის, კეცის ჭადების,
    გრძელტარიანი ორშიმოდან დასხმული ღვინის,
    ისრიმმაყვალის, შეკმაზულის ნაუცბათევად.
    პირველი თოვლი ღობის ძირში გუნდებს აგროვებს,
    გადაღმა სერებს აფარიათ რძისფერი ნისლი,
    მხარზე რომ გაზის ანგელოზი, არ მიგატოვებს,
    ფასი თუ იცი,
    იმერეთის ფასი თუ იცი!
    გუარამ გვარამია

Комментарии • 1