„დიმიტრი დიმიტრიადისი - კულტურათაშორისი დიალოგი“- შეხვედრა თსუ-ში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 24 окт 2022
  • ცნობილ ბერძენ მწერალთან, დრამატურგთან და მთარგმნელთან დიმიტრი დიმიტრიადისთან გაიმართა შეხვედრა „დიმიტრი დიმიტრიადისი - კულტურათაშორისი დიალოგი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრას თსუ სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ.
    დიმიტრის დიმიტრიადისი არის თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, შექსპირის, მოლიერის, ბალზაკის, ჟან-პოლ სარტრის, სამუელ ბეკეტის, მორის მეტერლინკის და სხვათა ბერძნულად მთარგმნელი.
    შეხვედრა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს და საერთაშორისო ფესტივალი "GIFT"-ის ორგანიზებით გაიმართა.

Комментарии •