შემოდგომის ლეგენდა 2022

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ გამარჯვებულს თაკო წულაიას ჯაბა სამუშიამ კონკურსის სპეციალური პრიზი გადასცა ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა „შემოდგომის ლეგენდის“ უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუდენტური კონკურსი ბევრი მონაწილისთვის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა სამწერლო ასპარეზზე შემდგომი წარმატებისთვის.
    დაჯილდოების ცერემონიას ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები, ჟიურის წევრები, მონაწილეები, ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო, რომელთაგან 10 ფინალისტი „შუხმანის მამულში“ გაემგზავრა და იმპროვიზაციულ ტურში ახალი ნაშრომები შექმნა.
    10 ფინალისტის მოთხრობა უკვე დაიბეჭდა ლეგენდის კრებულში, რომელიც დაჯილდოებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

Комментарии •