ლობიანი რაჭული ლორით

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 окт 2021
  • ზამთრის პირზე, შობის მარხვაში, ძველ მთვარეზე დაკლავდნენ რაჭველები ღორს და ასე იწყებოდა სამზადისი მთელი წლის სარჩო-საბადებლისა თუ სუფრის დოვლათის
    მოსამზადებლად.
    🥓 რაჭული ლორი, ლობიო და მასში ჩახარშული, შუაცეცხლზე გამოყვანილი ლორის ნაჭრები, მხოლოდ კუთხურ კი არა, ქართული გასტრონომიული საგანძურის ნაწილად იქცა, რაჭული ლობიანის სახით.
    📝 "ღორი, სიცოცხლე მათი” - წერს ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებზე და არც ცდება. რაჭული სამზარეულოს, განსაკუთრებით კი, ლობიანის უნიკალურობა, სწორედ ლორის საგემოვნო თვისებებით იქმნება.
    🍷 ეთნოგრაფში, უძველესი რაჭული ტრადიციის კარნახით, ლობიო ცეცხლზე შემოდგმულ კარდალაში, ლორის ნაჭრებთან ერთად იხარშება და პილპილით გემრიელად შეზავებული, რაჭული სიდინჯითა თუ დამაჯერებლობით იქცევა ჩვენი სუფრის განუყრელ კერძად.

Комментарии • 1

  • @user-ji8xu9dw3o
    @user-ji8xu9dw3o Год назад

    ასეთი რბილი ცომის რეცეპტიც დაწერეთ რა