ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 19 июл 2019
  • რა გეგმები აქვს უკვე ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებს. ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა. ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.
    მისივე მტკიცებით, ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი - ერთი არის ფინანსური დავა, მეორე კი „რუსთავი 2“. ფინანსურ ნაწილზე ხანდაზმულობის ვადა იყო დამდგარი, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით კი ოქრუაშვილი დავის დაწყებას მას შემდეგ შეძლებდა, რაც ხალვაშის მესაკუთრედ ცნობა მოხდებოდა. ასეთია ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებები.
    ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი უკვე შეიტანა. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ დოკუმენტს, მას ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ყალბს უწოდებს. ოქრუაშვილი კი, რომელიც საქართველოში წუხელ დაბრუნდა, აცხადებს, რომ ხელშეკრულებას ხალვაშის ხელმოწერა აქვს და დარწმუნებულია, რომ მის ნამდვილობასაც დაადასტურებს.
    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ კომპანიის წილს „რუსთავი 2-ის“​ ათამდე ჟურნალისტს გადასცემს, რათა მათ სამართლებრივად იბრძოლონ. მათთან შეხვედრას ოქრუაშვილი დღეს აპირებს.
    რა გეგმები აქვს უკვე ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებს. ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა. ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.
    მისივე მტკიცებით, ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი - ერთი არის ფინანსური დავა, მეორე კი „რუსთავი 2“. ფინანსურ ნაწილზე ხანდაზმულობის ვადა იყო დამდგარი, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით კი ოქრუაშვილი დავის დაწყებას მას შემდეგ შეძლებდა, რაც ხალვაშის მესაკუთრედ ცნობა მოხდებოდა. ასეთია ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებები.
    ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი უკვე შეიტანა. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ დოკუმენტს, მას ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ყალბს უწოდებს. ოქრუაშვილი კი, რომელიც საქართველოში წუხელ დაბრუნდა, აცხადებს, რომ ხელშეკრულებას ხალვაშის ხელმოწერა აქვს და დარწმუნებულია, რომ მის ნამდვილობასაც დაადასტურებს.
    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ კომპანიის წილს „რუსთავი 2-ის“​ ათამდე ჟურნალისტს გადასცემს, რათა მათ სამართლებრივად იბრძოლონ. მათთან შეხვედრას ოქრუაშვილი დღეს აპირებს.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии •