ლადო ასათიანი ცხრა ძმა ხერხეულიძე / Lado Asatiani - Ckhra Dzma KherKheulidze

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 4 дек 2010
  • კითხულობს ტარიელ საყვარელიძე
    ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
    ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
    საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
    რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
    მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
    ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
    იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
    აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
    ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
    თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
    მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
    ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
    ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
    ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
    ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
    იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
    ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
    ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? -
    დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით...
    მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

Комментарии • 15

  • @davitiomadze5581
    @davitiomadze5581 3 года назад +4

    კარგია და მომეწონა

  • @giorgialikhanashvili7928
    @giorgialikhanashvili7928 3 года назад +6

    მე მარაბდელი ბარ და ვამაყობ ჩვენი გმირებით

  • @Lali-iarajuli
    @Lali-iarajuli 2 года назад +3

    მაგარია

  • @Georgian3211
    @Georgian3211 11 лет назад +5

    magaria!!!!

  • @user-rc6tk7vs9g
    @user-rc6tk7vs9g 4 года назад +3

    დღეს მასწავლებელმა მოსასმენათ ჩაგვივდო ფეისბუქის ჯგუფში და ძაან მომეწონა ამაზე კარგი ლექდი არ მინახავს და არც ასეთი მოთხრობილი😍😍😍😘😘😘

  • @alisadevini1078
    @alisadevini1078 5 лет назад +2

    სიმღერა და ცეკვა... მეგობრებთან წრთად... უუ..მაგარია

  • @avtandilcercvadze3327
    @avtandilcercvadze3327 11 месяцев назад

    მაგრად კითხულობს მალადეც❤

  • @aurora-7284
    @aurora-7284 2 месяца назад

    ❤❤

  • @eifela84
    @eifela84 9 лет назад +5

    მაგარია მაგრამ ეს ლექსი გავიარეთ მაგარი ლექსია +10

  • @kmmmkmm123
    @kmmmkmm123 11 лет назад +4

    chemi ladooooo :* :* :*

  • @giorgifutkaradze7319
    @giorgifutkaradze7319 8 лет назад +3

    es adamianebi arasdros arc momkvdaran da arc arasdros mokvdebian (Y)

  • @NataliCharauli
    @NataliCharauli 11 лет назад +2

    dges mqonda gakvetilze da dges movismine skolashi magaria

  • @lashakenkadze8664
    @lashakenkadze8664 7 лет назад +1

    heiiiiiiii tqve aragvelebo

  • @davitiomadze5581
    @davitiomadze5581 3 года назад +1

    მაგარია