ძალიან საინტერესო ლექციაა, სამწუხაროდ მართლმადიდებლური სამოთხე და ჯოოხეთი არასწორად არის გაგებული. იოანე პეტრიწიც ამბობს რომ ჩვენ აბსოლუტისგან გამოზიდული სულები ვართ, რათა შევიცნოთ თავი. გარდაცვალების შემდეგ კი არის წიაღსვლები და უსასრულო ზრდა, განღმრთობა. ჯოჯოხეთი კი უფლის გარეშე მარადისობაში ყოფნაა... სამწუხაროდ, ეკლესიაში დაშინების სტრატეგიაა მასების სამართავად, მაგრამ ვინც ჩაუღრმავდება დიდ მამებს, როგორიცაა გრიგოლ ნოსელი, ალექსანდრე კოლომიროსი და სხვა, ჭეშმარიტებასაც იპოვის teodore.ge/wwig/aleqsandre-kalomirosi-cecxlis-mdinare-pasuxi-kitxvebze?lg=qar
+Nino Pitskhelauri არავითარი აბსოლუტისაგან გამოზიდული სულები. ნუ იყოფინ! თუკი ადამიანი ღვთის არსებისაგან წარმოარსებულია, მაშინ არაფერი არ განასხვავებს მას ღვთისაგან! არსებით ქმნილი ადამიანი ვერასოდეს გახდება არსებით შეუქმნელი! როდის მერე გახდა ნეოპლატონიკური ემანაციურ-აბსოლუტურმონისტური იდეები ქრისტიანობისათვის მისაღები! ჩვენი ღვთისაგან გამოზიდულობა ღმერთის ხრწნადობასა და ბოროტებასაც კი განაპირობებს, ვინაიდან რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, ადამიანის სული და ღვთის არსება იგივეობრივნი არიანო? როგორ შეიძლება სრულყოფილი ცოდვით დაეცეს? ან თუ ეს ნეოპლატონიკური მონიზმი ნუთუ იმას არ განაპირობებს, რომ ადამიანის ყოველი აზრი "ერთია" და არ არსებობს არავითარი - "სხვა" და რომ არ არსებობს არავითარი სხვადყოფნა სამყაროში? ნუთუ ყოველგვარი განსხვავებულობა ილუზიაა? მაგრამ მერმე და მერმე განა ეს აზრიც არ გამოდის ილუზია და ტოლსწორი ამ აზრის საპირისპირო შეხედულებებისა, ამრიგად, კი თვითგამბათილებელი ისევე, როგორც ბუდისტურ, ინუდისტურ სხვა აღმოსავლურ რელიგიებს აქვთ ეს ძირფესვეული პრობლემები, არა მარტო მათ, არამედ პლატონსაც, პლოტინსაც და არისტოტელესაც? თუკი ადამიანი აბსოლუტისაგან გამოზიდული სულია, მაგრამ იმავდროულად ქმნილებადაც ვრაცხთ, გამოდის, რომ ღმერთი მარადიულად ქმნის და იგი იძულებეულია, შექმნას, ამით მას პიროვნულობაც და ნებელობაც ეკარგება და ერთ უპიროვნო, ზებუნებრივ, აბსოლუტურ ძალად გარდაიქმნება, რომელიც განწირულია, შექმნას და რომლეზედაც არ შეგვიძლია, ჩვენი მსოფლმხედველობა დავამყაროთ, როგორც ურღვევ საძირკველზე. ამიტომაც განარჩევს მართლმადიდებლობა შეუქმნელსა და ქმნილს! ქმნილი ყოფიერება არარსებობიდან შემოვიდა არსებობაში, იგი "არარადან" (ეს ტერმინი კი აპოფატიკურია და მასალის გამოყენებას უარყოფს) შეიქმნა და ნებელობითი აქტია ღვთისა. ღმერთი დაუცხრომლად არ საჭიროებდა სამყაროს შექმნას. მერე მეორე, სული არ არის პიროვნება! თუკი ამას ვაღიარებდით, ქრისტეშიც ორი პიროვნება უნდა გვეღიარებინა, რაკი მან კაცობრივი გონითი სული მიიღო. მერედა, ან აპოლინარელობას მივაწყდებოდით, ან ნესტორიანელობაში გარდავდრკებოდით.
+Nino Pitskhelauri ადამიანი ღვთის შეუქმნელ ღვთაებრივ ენერგიებთან ურთიერთობით მადლით ღმერთი ხდება და არა - არსით. იგი საკუთარ თავს ქმნის, დაუსრულებლივ მონაწილეობს განღმრთობის პროცესში და არასოდეს სრულდება ეს საღვთო ხელთუქმნელი მადლით განუძღომლობა! იგი საკუთარ პიროვნულობას არ კარგავს და თავისუფლებას უზომოდ უფრორე ავლენს - ესაა ჭეშმარიტი ცხონება! თვით ადამიანზეა დამოკიდებული, ამ ცხოვრებაში როგორი გამოცდილება ჰქონდა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა და როგორ საქმეებს სჩადიოდა, კეთილს თუ ბოროტს, ვინაიდან ვის სმენია ოჯახური ერთობა ქორწილით სრულდებოდეს, ისევე, როგორც ცხონება მხოლოდ რწმენით აღესრულებოდეს, ამიტომაცაა "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ" (წმ. იაკობი), იგი სიყვარულის მიერ უნდა იქნეს შეწევნული და წარმართებული (წმ. პავლე მოციქული), მაგრამ მხოლოდ სულიერებით დაცლილი საქმეებითაც ვერ მიიღწევა ცხონება, თუკი მას ღვთის სიმართლესთან თანაზიარმყოფელი რწმენაც არ ახლავს თან, რომელიც ნდობასაც მოგვახვეჭინებს, სასოებასაც მოგვმადლებს და ჭეშმარიტ საზომსაც განგვაჭვრეტინებს, რათა ამ ჭეშმარიტი საზომით, ქრისტეთი, თვით ჭეშმარიტებით საკუთარი თავი სრულ განკრძალულობასა და თვითმპყრობელობაში ვამყოფოთ, ამიტომაც იტყვის პავლე მოციქული, მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს (რომაელთა მიმართ 1), მაგრამ ამას თან დასძენს, რომ იგი "განცხადდება", რათა არ იფიქრო, რომ მხოლოდ რწმენით მიიღწევა საბოლოო ცხონება. ამრიგად, ვიტყვით, რომ ქრისტემ გვაცხოვნა, ცხორბულ-გვყოფს, და ვესავთ, რომ გვაცხოვნებს. ხოლო იმ კაცების შემოსვისათვის, რომელიც ქრისტემ კაცობრივი ბუნების ცოდვით დაცემით განმსჭვალული ვირუსისაგან განკურნებით აღადგინა, ჩვენ უნდა ნათელსვიღოთ, რათა ქრისტე შევიმოსოთ (პავლე მოციქული) და მადლი ღვთისა მაცხოვნებლობითად ამოქმედდეს ჩვენში და შევაღწიოთ ხსნის კიდობანში, შემდგომ კი, მივსდიოთ ღვთისაკენ სწრაფვას და მის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცთან ზიარებულობას, რომელთან ღირსეულად ზიარებითაც (ვინაიდან უღირსად მაზიარებელი დასასჯელად ეზიარება, ვით იტყვის ნეტარი პავლე) ჩვენ იმ საზომს განვამტკიცებთ, რომლის გვერდითაც სხვა ალტერნატიული საზომი არ გაჩნდება. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ეკლესიის გარეთ ვინმე არ ცხონდება, ეს ღმერთმან უწყის, მხოლოდ იმას განაჩინებს, რომ მხოლოდ ეკლესიაშია მაცხოვნებლობითი წიაღი, მაგრამ ესეც არ ნიშნავს ცხონების გარანტიას, როგორც პავლე მოციქულთანაც ვხედავად კორინეთლთა მიმართ, როცა უღირსად მაზიარებლებზე საუბრობს ან თუნდაც ებრაელთა მიმართ მეექვსე თავში. ჩვენ არ ვიცით, ტიბეტის მთებში მცხოვრებ ბუდისტ ბერს, რომელიც უმეცარია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, რა ხვედრი მოელის, ღმერთი მათ ბოძებული ტალანტისაებრ განსჯის, ხოლო გარკვულწილად მცოდნენი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მისი განზრახ უარმყოფელნი კი უფრო მკაცრად განისჯებიან.
+Nino Pitskhelauri ზუსტად ამაზეა დამყარებული ის, თუ საუკუნო ნეტარებაში წავა ადამიანი, თუ - საუკუნო სატანჯველში. როდესაც ყველანი აღვსდგებით მკვდრეთით, ზუსტად იმავე კაცებით აღვსდგებით უკლებლივ ყველანი, რომელიც ქრისტემ აღადგინა თვისი ბრწყინვალე აღდგომით, ვინაიდან მან საყოველთაო კაცება მიიღო, (და აგრეთვე მთელი არსებული კოსმოსიც განახლდება, ვინაიდან "იქმნება ახალი ცა და ახალი მიწა" და "დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა" (პავლე)) მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცხონდება, არამედ ამ ადამიანის მიერ საღვთო ენერგიების საკუთარ თავში დამტევნელობაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განიცდის იგი საღვთო მყოფობას. იქნება პიროვნებათა ორი კატეგორია - ერთნი, რომელთათვის ღმერთი ცხოვრების მდინარე და ნაკადული იქნება, ხოლო მეორენი კი ისეთნი, რომელთათვისაც ღმერთი გეჰენიის მწველი ცეცხლი იქნება, რამეთუ იტყვის პავლე მოციქული "უფალი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს", რაკი რომელ უგუნურს წარმოუდგენია, ქრისტეს მიერ აღდგინებული უხრწნელი სხეული ფიზიკურ, შექმნილ ცეცხლის ალსა თუ ლავაში იტანჯებოდეს, არამედ საღვთო ენერგიათა ჩვენს გარეთ მყოფობაა ჯოჯოხეთი, ხოლო მათი ჩვენში მყოფობა კი - სამოთხე. - უფალიც იტყვის, ნუ ეძებთ ცათა სასუფეველს, აქ არის, იქ არის: ცათა სასუფეველი თქვენს შორის არის. ჩვენშია ცათა სასუფეველი, იგი აქ და ახლავე იწყება ჩვენს გულებში და არ სრულდება ზეციურ საგანთა მიმართ სწრაფვის სიხარული. მე კი არასოდეს მსმენია, თუნდაც ამბიონიდან, რომ "მასებს დაშინებით მართავდნენ ჯოჯოხეთობრივი ცეცხლის შთაგონებით", ერთადერთი უფალი ახსენებს სახარებაში გეჰენიის შემწეველობას და არა - მღვდელი ამბიონიდან. მაგრამ ისიც ხომ უნდა გავიგოთ, თუ რას გულისხმობს ქრისტე გეჰენიის ცეცხლეში? წმინდა წერილისა ერთიანად წაკითხვითა და ეკლესიის უცვალებელი სწავლებით შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა არის ჯოჯოხეთი. და მე საუბარი არა მაქვს კათოლიკურ-პროტესტანტულ ბოდვით წარმოდგენებზე, სადაც სესხების ხელშეკრულების შეუსრულობლოსათვის დაწესებულ იურიდიულ სასჯელად და ყოვლადხორციელ საგვემელ ადგილებად დაუსახავთ იგი! ჯოჯოხეთი ეს არის ღვთის სიყვარულის შოლტი! და რა მწარე და სასტიკია ეს სიყვარული!
ვისაც აქ თავისი ღრმადგანსწავლულების დემოსტრირება სურს, შევახსენებ, რომ ჩემი მიზანი იყო მიმეტანა ადამიანებისთვის მთავარი იდეა: შენ შეგიძლია თვითონ აირჩიო შენი მსოფმხედველობა ან სულაც თვითონ შექმნა იგი და არ იყო დამოკიდებული სხვის აზრზე და უნდა ხელმძღვანელობდე კრიტერიუმით; რამდენად სასარგებლოა ეს აზრი შენთვის და არა რამდენად ავტორიტეტული თუ აგრესიული
შევხვდეთ გინდ პირადად, გინდ ინტერნეტში და ვისაუბროთ თქვენთვის საინტერესო თემებზე. რწმენის ნაკლებობას ჩემთან (სინამდვილეში საკუთარ თავთან) კამათით ვერ შეივსებ
დამიკონკრეტე კონკრეტულად რომელ ქრისტიანობას გულისხმობ. მსოფლიოში ახლა 100 ზე მეტი სხვადასხვა ქრისტიანული დინომინაციაა. რამდენიმე დინომინაცია, მაგალითად გნოსტიკოსები, არიანელობა, კატარები ფიზიკურად გაანადგურეს ნიკეას 1 მსოფლიო კრების შემდეგ და ჯვაროსნული ომების დროს იმ ქრისტიანებმა, რომლემაც რომის იმპერატორ, კონსტანტინეს მიყიდეს სული. შენ ალბად მათ შთამომავლებს განეკუთვნები?
@@zazastvis ცინიზმის გარეშე, თუ შეიძლება!. ვგიქრობ თქვენ ხვდებით, რომ მართმადიდებლობას ვგულისხმობ... და ქრისტიანები ვინც ფიზიკურად ანადგურებს სხვა ადამიანებს, უნდა იცოდეთ რახან ამ თემაზე საუბრობთ, რომ ისინი მხოლოდ ნომინალური ქრიასტიანები არიან და არა ჭეჭმარიტი, და არა ის, ქრისტიანები ვინც იმ კრებაზე ეწეოდა მართმადიდებლობის აპოლოგიას,ერესის წინააღმდეგ...რაც შეეხება იმას, რომ თქვენი თქმით, 100-მდე დენომინაცია არსებობს, ცდებით! რადგან 22000-მდე რეგისტრირდება დღესდღეობით...მართმადიდებლური გაგებით სამოთხეკი ,ნიშნავს პიროვნულ ურთიერთობას ღმერთთან. და ღმერთად გახდომად.მადლოს მიერ,და არა ბუნებითად.
ძალიან საინტერესო ლექციაა, სამწუხაროდ მართლმადიდებლური სამოთხე და ჯოოხეთი არასწორად არის გაგებული. იოანე პეტრიწიც ამბობს რომ ჩვენ აბსოლუტისგან გამოზიდული სულები ვართ, რათა შევიცნოთ თავი. გარდაცვალების შემდეგ კი არის წიაღსვლები და უსასრულო ზრდა, განღმრთობა. ჯოჯოხეთი კი უფლის გარეშე მარადისობაში ყოფნაა... სამწუხაროდ, ეკლესიაში დაშინების სტრატეგიაა მასების სამართავად, მაგრამ ვინც ჩაუღრმავდება დიდ მამებს, როგორიცაა გრიგოლ ნოსელი, ალექსანდრე კოლომიროსი და სხვა, ჭეშმარიტებასაც იპოვის teodore.ge/wwig/aleqsandre-kalomirosi-cecxlis-mdinare-pasuxi-kitxvebze?lg=qar
+Nino Pitskhelauri არავითარი აბსოლუტისაგან გამოზიდული სულები. ნუ იყოფინ! თუკი ადამიანი ღვთის არსებისაგან წარმოარსებულია, მაშინ არაფერი არ განასხვავებს მას ღვთისაგან! არსებით ქმნილი ადამიანი ვერასოდეს გახდება არსებით შეუქმნელი! როდის მერე გახდა ნეოპლატონიკური ემანაციურ-აბსოლუტურმონისტური იდეები ქრისტიანობისათვის მისაღები! ჩვენი ღვთისაგან გამოზიდულობა ღმერთის ხრწნადობასა და ბოროტებასაც კი განაპირობებს, ვინაიდან რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, ადამიანის სული და ღვთის არსება იგივეობრივნი არიანო? როგორ შეიძლება სრულყოფილი ცოდვით დაეცეს? ან თუ ეს ნეოპლატონიკური მონიზმი ნუთუ იმას არ განაპირობებს, რომ ადამიანის ყოველი აზრი "ერთია" და არ არსებობს არავითარი - "სხვა" და რომ არ არსებობს არავითარი სხვადყოფნა სამყაროში? ნუთუ ყოველგვარი განსხვავებულობა ილუზიაა? მაგრამ მერმე და მერმე განა ეს აზრიც არ გამოდის ილუზია და ტოლსწორი ამ აზრის საპირისპირო შეხედულებებისა, ამრიგად, კი თვითგამბათილებელი ისევე, როგორც ბუდისტურ, ინუდისტურ სხვა აღმოსავლურ რელიგიებს აქვთ ეს ძირფესვეული პრობლემები, არა მარტო მათ, არამედ პლატონსაც, პლოტინსაც და არისტოტელესაც? თუკი ადამიანი აბსოლუტისაგან გამოზიდული სულია, მაგრამ იმავდროულად ქმნილებადაც ვრაცხთ, გამოდის, რომ ღმერთი მარადიულად ქმნის და იგი იძულებეულია, შექმნას, ამით მას პიროვნულობაც და ნებელობაც ეკარგება და ერთ უპიროვნო, ზებუნებრივ, აბსოლუტურ ძალად გარდაიქმნება, რომელიც განწირულია, შექმნას და რომლეზედაც არ შეგვიძლია, ჩვენი მსოფლმხედველობა დავამყაროთ, როგორც ურღვევ საძირკველზე.
ამიტომაც განარჩევს მართლმადიდებლობა შეუქმნელსა და ქმნილს! ქმნილი ყოფიერება არარსებობიდან შემოვიდა არსებობაში, იგი "არარადან" (ეს ტერმინი კი აპოფატიკურია და მასალის გამოყენებას უარყოფს) შეიქმნა და ნებელობითი აქტია ღვთისა. ღმერთი დაუცხრომლად არ საჭიროებდა სამყაროს შექმნას.
მერე მეორე, სული არ არის პიროვნება! თუკი ამას ვაღიარებდით, ქრისტეშიც ორი პიროვნება უნდა გვეღიარებინა, რაკი მან კაცობრივი გონითი სული მიიღო. მერედა, ან აპოლინარელობას მივაწყდებოდით, ან ნესტორიანელობაში გარდავდრკებოდით.
+Nino Pitskhelauri ადამიანი ღვთის შეუქმნელ ღვთაებრივ ენერგიებთან ურთიერთობით მადლით ღმერთი ხდება და არა - არსით. იგი საკუთარ თავს ქმნის, დაუსრულებლივ მონაწილეობს განღმრთობის პროცესში და არასოდეს სრულდება ეს საღვთო ხელთუქმნელი მადლით განუძღომლობა! იგი საკუთარ პიროვნულობას არ კარგავს და თავისუფლებას უზომოდ უფრორე ავლენს - ესაა ჭეშმარიტი ცხონება! თვით ადამიანზეა დამოკიდებული, ამ ცხოვრებაში როგორი გამოცდილება ჰქონდა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა და როგორ საქმეებს სჩადიოდა, კეთილს თუ ბოროტს, ვინაიდან ვის სმენია ოჯახური ერთობა ქორწილით სრულდებოდეს, ისევე, როგორც ცხონება მხოლოდ რწმენით აღესრულებოდეს, ამიტომაცაა "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ" (წმ. იაკობი), იგი სიყვარულის მიერ უნდა იქნეს შეწევნული და წარმართებული (წმ. პავლე მოციქული), მაგრამ მხოლოდ სულიერებით დაცლილი საქმეებითაც ვერ მიიღწევა ცხონება, თუკი მას ღვთის სიმართლესთან თანაზიარმყოფელი რწმენაც არ ახლავს თან, რომელიც ნდობასაც მოგვახვეჭინებს, სასოებასაც მოგვმადლებს და ჭეშმარიტ საზომსაც განგვაჭვრეტინებს, რათა ამ ჭეშმარიტი საზომით, ქრისტეთი, თვით ჭეშმარიტებით საკუთარი თავი სრულ განკრძალულობასა და თვითმპყრობელობაში ვამყოფოთ, ამიტომაც იტყვის პავლე მოციქული, მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს (რომაელთა მიმართ 1), მაგრამ ამას თან დასძენს, რომ იგი "განცხადდება", რათა არ იფიქრო, რომ მხოლოდ რწმენით მიიღწევა საბოლოო ცხონება. ამრიგად, ვიტყვით, რომ ქრისტემ გვაცხოვნა, ცხორბულ-გვყოფს, და ვესავთ, რომ გვაცხოვნებს. ხოლო იმ კაცების შემოსვისათვის, რომელიც ქრისტემ კაცობრივი ბუნების ცოდვით დაცემით განმსჭვალული ვირუსისაგან განკურნებით აღადგინა, ჩვენ უნდა ნათელსვიღოთ, რათა ქრისტე შევიმოსოთ (პავლე მოციქული) და მადლი ღვთისა მაცხოვნებლობითად ამოქმედდეს ჩვენში და შევაღწიოთ ხსნის კიდობანში, შემდგომ კი, მივსდიოთ ღვთისაკენ სწრაფვას და მის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცთან ზიარებულობას, რომელთან ღირსეულად ზიარებითაც (ვინაიდან უღირსად მაზიარებელი დასასჯელად ეზიარება, ვით იტყვის ნეტარი პავლე) ჩვენ იმ საზომს განვამტკიცებთ, რომლის გვერდითაც სხვა ალტერნატიული საზომი არ გაჩნდება. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ეკლესიის გარეთ ვინმე არ ცხონდება, ეს ღმერთმან უწყის, მხოლოდ იმას განაჩინებს, რომ მხოლოდ ეკლესიაშია მაცხოვნებლობითი წიაღი, მაგრამ ესეც არ ნიშნავს ცხონების გარანტიას, როგორც პავლე მოციქულთანაც ვხედავად კორინეთლთა მიმართ, როცა უღირსად მაზიარებლებზე საუბრობს ან თუნდაც ებრაელთა მიმართ მეექვსე თავში. ჩვენ არ ვიცით, ტიბეტის მთებში მცხოვრებ ბუდისტ ბერს, რომელიც უმეცარია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, რა ხვედრი მოელის, ღმერთი მათ ბოძებული ტალანტისაებრ განსჯის, ხოლო გარკვულწილად მცოდნენი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მისი განზრახ უარმყოფელნი კი უფრო მკაცრად განისჯებიან.
+Nino Pitskhelauri ზუსტად ამაზეა დამყარებული ის, თუ საუკუნო ნეტარებაში წავა ადამიანი, თუ - საუკუნო სატანჯველში. როდესაც ყველანი აღვსდგებით მკვდრეთით, ზუსტად იმავე კაცებით აღვსდგებით უკლებლივ ყველანი, რომელიც ქრისტემ აღადგინა თვისი ბრწყინვალე აღდგომით, ვინაიდან მან საყოველთაო კაცება მიიღო, (და აგრეთვე მთელი არსებული კოსმოსიც განახლდება, ვინაიდან "იქმნება ახალი ცა და ახალი მიწა" და "დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა" (პავლე)) მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცხონდება, არამედ ამ ადამიანის მიერ საღვთო ენერგიების საკუთარ თავში დამტევნელობაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განიცდის იგი საღვთო მყოფობას. იქნება პიროვნებათა ორი კატეგორია - ერთნი, რომელთათვის ღმერთი ცხოვრების მდინარე და ნაკადული იქნება, ხოლო მეორენი კი ისეთნი, რომელთათვისაც ღმერთი გეჰენიის მწველი ცეცხლი იქნება, რამეთუ იტყვის პავლე მოციქული "უფალი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს", რაკი რომელ უგუნურს წარმოუდგენია, ქრისტეს მიერ აღდგინებული უხრწნელი სხეული ფიზიკურ, შექმნილ ცეცხლის ალსა თუ ლავაში იტანჯებოდეს, არამედ საღვთო ენერგიათა ჩვენს გარეთ მყოფობაა ჯოჯოხეთი, ხოლო მათი ჩვენში მყოფობა კი - სამოთხე. - უფალიც იტყვის, ნუ ეძებთ ცათა სასუფეველს, აქ არის, იქ არის: ცათა სასუფეველი თქვენს შორის არის. ჩვენშია ცათა სასუფეველი, იგი აქ და ახლავე იწყება ჩვენს გულებში და არ სრულდება ზეციურ საგანთა მიმართ სწრაფვის სიხარული.
მე კი არასოდეს მსმენია, თუნდაც ამბიონიდან, რომ "მასებს დაშინებით მართავდნენ ჯოჯოხეთობრივი ცეცხლის შთაგონებით", ერთადერთი უფალი ახსენებს სახარებაში გეჰენიის შემწეველობას და არა - მღვდელი ამბიონიდან. მაგრამ ისიც ხომ უნდა გავიგოთ, თუ რას გულისხმობს ქრისტე გეჰენიის ცეცხლეში? წმინდა წერილისა ერთიანად წაკითხვითა და ეკლესიის უცვალებელი სწავლებით შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა არის ჯოჯოხეთი. და მე საუბარი არა მაქვს კათოლიკურ-პროტესტანტულ ბოდვით წარმოდგენებზე, სადაც სესხების ხელშეკრულების შეუსრულობლოსათვის დაწესებულ იურიდიულ სასჯელად და ყოვლადხორციელ საგვემელ ადგილებად დაუსახავთ იგი! ჯოჯოხეთი ეს არის ღვთის სიყვარულის შოლტი! და რა მწარე და სასტიკია ეს სიყვარული!
თქვენი პატრიარქი და სინოდის წევრები ამ დიდ მამებს ეტყობა არ უღრმავდებიან?
ვისაც აქ თავისი ღრმადგანსწავლულების დემოსტრირება სურს, შევახსენებ, რომ ჩემი მიზანი იყო მიმეტანა ადამიანებისთვის მთავარი იდეა: შენ შეგიძლია თვითონ აირჩიო შენი მსოფმხედველობა ან სულაც თვითონ შექმნა იგი და არ იყო დამოკიდებული სხვის აზრზე და უნდა ხელმძღვანელობდე კრიტერიუმით; რამდენად სასარგებლოა ეს აზრი შენთვის და არა რამდენად ავტორიტეტული თუ აგრესიული
ბატონო ზაზა თქვენი შეხედულება ამ ფილმთან დაკავშირებით საინტერესო იქნებოდა
რომელ ფილმთან
@@zazastvis ruclips.net/video/-YzhLbx9h_4/видео.htmlsi=m1xIEcDzck_PCewB
@@zazastvis დავდე ლინკი და როგორც სჩანს არ გაზიარდა 😔 უკაცრავად, იუთუბზე დევს ასტრალური ქალაქი ქვია 😘
ვისაც ნახეთ ეს ფილმი და გამოთქვით თქვენი აზრი.
Tu minda ro chem gardacvlil sayvarel adamintan movxde gardacvalebis mere es shesadlebelia?
თუ იმასაც უყვარხართ, ცოცხლებში ეძებეთ. სავარაუდოდ უკვე განსხეულდა და თქვენს გვერდითაა, მაგრამ არც სქესია ცნობილი და არც ასაკი
ათეისტო ფსიქოლოგო :რას ფიქრობთ თქვენც მაიმუნის შთამომავალი ხართ ?
შევხვდეთ გინდ პირადად, გინდ ინტერნეტში და ვისაუბროთ თქვენთვის საინტერესო თემებზე. რწმენის ნაკლებობას ჩემთან (სინამდვილეში საკუთარ თავთან) კამათით ვერ შეივსებ
Sainteresoa mara xarvezuli.
როგორ გეტყობათ რომ არ იცნობთ ქრისტიანობას... შევამჩნიე, რომ რასაც ამბობთ არ ხართ დარწმუნებული, და ამას არგუმენტირებულად ბოლომდე ვერც ხსნით.