მიხა ხელაშვილი - 101

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 1 дек 2024
  • ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული სახალხო მთქმელის მიხა ხელაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით საუბრობენ:
    "რამდენ ხანს იმალებოდა მისი ვინაობა, რამდენ ხანს იმალებოდა
    კაწალხევის ძნელად შესაღწევ ეხში მისი სულის შემგუბებელი ლექსები,
    რამდენ ხანს და რა ფორმით იწყებოდა მისი პოეტური ნიმუშების თითო-თითოდ შერევა ხალხური პოეზიის კრებულებში ავტორის მოუხსენიებლად.
    დღეს, საბედნიეროდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. მთელი
    საქართველო (განსაკუთრებით ახალგაზრდობა) 25 იანვარს მიხა ხელაშვილის საფლავისკენ მიდის, არ უშინდება უგზოობას და სიცივეს, რათა თავის უსაყვარლეს შემოქმედს პატივი მიაგოს, რათა მარად ახალგაზრდა მიხა ხელაშვილს ერთმანეთზე უკეთესი მისივე შედევრებით მიულოცონ დაბადების დღე.
    მადლობა უფალს, რომ არ დავივიწყეთ ის რაც არ არის დასავიწყებელი
    ,,ლექსო, ამოგთქომ” - მარტო ეს ლექსი რომ გადაგვრჩენოდა თავისი ავტორის ვინაობით, მაინც იამაყებდა მისი სამშობლო. ხანდახან პოეტის ერთი ლექსიც ხდება მიზეზი მისი უკვდავებისა"

Комментарии •