თემურ ელიავა - აბა რა გითხრა მეგობარო

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 май 2020
  • თემურ ელიავა©

Комментарии • 5

  • @sandrokirtadze6368
    @sandrokirtadze6368 16 дней назад

    აბა რა გითხრა მეგობარო, ეჰ ძველებურად
    ქუჩებში ახლა ვინღა ათევს ღამეს მთვარიანს?!
    ასე ნელ-ნელა გავეცალეთ საზიზღარ ბურანს
    და სული გვიდგას, სული გვიდგას რაც მთავარია.
    რაც მთავარია სამსახური, შვილები, ცოლი,
    სახლი და სახლის გარეთ თითქმის სხვაგან არსად ვართ.
    გადავეჩვიეთ ღამ-ღამობით ხიდისქვეშ წოლას
    და რახანია არ გვივლია გაუპარსავად.
    ამდენი საქმე დაგვიგროვდა. დაქცეულ ფანჯრებს
    ყოველი ზამთრის დასაწყისში ვამრთელებთ, ვგოზავთ.
    ამ უხარისხო ცელოფნებზე რომ დავიხარჯეთ
    გამოგვეცვალა დარაბები და თავის დროზე
    ამოგველაგმა ღრიჭოები ჩვენს ბუნაგებში,
    სადაც დრო და დრო გავარღვევდით გარდმოსულ ბურანს
    და ამ კედლებში, საშაიროდ თუ სანუგეშოდ,
    ჩვენც, სხვების მსგავსად გვეღრიალა „ის მაინც ბრუნავს“
    მაგრამ წითელი ჰაერისგან დაორთქლილ კლაპანს,
    ბოჭავდა მძიმედ, სრუტეებში დახშული ღამე
    და როცა მოვრჩით გიჟებივით თევზების ყლაპვას,
    მლაშე ნაპირზე ამორიყეს ტალღებმა გვამი.
    და ასე ვცხოვრობთ, უხმაუროდ და უნიათოდ,
    არავინ ათევს აივნებზე ღამეს მთვარიანს.
    ვეწევით, ვწვალობთ, ადრე ვწვებით, ვწერთ იშვიათად
    და სული გვიდგას, სული გვიდგას რაც მთავარია.

  • @nairakakulia7655
    @nairakakulia7655 2 года назад +6

    რა კარგი შვილი ხარ, იხაროს შენმა გამზრდელმა, ყოჩაღ! ბრავო!

  • @user-ko2nh6pk6c
    @user-ko2nh6pk6c 2 года назад +3

    ვგიჟდები ამ ლექსზე

  • @marikaenukidze9878
    @marikaenukidze9878 2 года назад +3

    ❤️❤️❤️

  • @tamomchedlishvili6275
    @tamomchedlishvili6275 3 года назад +4

    👍👏👏👏