ძველი მეთუნე მაწანწრის უბნიდან - თავისუფლების ადამიანები

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 4 окт 2024
  • 86 წლის ალექსანდრე ქუმსიაშვილი მეთუნეა თელავიდან, რომელიც თითქმის 70 წელია ამ საქმეს მისდევს - „მეთიხე“, როგორც თავის თავს უწოდებს.
    ალბათ, ბოლო ვარ, მეღა დავრჩიო, ამბობს. დრო იყო, თელავის სახელოსნოების უბანი, „მაწანწარა“, ძველი თაობის მეჭურჭლეებით იყო სავსე.
    კერამიკის ძველი საწარმო, სადაც ალექსანდრე ქუმსიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა, ახლა დაკეტილია, ღუმელი გაჩერებული. მაგრამ საშა ქუმსიაშვილს თიხაზე მუშაობის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია და სახლში, თავის პატარა სახელოსნოში, მაინც ჩართავს ხოლმე ჩარხს და შედარებით პატარა ნივთებს ძერწავს.
    კარგად ვერ ვხედავო, თან ჩივის, მაგრამ თავისი გამოცდილი ხელების იმედი აქვს - თუ მისი დამზადებული თიხის ჭურჭლის მსურველი გამოჩნდება, ეს ამბავი ორმაგად ახარებს. მაგრამ თან დარდობს, ბოლო დროს ამ ხელობის სწავლის მსურველებმაც იკლო და თუ ასე გაგრძელდა, ეს ცოდნაც გაქრებაო.
    თუ დღეს თელავის სახელოსნოების ცნობილ ქუჩაზე გაივლით, ის ნახევრად დანგრეული სახლები დაგხვდებათ. საშა ქუმსიაშვილს ახსოვს ამ სახლების ფანჯრებში გასაყიდად გამოწყობილი თიხის ჭურჭელი და, რაც მთავარია, თავად ცნობილი მეჭურჭლეები.
    „რატომ არ შეიძლება, აქაურობა ისევ ცოცხლობდეს“, - გულისწყვეტით ამბობს ის.

Комментарии • 20

  • @zorozorge7210
    @zorozorge7210 Год назад +6

    ჯანმრთელობა და დიდ ხანს სიცოცხლე პაპა 👍👍👍

  • @tamunameskhi7007
    @tamunameskhi7007 Год назад +6

    ძალიან საინტერესო სამუშაოა❤

  • @jijitbilisi2016
    @jijitbilisi2016 Год назад +3

    რო იძახიან ნამდვილი ქართველები აღარ არიანო... აი ნამდვილი ქართველი და ქართული საქმის მოსიყვარულე კაცი❤❤❤ ამრავლოს ასეთი ადამიანები❤❤

  • @NanaNana-kq2sm
    @NanaNana-kq2sm Год назад +6

    ❤❤❤გაიხარეეთ ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებთ ხელით შექმნილი ნახელავი გფარავდეთ უფალი დიდხანს იცოცხლეეთ ❤❤❤❤❤

  • @iraklig8326
    @iraklig8326 Год назад +5

    სუბტიტრები მგონი ზედმეტია, ძალიან გარკვევით საუბრობს ეს ადამიანი ქართულად.

    • @georgewinchester2103
      @georgewinchester2103 Год назад +5

      ქვეყანაში სმენადაქვეითებული ხალხიც ვცხოვრობთ 🙂

    • @miramurk
      @miramurk Год назад +2

      მე ვსწავლობ ქართულს, სუბტიტრები დახმარება მე 😊

  • @nickdvalishvili5881
    @nickdvalishvili5881 Год назад +1

    სიყვარულია ეს კაცი, მეტი არაფერი ❤❤❤ შემიძლია ვთქვა. მამაჩემი გამახსენა

  • @tinatinelisashvili5162
    @tinatinelisashvili5162 Год назад +2

    ❤ გაიხარეთ

  • @tamritamro3596
    @tamritamro3596 Год назад

    საყვარელი თელაველი პაპა ❤❤❤

  • @giorgitediashvili9683
    @giorgitediashvili9683 Год назад

    ვაა, საშა ძიას ვენაცვალე, მასთან შევიძინე ხელადები და ფიალები წლების წინ. ძალიან გამიხარდა რომ კარგად არის. დაგელოცოს მარჯვენა გულიანო კაცო.

  • @miramurk
    @miramurk Год назад +2

    💛💛💛💛💛 მე ბელარუსიდან ვარ. ჩემი ჰობია კერამიკას, მომწონს ძალიან ეს. ოცნებობ ვნახე და ლაპარაკო ოსტადათ 🥹
    (ბოდიში ჩემი შეცდომებისთვის, არ ვიცი ქართულს კარგია, ვსწავლობ არაერთხელ თვე)

  • @marimari5679
    @marimari5679 Год назад +1

    ❤❤❤

  • @GioSamxaraze
    @GioSamxaraze 6 месяцев назад

    თიხა ერთი შეხვედვით ადვიდია მერ ხვრივ სასიამოვნო საქმეა მესამე ხიხას სიყვარლი არი მაგალითათ შენი ნაწილია ვერშაშლი თუნდაც სამასი სამსახრი შეიცვალი მაიც გინდა დაბრნო ეგრეა სლიი გულით აკეთეფ გრძნოფ მეტი თქმა შემიძლია პაპა კაცი აკეთებს ეგრე ნამდვილათ

  • @hasafa9580
    @hasafa9580 Год назад +2

    vaime guli damecva saidan modian da sad midian aseti lamazi adamianebi da mati naxelavi....ratom kreba aseti ragaceebi, ratom ar vuckobt xels

    • @ima-rik
      @ima-rik 8 месяцев назад +1

      იმიტომა რომა ქართველებმა ჩვენის ფასი არ ვიცით სხვისი ჯობიაო. ქვევრის ღვინო არაო კასრში და "ცისტერნაში დაღვინებული ჯობიაო.

    • @hasafa9580
      @hasafa9580 8 месяцев назад

      @@ima-rik მართალი ბრძანდებით😢

  • @ketikozmanashvili9258
    @ketikozmanashvili9258 Год назад +1

    ❤❤❤

  • @lial4242
    @lial4242 Год назад

    ❤❤❤