ხაჭაპური - Georgian Gastro Guide

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 13 мар 2016
  • თბილი წყალი - 500 მლ
    საფუარი -1 ჩ. კოვზი
    მარილი - 1 ჩ. კოვზი
    შაქარი - 1ჩ. კოვზი
    მზესუმზირის ზეთი - 50 მლ
    ფქვილი - 900 გრ
    იმერული ყველი - 900 გრ
    ნაღების კარაქი - 60 გრ
    მოვამზადოთ ცომი: წყალს შევურიოთ საფუარი, შაქარი და მარილი, ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, დავამატოთ მზესუმზირის ზეთი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთით, რომ ცომი ამოვიდეს.
    გავხეხოთ ყველი, შევაზილოთ ცოტა ფქვილი და დავამრგვალოთ. ცომს მოვაჭრათ ერთი ხაჭაპურისთვის საკმარისი ნაჭერი, გავაბრტყელოთ მრგვალად, ზემოდან წინასწარ მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. ცომის შუაგულში მოვათავსოთ ყველის გუნდა და შევკრათ ცომით. გავაბრტყელოთ 0,7 სმ სიმაღლეზე.
    ცხელ ტაფაზე მოვაყაროთ ფქვილი, დავდოთ მასზე ხაჭაპური და გავანაწილოთ ტაფაზე. ზემოდან ფუნჯით გადავუსვათ მზესუმზირის ზეთი და შევდგათ ღუმელში 250 გრადუს ტემპერატურაზე. და ზემოდან გადავუსვათ კარაქი. დავდოთ თეფშზე და დავჭრათ 8 ნაწილად.

Комментарии • 2