შორს ცის კამარას.. მიწიერთაგან .. ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში.. ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში.. რკინის ღუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი, დროში ქცეული უკვდავ სხეულად იქ ღმერთი იჯდა.. ამაყი ღმერთი! და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას.. გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას, მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე, შიში მახრჩობდა ჩემთავთა ზედა.. მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან, და თითქოს ლოდი გულმკერდზე მეცა, ღვთის ხმამაღალი ამაყი სიტყვა ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.. ადამიანო, სასუფეველში. ადრე მომხვდარხარ რო დარჩე მარად, მე შენი სულის ვხედავ მორევში იმ ბოროტებას რომელსაც მალავ.. მოგიახლოვდა ღვთის სამართალი, დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა სთქვი შენი სიტყვა, რომ ხარ მართალი, გული სიღრმეში ამის თქმა გინდა..! თავი ავწიე.. და ღმერთი ვნახე, ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი ოფლით დასველდა ცოდვილი სახე, ჩემში გაცოცხლდა მომკვდავი ზიზღი.. უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი -მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა? ..დედამიწაზე რა ვნახე მეტი სხვა ჯოჯოხეთი არარის, არა ! მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიდხანს მე ვგრძნობდი ტკივილს მსდიოდა ოფლი ხელის დაქნევა და შენი რისხვა, არმინდა ღმერთო... ისედაც მყოფნის.. სიმართლე გინდა? აგერ ვარ შენს წინ.. მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ გული ჯერ კიდე სიცოცხლით მეწვის, ნახე თვალებზე ცრემლი მაქ... ხედავ? იცი უფალო რაარი ცრემლი? ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას.. ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი.. ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.. მაგრამ არიცი უფალო რადგან.. შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს არ მოუხდება ახლა ცრემლი და დაღლა.. რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.. მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ რომ მითხრა ვერ დავიჯერებ, მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ.. თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან.. მანდ კი ცოდვები თითოდ და თითოდ.. შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან? თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.. ცოდვებით არის სამყარო სავსე.. რადგან შევცოდავთ და ვმალავთ.. ვითომ.. შენ ეს სამყარო შექმენი ასე.. და დამნაშავე შენახარ თვითონ.. ადგა უფალი! დატოვა ტახტი..!
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა... შემხედა ზედა ყველაფრით დაღლილს, და თითქოს მონას პასუხი გამცა : გტკივა, და ასე იქნება მარად, რადგან ესარი საყოფი ხალხის, რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად, რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.. ნახეთ სამყარო მშვიდი და სუფთა მერე დაგლიჯეთ, დაკოტეთ, ეცით.. მტვერი ააგდეთ სიმართლის შუბთან, ახლა იმ ტვერში სამართალს ეძეებთ? არიყო ცუდი.. არიყო კარგი.. არც განსხვავება არიყო დროში მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი, და გულში დაჭრა მიწიეთ ომში.. შენ მართალი ხარ.. უკვდავი სული.. აღარ ღონდება ცოცხალი სევდით მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული, ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით ოდესღაც ასე, უცრემლო მშვიდი, დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს.. და ერთადერთი გავწირე შვილი.. ამდენი შვილის გადასარჩენად. გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა, ცეცხლი ეკავათ უფლის გვერდ ბერებს.. მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა, არა.. ეს იყო ცხოვრების მერე თავი დავხარე დავმალე სახე.. ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი... ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე.. ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი.. თუ მეზობელი სახლს აგიშენებს, შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლეწვას.. არ დააბრალო მერე მშენებელს, სახურავიდან წყალი რო წვეთავს.. უფალს შევთხოვე.. დრო აზრებს არ წყვეტს, ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო.. თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს, შავ ჯოჯოხეთში რო დავიფერფლო.. ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი, და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს... მე დამნაშავედ იმიტომ გთვლიდი რომ, უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.. დედამიწაზე ვეძებდი მართლებს და მოსამართლე არ მყავდა არსად შენახარ ჩემთვის დღეს მოსამართლე, და შვილი შენი მოველი დასჯას. 20/02/2023
vau dzaan magaria sagol avtors am leqsisas!!! martla TEMUR ELIAVAA am leqsis avtori??? nanukas shoushi rom gamodioda adre da leqsebs rom kitxulobda isaa xo???
es leqsi mec viswavle da davde iutubshi mara shecdoma davushvi didi, gmerti amayi arasdros araa da ra kouxdeba da ra ara gmerts es adamianis saqme araa gmertma mogvavlina chven yvelani da mas unda vumadlodet rom cocxlebi vart
ეს ლექსი სკოლებში უნდა ისწავლებოდეს
სასწაული ლექსია უემოციოდ ვერ გაატარებ . ეს ავტორი კითხულობს როგორც ჩანს ასე კარგად 💜💜
შენ ღმერთო, პასუხს მოითხოვ ვისგან თუ ყველაფერი შექმენი თვითონ! სასწაული ლექსია 👏❤
"Da ertaderti gavwire shvili amdeni shvilis gadasarchenad"udzlieresi leqsia, unichieresi avtori bravo.❤❤🙏
Gaixaros am leqsis avtorma da iman vinc ase dzlierad ambobs👍👍👍👍
ავტორი კითხულობს,ძალიან ძლიერი ლექსია,უკვე მერამდენედ ვუსმენ სიამოვნებით.
ძაან მაგარია მეც ზეპირად ვიცი🙂🙂
ბრავო🙏💛🖤❤💚💙💖💝
ბრავო მაგარია გარავდეს უფალი
დამბურძგლა
Martalc magari leqsia
Udzlieresi leqsia , magradac yveba ubralod sxva xma upro mouxteboda am leqs💜
Saocari sityvebia👌👌👌
Mikvarxar dzalian temur eliava
miyvars miyvarssss.. dzalian magaria..
ძალიან მაგარი ლექსია მეც მინდა ვიცოდე
dzaan magaria
საღოლ მეგობარო
ძალიან მაგარია
რა მაგარიააა!!!
ღმერთო დაგვლოცე
ბრაოვოო
genacvalee magariaa
💜💜💜💜💜💜💜💜💜💜
yvelaze magari leqsi dedamiwaze genacvale am leqsis avtori vin aris?
temur eliava
@@beberobeberoo1777 nanukas shoushi rom gamodioda is bichia xo?
Nini Kakhidze ki egaa
🙏🏿🙏🏿🙏🏿
შორს ცის კამარას.. მიწიერთაგან ..
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში..
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და
იხრჩობოდა მაღალ მორევში..
რკინის ღუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი,
დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა..
ამაყი ღმერთი!
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას..
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას,
მუხლჩამოყრილი
ფიცარნაგებზე,
შიში მახრჩობდა ჩემთავთა ზედა..
მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან,
და თითქოს ლოდი
გულმკერდზე მეცა,
ღვთის ხმამაღალი ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა..
ადამიანო, სასუფეველში.
ადრე მომხვდარხარ რო დარჩე მარად,
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ..
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი,
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა,
რომ ხარ მართალი,
გული სიღრმეში ამის თქმა გინდა..!
თავი ავწიე..
და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა
ცოდვილი სახე,
ჩემში გაცოცხლდა მომკვდავი ზიზღი..
უფალო!
ხალხმა დაგარქვა
ღმერთი
-მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?
..დედამიწაზე რა ვნახე მეტი
სხვა ჯოჯოხეთი არარის, არა !
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიდხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს
მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არმინდა ღმერთო...
ისედაც მყოფნის..
სიმართლე გინდა?
აგერ ვარ შენს წინ..
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდე სიცოცხლით მეწვის,
ნახე თვალებზე ცრემლი მაქ... ხედავ?
იცი უფალო რაარი ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას..
ცრემლი ისაა
როდესაც ებრძვი..
ცრემლი ისაა
როდესაც გტკივა..
მაგრამ არიცი უფალო რადგან..
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ახლა ცრემლი და დაღლა..
რომ არ გაფანტოს
ეს სიამაყე..
მე გეტყვი მართალს,
დამსაჯე მერე
ადამიანი ამდენს
რომ ვბედავ,
მაგრამ რომ მითხრა ვერ დავიჯერებ,
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ..
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან..
მანდ კი ცოდვები თითოდ და თითოდ..
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი
შექმენი თვითონ..
ცოდვებით არის სამყარო სავსე..
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ.. ვითომ..
შენ ეს სამყარო
შექმენი ასე..
და დამნაშავე
შენახარ თვითონ..
ადგა უფალი!
დატოვა ტახტი..!
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა...
შემხედა ზედა ყველაფრით დაღლილს,
და თითქოს მონას პასუხი გამცა :
გტკივა, და ასე იქნება მარად,
რადგან ესარი საყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად,
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის..
ნახეთ სამყარო
მშვიდი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოტეთ, ეცით..
მტვერი ააგდეთ სიმართლის შუბთან,
ახლა იმ ტვერში სამართალს ეძეებთ?
არიყო ცუდი..
არიყო კარგი..
არც განსხვავება
არიყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი,
და გულში დაჭრა
მიწიეთ ომში..
შენ მართალი ხარ..
უკვდავი სული..
აღარ ღონდება
ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც
მეც მქონდა გული,
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით
ოდესღაც ასე, უცრემლო მშვიდი,
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს..
და ერთადერთი გავწირე შვილი..
ამდენი შვილის გადასარჩენად.
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლის გვერდ ბერებს..
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა.. ეს იყო ცხოვრების
მერე
თავი დავხარე
დავმალე სახე..
ასე უეცრად
ჩემს სასჯელს ვიხდი...
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე..
ჭეშმარიტებას გვიან
რომ მივხვდი..
თუ მეზობელი
სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის
დაიწყებ ლეწვას..
არ დააბრალო
მერე მშენებელს,
სახურავიდან
წყალი რო წვეთავს..
უფალს შევთხოვე..
დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი
მითხარი ღმერთო..
თვითონ გავაღებ
მაგ რკინის კარებს,
შავ ჯოჯოხეთში
რო დავიფერფლო..
ძნელ ტკივილისგან
არ მქონდა ფიქრი,
და გვიან გიხსნი
ჩემს ცოდვებს მალულს...
მე დამნაშავედ
იმიტომ გთვლიდი
რომ, უკვდავებში ვეძებდი ბრალულს..
დედამიწაზე ვეძებდი
მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად
შენახარ ჩემთვის
დღეს მოსამართლე,
და შვილი შენი
მოველი დასჯას.
20/02/2023
გიორგი გთხოვ ეს ტექსტიი მესენჯერში ჩამიგდე ბრეგვაძე პავლე ასე მაწერია ქართულად❤
kalami shentvis mocia zmao upals.
აი ემოციური და მართლაც სულისშემძვრელად კითხულობსსს...ყოჩაღ....სხვა ნურავინ წაიკითხავთ და ნურავინ მოყვება სიზმარივითთ.
aes vinc daadislaiqa raunda utxra :)
❤❤❤❤❤❤❤❤
მაგარია.... სგ
sagol sagol sagol
sagol zmao
❤❤❤❤❤❤❤
vau dzaan magaria sagol avtors am leqsisas!!! martla TEMUR ELIAVAA am leqsis avtori??? nanukas shoushi rom gamodioda adre da leqsebs rom kitxulobda isaa xo???
Kii
არაა მარტო ეს ცოდვილი ადამიანები დამნაშავე და არც ის ეშმაკია,თუ ვიღაც და არც სხვა,არაა
Кто-нибудь,пожалуйста,переведите!!!!
Диалог с Всевышним!
❤️❤️
magar
Jer aseti sotkvebi arasdro momismenia.geniosia es tipi
zalian momewona vitire iseti leksia kargi kaci xar
Sagoll
1
sors cis kamaras miwiertagan cecxls adiodakvamli qatqata da ircoboda magal morevshi rkinis grublebad amojedilicxra safeuri amaglebula magla gvtis taxti idga moqnili droshi qceuli ukvdav sxxeulad
es leqsi mec viswavle da davde iutubshi mara shecdoma davushvi didi, gmerti amayi arasdros araa da ra kouxdeba da ra ara gmerts es adamianis saqme araa gmertma mogvavlina chven yvelani da mas unda vumadlodet rom cocxlebi vart
bolomdee tu iswavleee gaigebdiiii dzmaiii bolo sityvebs mousmine shenaxar chetvis dges mosamartle da shvili sheni moveli dasjas :)
Ai mec ar momwons bevri sityva am leqshi magram mtlianobashi kargia
შენთვის არაა ეს ლექსი დაწერილი 🙌
ეხხხხხხ შენ ძაან ცუდი მეხსიერება გაქვს დდ
Ra chaachira gmertsssssssss