Gori Women's Choir -Varado

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 17 окт 2024
  • გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე
    მ თ ვ ა რ ე ზ ე ! ! ! 🌙🌙🌙
    აშშ- ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს - NASA - National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex (იდეის ავტორი Dr. Samuel Peralta), რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან კი შეირჩა
    გ ო რ ი ს ქ ა ლ თ ა გ უ ნ დ ი.
    სამხატვრო ხელმძღვანელის, Teona Tsiramua-ს გადაწყვეტილებით ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები- „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ ეკუთვნის ჩვენ გენიოს, მსოფლიო კომპოზიტორს, ბატონ იოსებ კეჭაყმაძეს Ioseb Kechakmadze, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).
    ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს! ☺
    ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ბრწყინვალე ისტორიაც, რომლის დაარსება ეკუთვნის გენიალურ ბატონ შალვა მოსიძეს და გორის სასწავლებლის გენიალურ ხელმძღვანელს, ბატონ სანდრო კაჭარავას!
    ასევე ეს სამი ნამუშევარი EP-ს სახით გამოიცა Lenø Records-ზე და მისი მოსმენა შეგიძლიათ ყველა ციფრულ სთრიმინგ პლატფორმაზე (Apple Music, Spotify, etc) distrokid.com/...
    ჩაწერილი და გადაღებულია George Gvarjaladze-ს მიერ Leno Records-ში.
    ყდის დიზაინი Keti Gvarjaladze
    ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია „ნაკვალევი“-ს დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ გოგატიშვილს მხარდაჭერისთვის. 🙂 ❤
    www.nakvalevi.org.ge
    მისი ჩართულობა რომ არა, ეს ამბავი არ მოხდებოდა.
    უღრმესი და უდიდესი მადლობა გიორგი გვარჯალაძეს, (Lenø Records -ს), გვერდში დგომისთვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!
    დიდი მადლობა ჩვენ ფილიპინელ მეგობარს, @Romana go-ს, აქტიური მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის! 😊
    უღრმესი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს თავდადებისთვის და მუსიკის ასეთი სიყვარულისთვის! მიუხედავად კოვიდის შემოტევისა, მაინც მოვახერხეთ ამ გენიალური საქმის ბოლომდე მიყვანა!
    ...თუ როგორ მოვახერხეთ, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია, ჩვენო უსაყვარლესო გულშემატკივრებო! ❤

Комментарии • 55