დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 5 окт 2024
  • წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების ცენტრში დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული დასრულდა. აღნიშნული დატვირთული იყო სპორტული და კულტურული ღონისძიებებით. შეჯიბრებები გაიმართა პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში: პარაკალათბურთში, პარაფრენბურთში, მძლეოსნობაში, მშვილდის სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ასევე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ესწრებოდნენ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები.
    კვირეული მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას, მათი დამსახურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии •