TSOTNE CHOKHELI - სევდა
HTML-код
- Опубликовано: 2 янв 2025
- სევდა
ახლაც ნაწამები ვდგავარ
ისევ ტანჯვისაკენ ვიწევ
წამებს შეპყრობილი ვყავარ
განცდებს საბრძოლველად ვიწვევ
აქ ეს ოცნებებიც იწვის
ეს მომენტიც ხდება ვიცე
მე კი რა მომელის ვიცი
იქნებ ნაწერებად ვიქცე
იქნებ მეც მაწუხებს რამე
იქნებ გამიღიმა ბედმაც
ფიქრი აღარ მინდა ბევრი
თითქოს დამიმძიმა სევდამ
მერე მოვიკითხავ მიწას
მეც თუ მიბარება ვცადე
გული გამეტებით ფეთქავს
ვიცდი რაც მომელის გავძლებ
თუ კი ხასიათი წახდა
ხალისს დაბრუნებას მივცემ
სითბოს გამეფებაც იდგა
ისიც გადავმალე სადმე
ვთქვათ და მისაღწევსაც გავცდი
და თან დასაწყისშიც არ ვარ
თვალით რა სიმშვიდეს გავდი
ფეხქვეშ ჩაჭიდული ვდგავარ
ცოტნე ჩოხელი