ჩვენ, ქართველებს ერთი სიტყვა გვიყვარს გულით, სიყვარულით, სილამაზით და მამულის ტრფობით მთვრალებს ერთი სიტყვა, ცეცხლის ასი ნაპერწკალი _ გენაცვალე ! გაგიგიათ სხვაგან სადმე თქმა ასეთი? მოიარეთ ოთხივ კუთხე, ოთხივ მხარე, მომიძებნეთ და ამ გრძნობით დააკვესეთ _ გენაცვალე! ყველგან ძებნეთ და მე ვნახავ, ეგ ძიება კვლავ როდემდე გაგაწვალებთ, სანამ გასტანს, რომელ სიტყვას აქვს ასეთი მძაფრი გზნება, კაცი გულს რომ ამოატანს?! მე ჩემს მამულს, ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას, ვეტყვი, იგრძნოს ყველამ ამ თქმის სიმხურვალე _ საქართველოვ გენაცვალე ! მზის ალმურით მონასირმებს, მთვარის კოცნით ნაალერსებს, ვეფხის სუნთქვით ათრთოლებულ უკვდავ ბწკარებს, თამარ მეფის საგალობელს, შოთას სულის სიდიადეს _ ვენაცვალე! ყველას, ვისაც ძალა შესწევს, სულს აანთებს ერისათვის, ვისაც ფიქრი არ აძინებს და აწვალებს, იმ ოცნებით თვალგავსებულ ადამიანს, დღეს რომელიც ეძებს ხვალეს, იმ ოცნებით თვალანთებულ ადამიანს, დღეს რომელიც სჭედავს ხვალეს, სიცოცხლის და სილამაზის მადიდებელს, სიყვარულით და სიკეთით მარად მთვრალებს, ყოველ ქართველს, ნამდვილ ქართველს, სულით ქართველს _ ვენაცვალე! ”
ჩვენი სუხოო 😢😢უფალმა გაგანათლოს
ასეთი ხალხი არუნდა კვდებოდეს და ძალიან ბევრნი უნდა იყვნონ საქართველოში
ჩვენ, ქართველებს ერთი სიტყვა გვიყვარს გულით,
სიყვარულით, სილამაზით და მამულის ტრფობით მთვრალებს
ერთი სიტყვა, ცეცხლის ასი ნაპერწკალი _ გენაცვალე !
გაგიგიათ სხვაგან სადმე თქმა ასეთი?
მოიარეთ ოთხივ კუთხე, ოთხივ მხარე,
მომიძებნეთ და ამ გრძნობით დააკვესეთ _ გენაცვალე!
ყველგან ძებნეთ და მე ვნახავ, ეგ ძიება
კვლავ როდემდე გაგაწვალებთ, სანამ გასტანს,
რომელ სიტყვას აქვს ასეთი მძაფრი გზნება,
კაცი გულს რომ ამოატანს?!
მე ჩემს მამულს, ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას,
ვეტყვი, იგრძნოს ყველამ ამ თქმის სიმხურვალე _
საქართველოვ გენაცვალე !
მზის ალმურით მონასირმებს, მთვარის კოცნით ნაალერსებს,
ვეფხის სუნთქვით ათრთოლებულ უკვდავ ბწკარებს,
თამარ მეფის საგალობელს, შოთას სულის სიდიადეს _ ვენაცვალე!
ყველას, ვისაც ძალა შესწევს, სულს აანთებს ერისათვის,
ვისაც ფიქრი არ აძინებს და აწვალებს,
იმ ოცნებით თვალგავსებულ ადამიანს,
დღეს რომელიც ეძებს ხვალეს,
იმ ოცნებით თვალანთებულ ადამიანს,
დღეს რომელიც სჭედავს ხვალეს,
სიცოცხლის და სილამაზის მადიდებელს,
სიყვარულით და სიკეთით მარად მთვრალებს,
ყოველ ქართველს,
ნამდვილ ქართველს,
სულით ქართველს _ ვენაცვალე! ”
საწყენია როცა ასეთ მშვენიერ,ლამაზ და მადლიან ვიდეოს და ნათქვამს უნლაიქი აქ
😢😢😢🙏
უნლაიკი რა პონტში უნდა დაუწერო ამ ვიდეოს
Bolo rogor mtavrdeba shegizliat dadot vinmem?
ehh suxo suxo, gaganatlos ufalma :(((((
ტექსტი დადეთ რაა :)
Cremli momadga miyvars chemi saqartvelo da chemi qartvelebi
sheidzleba tavidan bolomde am leqsis teqsi rom momwerot
da es vudeo bolomde tu sheidzleba sad vnaxo
მზის ალერსით ... ვერ ვიგებ მერე რა სიტყვას ამბობს, თუ იცით ვინმემ ეგ ერთი სიტყვა დაწრრეთ რა.
მზის ალერსით მინასტილნებს მთვარის შუქით ნაალერსებს ბუჩქნარებში მიმალული ძლიერ ვეფხვის უკვდავ ბრჭყალებს
მზის ალმურით მონასირმებს
Gmertma natelshi gamyofos