MEZZO საქართველოში / MEZZO in Georgia

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 10 фев 2025
  • ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2011 წლის 1 მაისს საქართველომ ფრანგულ მუსიკალურ არხს „MEZZO“-ს უმასპინძლა.
    შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც ტელეარხმა „MEZZO“ ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველად გადაიღო.
    კონცერტი წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“, ბენჟამინ ლევის (საფრანგეთი) დირიჟორობით, ასევე სოლისტებმა: ელისო ბოლქვაძემ (ფორტეპიანო), ნინო გვეტაძემ (ფორტეპიანო), ანა ყიფიანმა (ფორტეპიანო), გიორგი გვანცელაძემ (ჰობოი), ლევან ცხადაძემ (კლარნეტი), ბრამ ვან სამბეკმა (ფაგოტი) / ჰოლანდია.
    შესრულდა:
    ვ. ა. მოცარტი - კონცერტი სამი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N7, ფა მაჟორი, K. 242
    სოლისტები: ნინო გვეტაძე, ელისო ბოლქვაძე, ანა ყიფიანი
    ა. გიორგობიანი - „აზარი“ ("Young Euro Classics"-ის პირველი პრემია)
    სოლისტები: გიორგი გვანცელაძე, ლევან ცხადაძე, ბრამ ვან სამბეკი
    ლ. ვ. ბეთჰოვენი - საფორტეპიანო კონცერტი N1, დო მაჟორი, თხზ. 15
    სოლისტი: ელისო ბოლქვაძე
    შუმან-ლისტი - „მიძღვნა“
    ფ. ლისტი - უნგრული რაფსოდია N10 მი მაჟორი, S 244/10
    სოლისტი: ნინო გვეტაძე
    ლ. ვ. ბეთჰოვენი - სიმფონია N7, ლა მაჟორი, თხზ. 92
    ეს იყო "MEZZO"-ს პირველი ქართული პროექტი. ფრანგული არხი საქართველოში გადაღებულ კონცერტს საკუთარი ეთერით მსოფლიოს, ორი წლის განმავლობაში აჩვენებდა.
    On the Initiative of the famous Georgian pianist Elisso Bolkvadze and the Ministry of Culture, Georgia hosted the French Culture tv channel - MEZZO in 2011.
    MEZZO recorded and filmed The concert of classical music held at the Rustaveli Theatre on May 1, 2011.
    The participants were world-renowned orchestra and musicians:
    Tbilisi state chamber orchestra - "Georgian Sinfonietta"
    conductor - Benjamin Levy (France)
    Soloists:
    Elisso Bolkvadze (piano)
    Nino Gvetadze (piano)
    Ana Kipiani (piano)
    Giorgi Gvantseladze (oboe)
    Levan Tskhadadze (clarinet)
    Bram van Sambeek (bassoon, Netherlands)
    Programme:
    Wolfgang Amadeus Mozart - Concerto for three pianos and orchestra N 7 in F major, K. 242
    Soloists: Elisso Bolkvadze, Nino Gvetadze, Ana Kipiani
    Archil Giorgobiani - "AZARI" (The firs prize of "Young Euro Classic")
    Soloists: Giorgi Gvantseladze (oboe), Levan Tskhadadze (clarinet), Bram van Sambeek (bassoon, Netherlands).
    L. van Beethoven - Piano Concerto N 1 in C major, op.15
    soloist - Elisso Bolkvadze
    Schumann/Liszt - Dedication (Widmung)
    Franz Liszt - Hungarian Rhapsody N 10 in E major, S 244/10
    Soloist - Nino Gvetadze
    L. van Beethoven - Symphony N 7 in A major, op.92
    This was the first Georgian project of "MEZZO". The French channel was broadcasting the concert for two years.

Комментарии •