გაციებისა და ხველების უებარი შინაურული წამალი- კომშის კისელი უკლებლივ ყველასათვის

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 2 окт 2024
  • კომშის კისელი- ხველებისა და გაციების უებარი წამალი
    📺 ვიდეორეცეპტი-
    • გაციებისა და ხველების ...
    ამ დღეებში კომშის მურაბა მოვამზადე, ჩემი კომშის მურაბის რეცეპტი ⤵️⤵️⤵️
    • კომშის საოცარი მურაბა ...
    ვიყავი გაციებული და საშინლად მახველებდა. მურაბის მზადებისას კომში გავთალე და ამოვაცალე გულები, ეს ნარჩენები კი არ გადავყარე , არამედ მოვამზადე უებარი ხველების წამალი, რომელმაც ერთ დალევაზეც კი შვება მაგრძნობინა შემაწუხებელი ხველებისგან.
    მაშ ასე კომშის ქერქსა და გულებს კურკებიანად დავასხი წყალი ისე რომ დაეფარა ისინი.
    ვადუღე 15-20 წთ და გავაცივე.
    გაცივებული მასა არის სქელი, კისელის მაგვარი. ამიტომაც დავარქვი კისელი, თორემ ნამდვილ კისელთან კავშირში არცაა. არც შაქარს ვუმატებთ , რადგან ძალიან სასიამოვნო დასალევია და გემრიელი.
    აუცილებლად სითხეს ვწურავთ დალევამდე და ვსვამთ თბილი სახით. განსაკუთრებით უებარია მისი ძილის წინ დალევა, კომშის დამამშვიდებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების გამო, ძილიც ნორმალური გექნებათ და ხველასაც ადვილად გაუმკლავდებით.
    თუ უფრო ტკბილი გიყვართ შეგიძლიათ ოდნავ დაატკბოთ, ან დაამატოთ ლიმონი და თაფლიც.
    მე ქერქი და გული გამოვიყენე, შეგიძლიათ მთლიანი კომშიც, თუმცა აუცილებელია მასში განსაკუთრებით ბლომად იყოს კომშის გული და კურკები, რადგან სწორედ მათშია გაციებისა და ხველების წამლის საიდუმლო.
    ამიტომ ნუ გადაყრით მურაბის თუ კომპოტების მზადების დროს კომშის ნარჩენებს , შეგიძლიათ პარკში ჩადოთ და გაყინოთ ზამთრისთვის, რათა გქონდეთ მარაგში ბუნებრივი გაციებისა და ხველების წამალი.
    ასევე ეს სასწაულმოქმედი სითხე შეგიძლიათ თამამად დაალევინოთ ბავშვებს და მეძუძურ დედებს, რომელთაც არ გვსურს მძიმე მედიკამენტები მივცეთ. იმედია გამოგადგებათ ჩემს მიერ გამოცდილი კომშის კისელი.
    ჯანმრთელობას გისურვებთ !
    🧑‍🍳🏠📺მეტი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ : ☑️ფეის-გვერდი:
    / shin2975
    ☑️ინსტაგრამ- გვერდი: ...
    ▶️იუთუბი არხი: / @shinauruli

Комментарии • 9

  • @lelukat
    @lelukat 2 года назад +1

    ამან გადამარჩინა მე ♥️
    მადლობა რეცეპტისთვის 😍

    • @shinauruli
      @shinauruli  2 года назад

      ჯანმრთელი გამყოფოთ უფალმა დიდხანს. მიხარია თუ გამოგადგათ. ❤️ მეც მაგან დამაყენა ფეხზე, ახლა ცოცხალ ფეიხოას კურსს ვითებ იმუნიტეტისთვის. მისი რეცეპტიც აქაა.

  • @ninarijamadze4523
    @ninarijamadze4523 6 месяцев назад

    მადლობა!!!❤❤❤

  • @maiaburnadze3195
    @maiaburnadze3195 2 года назад +1

    დროული იყო რეცეპტი🥰😊💖👏👏👏

    • @shinauruli
      @shinauruli  2 года назад

      მაიკო, ნამდვილად მაგის სეზონი მოდის უკვე❤️

  • @lelachiqashua5914
    @lelachiqashua5914 2 года назад +1

    მართლაც უებარია. კამპოტსაც კურკებით ვაკეთებ და ნამდვილად შედეგი აქვს.

    • @shinauruli
      @shinauruli  2 года назад

      👍👍👍💞💞 ნამდვილად. ჯანმრთელი გამყოფოთ უფალმა

  • @dodokakhidze1372
    @dodokakhidze1372 Год назад +1

    უებარია ხველებაზე.გაციების დროს.თუ ცოტა ფეიხოასაც დავამატებთ ხომ უკეთესიიი.

    • @shinauruli
      @shinauruli  Год назад

      გეთანხმებით. 💓💓💓