გალაკტიონის უცნობი ლექსი, რომელიც პოეტმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან სტუმრობისას დაწერა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 дек 2017
  • დღეს ჩვენი ეთერის საშუალებით, საზოგადოება პირველად მოისმენს გალაკტიონის უცნობ ლექსს. ეს არის ლექსი, რომელიც პოეტმა 1922 წელს კახეთში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან სტუმრობისას დაწერა.
    ორიგინალი ხელნაწერი, რომელსაც გალაკტიონის ხელმოწერაც ამშვენებს, კოლექციონერმა ნიკოლოზ დარსაველიძემ აღმოაჩინა. მის კოლექციაში ბევრი ექსპონატი ინახება, მათ შორის საბჭოთა ეპოქის უნიკალური ნივთები, ცნობილი ადამიანების ფოტოები და ასევე ძველი ფოტოაპარატი, რომელიც იური გაგარინის რაკეტაზე იყო დამაგრებული და რომელმაც კოსმოსიდან დედამიწა აღბეჭდა.
    ნიკოლოზ დარსაველიძის საინტერესო კოლექციას ბესო გაფრინდაშვილი გაგაცნობთ.

Комментарии • 13

  • @iuritkeshelashvili5631
    @iuritkeshelashvili5631 6 лет назад +13

    რა უცნობი ლექსიო, რას ლაპარაკობთ, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიცოდი ზეპირად. საზოგადოება შეცდომაში ნუ შეგყავთ.

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 6 лет назад +10

    როგორ არის ეს უცნობი ლექსი, ეს ერთ-ერთი ცნობილი ლექსიდან არის ორი სტროფი!

  • @aludakamarauli5511
    @aludakamarauli5511 4 года назад

    Egaaa leqsii vai vaii vaiiiiiii

  • @dalidzidziguri3956
    @dalidzidziguri3956 3 года назад +1

    ჩემი სულის მკურნალი

  • @ivanechedia5884
    @ivanechedia5884 18 дней назад

    😅😅😅

  • @aniwverava137
    @aniwverava137 6 лет назад +2

    dabruneba sad aris 32 33 seria

  • @engurim7278
    @engurim7278 6 лет назад +3

    სად არის ეს ადგილი?

    • @magnumopus7502
      @magnumopus7502 6 лет назад +1

      ეს ორი სტროფი არის ლექსიდან "ეს მშობლიური ქარია", რომელიც გალაკტიონმა გამოაქვეყნა 1922 წელს, ასე რომ არ ვიცი, რომელ უცნობ ლექსზე ამბობენ

    • @mogeliyurashvili2753
      @mogeliyurashvili2753 6 лет назад +3

      Msgavsi saqartvelos arasodes moevlineba

    • @codna1
      @codna1 5 лет назад +1

      @@magnumopus7502 I
      შავმა ნისლმა დანისლა
      მთები დაღესტანისა,
      აიმართნენ კოშკები
      ცისა და ნესტანისა.
      გახსოვს? ტოტი ქარისა
      აქანებდა მთვარესა...
      “ნეტა ახლა სადა ხარ
      და რომელსა მხარესა”.
      მგლოვიარე ბინდებით
      იბურება ყვარელი,
      ვაზით და სიმინდებით
      მიდის გზა საყვარელი:
      ჩანს შორეულ ჩრდილების
      კიდეებზე მონთება
      და ომგადახდილების
      ოხვრა მომაგონდება.
      შავმა ნისლმა დანისლა
      მთები დაღესტანისა,
      ეცემიან კოშკები
      ცისა და ნესტანისა.
      II
      ეს მშობლიური ქარია.
      ეს სოფელია მძინარე.
      არ ვიცი, რად მიხარია:
      ვაზი, ყანები, მდინარე.
      დღემ ნისლი შემოიხვია,
      გზაც სიარულმა დალია,
      ის - ძველისძველი ციხეა,
      იქ კიდევ წინანდალია.
      წინანდალს ვაზი ამშვენებს,
      ახმეტას - ვაშლი წითელი.
      როგორ რთავს, როგორ აშენებს
      აკიდოების მკიდელი.
      იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
      ვით ლოენგრინეს სიზმრი,
      ლაჟვარდით გადათოვილი
      და ვერცხლით ნათილისმარი.
      III
      შუქი გაიშალა,
      წყალი დაიფერა,
      სიო დაიბერა,
      ჩალა გაიჩალა,
      სიზმარს აბარია
      ველი შენაფერი...
      ახლა ყველაფერი
      ოქროს ზღაპარია.
      არც ხმა, არც ჩურჩული,
      ბინა - მინაგნები,
      თვალებდალურჯული
      თრთიან იალქნები.
      ძილი მეგონება:
      უცებ ქაოსიდან
      მთვარემ ამოზიდა
      ლურჯი მოგონება.

  • @ivanechedia5884
    @ivanechedia5884 18 дней назад

    გალაქტიონი, ქაქუცა და სსსრ-ს ნოსტალგია.
    პ.ს საყრდენი წერტილის პოვნა გვჭირდება ერს