ორიზენ - თოვლი / Orizen - Tovli
HTML-код
- Опубликовано: 12 сен 2024
- მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
მიყვარხარ და შენთან მინდა (x2)
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
მიყვარხარ და შენთან მინდა (x2)
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს გაშლილ თმაში
და ამ თმის ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ეხლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემ წინაშე.
მიყვარხარ და შენთან მინდა (x2)
ძალიან სასიამოვნო მოსასმენია მუსიკით შელამაზებული გალას ლექსი,აი ასეთი გრძნობითააა ზუსტად დაწერილი როგორც ეს სიმღეა გადმოსცემს❤️🖤
ღირსეული კომენტარი და ღირსეული ადრესატი. ❤️💛💚
ცუდია ხალხი რომ არ უსმენს...
საუკეთესოა❤️
ვუსმენთ❤️..
მაგარი იყო... ზუსტად ასე დაწერა ალბათ გალაქტიონმა .. ჩემი აზრით...
საუკეთესოა
როგორი კარგია! 💘
მომწონსს
axla sad xarT
❤
გულში
❤️!!!
Скажите, пожалуйста, а Orizen - это ваша группа или вы просто тоже любите их песни, как и я?
К сожалению не моя група..тоже люблю их песни как и вы)))
А кто они, Вы не знаете? я пыталась их найти в соцсетях, но без знания грузинского это очень сложно
ну знание грузинского мне не помогло в этом случае..несколько месяцев назад долго искал, но ничего не мог найти..Я нечего не знаю о них
я ничего такого не сказала, по поводу лички?)) мне просто, честно говоря, хотелось бы получше узнать содержание этих песен и по возможности найти что-то такое же классное на грузинском
да я просто не мог к компютеру подоити за эти два-три дня ))) я не зарегистрирован на вк, но теперь уже приследуию на твитере :) а на фб не смог наити
❤
♥️