პაველ ჰერჩინსკის განცხადება - გამოხმაურება

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 июл 2024
  • ევროკავშირი - საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მისივე თქმით, შეჩერებულია ევროპის სამშვიდობო ფონდის 30-მილიონიანი დახმარება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასახმარებლად იყო დაგეგმილი. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საუბარია სხვა ზომებზეც, მათ შორის სანქციებზეც, თუმცა ამ დროისთვის არანაირი შეთანხმება არ არსებობს და არ არის ერთსულოვნება საქართველოში ვინმეს მიმართ რაიმე შემაკავებელი ზომების შემოღებაზე. ამასთან, როგორც ჰერჩისნკიმ აღნიშნა, საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ.
    ელჩის განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდან. მათი თქმით, საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომები, უარგუმენტო საყვედურები და ბრალდებები.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 1

  • @sosoqimadze4014
    @sosoqimadze4014 15 дней назад

    ე.ი იქნებით მონები პურს მოგცემთ არა და დედაც მოგტყვნიათო😅