ნიკო სამადაშვილი საჯარო ლექცია ლაშა ბაქრაძე

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 22 июн 2023
  • 16 ივნისს ხელოვნების სახლში ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ გამართა საჯარო ლექცია ნიკო სამადაშვილის შესახებ
    ნიკო სამადაშვილი 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა გორის მუნიციპალიტეტი სოფ. ხიდისთავში.
    1917 წელს ნიკომ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში. გორის ვაჟთა გიმნაზიაში გაიცნო ნიკომ თვალსაჩინო მოღვაწე და მოაზროვნე ერეკლე ტატიშვილი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა პოეტის შემოქმედებაზე. სწორედ ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა ნიკო სამადაშვილი, როგორც პოეტი.
    1943 წლის 28 აგვისტოს დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე მიესაჯა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ნიკო მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროება და უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირე მთელი ცხოვრება თან სდევდა.
    პოეტის არც ერთი ლექსი მის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ათწლეულების განმავლობაში უცნობი პოეტის, ნიკო სამადაშვილის, ლექსები ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა პოეზიის მოყვარულთა წრეში. პირველი ლექსი მხოლოდ 1967 წელს დაიბეჭდა “ლიტერატურულ საქართველოში”, ხოლო პირველი კრებული “ბეთანია” - 1973 წელს გამოვიდა, მისი მოთხრობები კი 1989 წელს გამოქვეყნდა.
    მის ნაწარმოებებს უმაღლეს შეფასებას ანიჭებდნენ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, ერეკლე ტატიშვილი. თვით გალაკტიონი, რომელიც პოეტებს დიდად არ სწყალობდა, მას “საქართველოს დიდ პოეტად”, “დიდ ნიკოდ” აღიარებდა. გალაკტიონმა მას ასეთი ბწკარებიც კი მიუძღვნა: “დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერებში. მომავლისაკენ, წინ, იერიში!”
    ლექციის ბოლოს გაიმართა კითხვა პასუხი.
    საჯარო ლექციების ციკლი ცნობილი გორელების შესახებ ხორციელდება პროექტ “Art House 20 23”-ის ფარგლებში, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში

Комментарии •