ჩვენი გიორგი კობერიძე

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 13 сен 2024
  • ◾ 24 აგვისტოდან ჩვენთვის ყველაზე რთული დღეების ათვლა დაიწყო - მას შემდეგ, რაც მძიმე სენთან ბრძოლაში გიორგი კობერიძესთან ერთად ჩვენც დავმარცხდით, მაგრამ ჩვენი გიორგი, ჩვენთვის „კუზნო“ მაინც გამარჯვებულია. გამარჯვებული იმიტომ, რომ მცირე დროში მოახერხა და თითოეული ჩვენგანის გულში დიდი ადგილი დაიკავა.
    ◾ მძიმე პერიოდშიც ყველას გვამხნევებდა და იბრძოდა ბოლომდე. დაგვიტოვა ბევრი სითბო, სიკეთე, სიყვარული და იუმორი, რომელზეც ნიუსრუმში, ტელევიზიის დერეფნებში, მასთან სახლში და, უბრალოდ, ყველგან ვსაუბრობთ და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ვიცინით, კუზნოს ხსენება ღიმილის გარეშე შეუძლებელია. ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ის მაყურებელს კარგად გახსოვთ.
    ◾ დღეს კი სულ სხვა გიორგი კობერიძეს გაგაცნობთ, კადრს მიღმა, ისეთს როგორიც ჩვენთვის, მეგობრებისთვის იყო, ერთგული, უაღრესად კეთილი და ყოველთვის მზად გვერდში დგომისთვის. ისეთს როგორიც კოლეგებისთვის იყო ღიმილიანი, სიცოცხლითა და იუმორით სავსე. არ არსებობდა დახმარება გეთხოვა და მას პირადი საქმე გვერდზე არ გადაედო. დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი. ქართულმა მედიამ კი პროფესიონალი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, კოლეგების გვერდში მდგომი ჟურნალისტი. მოკლედ, ჩვენი ღიმილის ბიჭი - გიორგი კობერიძე - ადამიანი, რომელიც ყველას უპირობოდ გვიყვარს და ყოველთვის ასე იქნება.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 3

  • @nonamacharashvili1854
    @nonamacharashvili1854 16 дней назад +1

    უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს. დასანანია ასეთი ახალგაზრდა რომ აღარ არის. ღმერთმა გააძლებინოს მის ოჯახს .

  • @teonatsiklauri4772
    @teonatsiklauri4772 15 дней назад

    მშვიდად განისვენოს, სადაც მართალნი განისვენებენ!

  • @YlliYlli-eu2nc
    @YlliYlli-eu2nc 16 дней назад

    RA CHIRDA RATOM GARDAICVALA GIORGI KOBERIDZE RA DAAVADEBAAAA DASANANIA GENACVALE NATELSHI GAMKOPOS IPALMA 🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉❤✌️😭😭😭😭😭😭😭😭😭🇨🇭🇨🇭🇨🇭🇨🇭🇨🇭🇨🇭🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪