კურსი - “სოციალური მედიის რეპორტინგი და ანალიტიკა” - 2 მარტიდან ვოლნათში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 22 окт 2024
  • მარკეტერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი რეპორტინგის წარმოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
    სოციალური მედია მარკეტინგის ანალიზი უნდა იყოს ნებისმიერი კამპანიის თუ აქტივობის განხორციელების საფუძველი.
    უპირველეს ყოვლისა, სოციალური მედიის ანალიზით ჩვენ უნდა შევისწავლოთ, ვინ არიან ჩვენი კონკურენტები, ვინ არიან და როგორ იქცევიან ჩვენი მომხმარებლები.
    ანალიზის შედეგად ხდება სწორი კონტენტის იდენტიფიკაცია - ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რა მოსწონს მომხმარებელს და არა დიზაინერს, ქოფირაითერს თუ სოცმედია მენეჯერს.
    კამპანიების მიმდინარეობისას, შუალედური შემოწმებებით შესაძლოა გავიგოთ, კამპანია წარმატებით მიდის თუ არა და აღწევს თუ არა დასახულ მიზანს. შესაბამისად, შეგვიძლია ვიმოქმედოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.
    საფუძვლიანი და გამართული რეპორტები მენეჯერებს საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც შევისწავლოთ და შევაფასოთ განვლილი კამპანიები, ასევე სამომავლოდ სწორად დაგეგმვაში და პრიორიტეტების გადაწყობაში გვეხმარება.
    კურსის განმავლობაში დეტალურად დავფარავთ ანალიზის ყველა ეტაპს - დაგეგმვის, მიზნების ჩამოყალიბების და წარმატების ინდიკატორების განსაზღვრებიდან საბოლოო ჯამში ისეთი რეპორტების აწყობამდე, რომელიც კომპანიის სოციალური მედიის საფუძვლიანი და სწორი ანალიზის საშუალებას მოგვცემს.
    რეგისტრაცია : bit.ly/2LDcVtJ
    ______________________
    გაიგე მეტი 👇
    Facebook: / walnuttrainingmarket
    Instagram: / walnuttrainingmarket
    Web: www.wtm.ge/

Комментарии •