რუსეთისთვის დაწესებული ენერგეტიკული სანქციების ეფექტიანობა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 13 янв 2025
  • რუსეთისთვის დაწესებული ენერგეტიკული სანქციების ეფექტიანობა ხშირად კამათის საგანი ხდება. მიუხედავად მრავალმხრივი სანქციებისა და მათ შორის ბოლო, 10 იანვარს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ შემოღებული რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტისა, რუსეთში ფიქრობენ ალტერნატიულ გზებზე.
    ამას ადასტურებს გუშინდელი გამოხმაურებაც, კრემლის პრესსპიკერის მხრიდან. დმიტრი პესკოვი, ამბობს, რომ მიმდინარეობს გზების ძიება რომ აშშ-ის მიერ რუსეთის მიერ ნავთობის სექტორისთვის დაწესებულ სანქციებს მინიმალური გავლენა ჰქონდეს. პესკოვის განცხადებით, არსებულმა ვითარებამ არაერთხელ აჩვენა, რომ ენერგომატარებლების მიწოდების წყაროებს ასე უბრალოდ ვერ გადაჭრი. ამიტომ მოძიებული იქნება გზები იმისთვის, რომ სანქციების შედეგები მინიმალური იყოს", - ამბობს პესკოვი.
    დამატებით რაც ცნობილია, შტატებთან ერთად, სანქციებს ასევე უერთდება დიდი ბრიტანეთი, რაც კიდევ უფრო გაართულებს დასანქცირებულთა ფინანსურ მდგომარეობას და საქმიანობას, რაც ერთობლიობაში, ევროკავშირის ადრე მიღებულ სანქციებთან ერთად, შეიძლება მძიმე დარტყმა გახდეს რუსეთის ნავთობის და გაზის შემოსავლებზე და უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ერთად, შეუზღუდოს უკრაინაში ომის ენერგეტიკული შემოსავლებით დაფინანსების შესაძლებლობა.
    სტუმარი: მურმან მარგველაშვილი - მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, დირექტორი

Комментарии • 1

  • @IliaKokashvili-xv9hc
    @IliaKokashvili-xv9hc Час назад

    - ეს სანქცია საერთოდ არ ეხება უკრაინას ეს სანქცია ეხება გრენლანდიას და კიდევ სხვა "რამეს" , გმადლობთ