მეგრული კუპატი ლაზურ ღომზე მწვანე აჯიკით

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 окт 2021
  • ძველ კოლხეთში ასე სწამდათ, რომ ღომით მომზადებულ კერძებს კეთილი გავლენა ჰქონდა ადამიანზე, სიმხნევეს მატებდა, განწყობას გამოაკეთებდა.
    ეთნოგრაფში, ამ ძირძველი გასტრონომიული სიმდიდრის მოსაფრთხილებლად, ღომს ლაზური წესით, - სიმინდის ღერღილში ჩახარშული სულგუნით, ბაჟეთი და მწვანე აჯიკით ვამზადებთ. სუფრასთან კი, მეგრული კუპატის თანხლებით მოგართმევთ.
    მეგრული კუპატი ლაზურ ღომზე, მწვანე აჯიკით - კერძის თითოეული ინგრედიენტი საერთო ისტორიულ წიაღში გაჩნდა, ამიტომაც მათი გემოთა შერწყმა ისეთივე ჰარმონიას ქმნის, როგორც ძველი ლაზეთის ეთნოგრაფიული ჯგუფების თანაცხოვრება ქმნიდა ერთდროს..

Комментарии •