აფხაზეთში გათენებულ საქართველოს

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 28 ноя 2013
  • ავტორი: გიორგი თუშიშვილი....
    ჩემს მიწაზე დავაბიჯებ მწუხარებით
    და იმ ტკივილს მეც განვიცდი, მას რომ ტანჯავს,
    დედამიწას ვატორტმანებ მქუხარებით
    და სტროფებად შემორჩენილ გულ-ღვიძლს ვხარჯავ.
    ყოველ დილით,მე შენს ცრემლებს ვეფერები,
    ღაპა-ღუპით რომ ჩამოსდის ბებერ ენგურს,
    ხანდახან კი გავიხსენებ შეფერებით,
    მოულოდნელ გაწბილებას თემურ ლენგურს.
    ზოგჯერ ჩუმი მონატრებაც წამომცდება,
    ჩემს მიწაზე ჭიქა ღვინით მსურს ვილხინო,
    სანამ სული ჩონჩხის ზღუდეს გამოსცდება,
    სოხუმისკენ მიმავალი მსურს, მიხილონ.
    მე ნატვრად მაქვს ტაო-კლარჯეთს წავცხო ტუჩი,
    წმინდა ნინოს შევეგებო ჯავახეთით,
    თუკი სიკვდილს კიდევ ერთხელ გადავურჩი,
    ყველას თავის სატკივარში ჩავახედებ.
    მაგრამ ვეტყვი, მე გპატიობთ წრფელი გულით,
    აწი მაინც შეიყვარეთ თქვენი მიწა,
    ჩემს ეზოში სამშობლოა დანერგული
    რომელსაც მე ოდითგანვე სისხლით ვიცავ.
    ვიცავ ამ მთებს, ამ მიდამოს გამალებით,
    უდრეკ ციხე-გარნიზონთან მედგრად ვდგავარ,
    კვლავ გვიტევენ ბარბაროსთა ამალები
    და იქ მყოფი მუხლმომდრეკელს სულ არ ვგავარ.
    ცრემლებით ვრწყავ კრწანისის პირს ყაყაჩოებს,
    მე ეს მიჯობს,თავი ბრბოში ვიდრე ვიქო,
    მეტეხს ვფიცავ,მის გუმბათს და ხარაჩოებს
    თუ მტრის სისხლით რწყევამდე არ ვიქეიფო.
    ვიცავ გელათს და გატანჯულ დავითის სულს,
    ძუ მგელივით ავეფარე ტაძრის კარებს,
    ახლა მეფეს ჩემთან ერთად სიკვდილი სურს,
    მაგრამ ვაგლახ,რომ ზეცაში დაიბარეს.
    ვიცავ მრავალ ომგამოვლილ ქართლს და კახეთს,
    ვიცავ მცხეთას,მომჩქეფარე ,,არაგვიანს''
    თვითონ ნახეთ, რა მოუვა მოღალატეს,
    შორიდან რომ თითქოს მიძღვნის სალამს გვიანს.
    შეწყალებას მე არ ვითხოვ და არც ველი,
    ეს ვედრება მინდა, ცაში რომ ავარდეს,
    მეც მომკვეთეთ უტასავით ცალი ხელი
    მეორეთი მაინც ვიტყვი ამ ალავერდს.
    გაუმარჯოს ამ პატარა საქართველოს,
    სიდიადით ის უმაღლეს ღრუბელს სწვდება,
    გაუმარჯოს იმ დაკარგულ მთას და მდელოს,
    ბევრ ქართველს რომ ღვინის სმაში ავიწყდება.
    გაუმარჯოს ამ გატანჯულ ფიქრებს, მწარეს,
    გულით მინდა ერთი რაღაც ვინატრო და,
    დამაბრუნე ზეციერო, მეც იმ მხარეს,
    სადაც ჩემი წინაპარი ბინადრობდა.
    ახლა რაც მაქვს, იმას მაინც შემარგებენ?
    მერამდენედ შევეჩეხო დამწვარ მდელოს?
    ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე
    აფხაზეთში გათენებულ საქართველოს.

Комментарии • 206

  • @beqaguntaishvili5271
    @beqaguntaishvili5271 8 лет назад +16

    ღმერთმა ქნას და ასეც მოხდეს
    ღმერთო გევედრები შეგვახვედრე აფხაზეთში გათენებულ საქართველოს

  • @georgia9631
    @georgia9631 5 лет назад +5

    შენ საქათველოს შვილიხარ🇬🇪👍✋👏👏❤

  • @Quchulia
    @Quchulia 9 лет назад +35

    აფხაზეთში გათნებულ საქართველოს გაუმარჯოს !!! შენ გაიხარე ჯიმა!

  • @mariamvezdeni9394
    @mariamvezdeni9394 2 года назад +3

    მალადეც! უფალმა გვიმრავლოს თქვენისთანა ქართველები!!

  • @besikchanturia3216
    @besikchanturia3216 4 года назад +7

    გაიხარე გიორგი ასეთი გენიალური და ძარღვიანი ლექსისათვის!
    გულისტკივილი და ცრემლი გადგება ადამიანს ამ ლექსს რომ კუთხულობ ან უსმენ!!!
    ძალიან ბევრმა, მათ შორის განსაკუთრებით აფხაზეთის კუთხის შვილებმა, უკვე აიტაცეს ეს ლექსი და პათოსი!
    ვფიქრობ რომ ეს ლექსი უკვე სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს!!!
    სხვა რამ რომ არ დაგეწერა (ან არ დაწერო), ჩემი აზრით, რომ ამ ლექსით მაინც უნდა შეგიყვანონ უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში!! :)

  • @user-jm2dx6jv8s
    @user-jm2dx6jv8s 4 года назад +3

    რა დომენიკ კუკური მანგო რა გიორგი გაბუნია და რა საქართველოს ბევრნი მტერნი...პასუხი ჩვენგან დიდია!

  • @giorgitushishvili9721
    @giorgitushishvili9721 10 лет назад +11

    თქვენ შემოგევლეთ ჩემო თანამემამულენო,დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის,ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის ფეთქავს ეს ლექსი,როგორც ჩემი გული.

  • @nikanikoladze5141
    @nikanikoladze5141 6 лет назад +12

    შენ შემოგევლე ჩემო ძმაო ღმერთმ გვიმრავლოს შენისთანა ვაჟკაცები

  • @nanitoidze3036
    @nanitoidze3036 2 года назад +3

    გენაცვალე უფალმა გისმინოს. მადლობა ასეთი საოცრებისთვის . წარმატებები❤❤❤❤❤❤❤

  • @guramibakradze177
    @guramibakradze177 6 лет назад +12

    ამ ლექსის დაწერა შეუძლებელია ასეთი სულისკვეთების გარეშე. სასახელო ქართველი ხარ შენ მეგობარო. გვიმრავლოს შენნაირები ღმერთმა

  • @levankvachadze5710
    @levankvachadze5710 8 лет назад +5

    შენს გამზრდელს ვენაცვალე.მის მადლიან კალთას ვლოცავ..თხოვნაა ასეთი რომ იქნებ ტექსტი მოგვაწოდოთ..გმადლობთ წინასწარ

    • @giorgitushishvili9721
      @giorgitushishvili9721 8 лет назад +1

      უღრმესი მადლობა ასეთი თბილი დამოკიდებულებისათვის,ტექსტი ქვეშ უწერია ლექსს,ვიდეოს ქვეშ.

  • @user-od9sy6rf4l
    @user-od9sy6rf4l Год назад +2

    უნიჭიერესი ქართველი ერი! ებრძოდნენ სამშობლოს სიყვარულისთვის, რწმენის ერთგულებისთვის,წინაპართა საფლავების პატივისცემისთვის, ქართული ტრადიციების დაცვისთვის,სამშობლოსი და ოჯახის ერთგულებისთვის, მაღალ ზნეობრივი კულტურის თაყვანისცემისთვის, მეგობრისა და სტუმრის ამ ქართული განუმეორებელი ტაბუდადებული წესის დავიწყებისთვის,ებრძოდნენ პროზისა და პოეზიის, ,,ჩაკრულოსა"" და ქართული ცეკვის დავიწყებისთვის, გვიკლავდნენ გმირებს,გვინგრევდნენ ტაძრებს,წაგვართეს საცხოვრისები,წაიღეს, მიიტაცეს, გააჩუქეს ქართული მიწები,მაგრამ ვერ წაგვართეს სული,ზნე, მორალი,თავდადება,რომლებიც ნაკადულებად მორაკრაკებს თითოეული ქართველის სულში,რწმენაში, აზროვნებაში,ცნობიერებაში, მორაკრაკებენ ეს სევდა ნარევი ნაკადულები და ლამობენ ერთ დიდ მდინარედ გადაქცევას, რომელიც წინ აღუდგება ქართველ ხალხზე თავსდატეხილ ბოროტებას და გაანგრევს იმ ჯადოსნურ წრეს რომელიც გაუსაძლის ყოფაში გვამყოფებს, იმ მონატრებაში გვამყოფებს რაც ამ ლექსის ავტორმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამოსაფხიზებლად,რომლის შინაარსიც ამ ახალგაზდა ქართველმა დიდებული წაკითხვით მოგვასმენინა!
    წარმატებები მას,ლექსის ავტორს და ქართველ ხალხს!

  • @otia1989
    @otia1989 Год назад +2

    ❤❤ უფალი გფარავდეს ძმაო. ღმერთმა გისმინოს.

  • @giorgitushishvili9721
    @giorgitushishvili9721 10 лет назад +8

    ძალიან დიდი მადლობა ყველას,მიყვარხართ ქართველებო

    • @OTO1991
      @OTO1991 10 лет назад +1

      მიდი ძმაო მიდი!!! დღეში ათჯერ მაინც ვუსმენ და თითქოს ისევ პირველია!

  • @casilacasila4820
    @casilacasila4820 6 лет назад +6

    ძალიან მაგარი კაცი,დისლაიქის დამწერს კიდე:,,ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს''

  • @guramibakradze5964
    @guramibakradze5964 7 лет назад +11

    გავოგნდი

  • @tengizkvaskhvadze5100
    @tengizkvaskhvadze5100 7 лет назад +6

    მეც განვიცდი! გიორგი შენი ჭირიმე,რა გულითაც კითხულობ იმ გულით გაცხოვროს უფალმა,იმ გულით გვამყოფოს ყოველი ქართველი.ყოველდღე ვუსმენ ამ ლექსს და არ მომბეზრდება.იმდენად სატკივარში ჩამახედებელია მსრთლაც!!!

  • @zura6390
    @zura6390 10 лет назад +7

    გენიალურია ძმობილო,წარმატებებს გისურვებ !!!

  • @sanigi3161
    @sanigi3161 2 года назад +3

    უფალმა დაგლოცოს ჯიმა!

  • @pankula77
    @pankula77 9 лет назад +3

    ღმერთმა გამრავლოს და გაგახაროს,მაგარი ლექსია

  • @nlabadze7549
    @nlabadze7549 6 лет назад +6

    შემოგევლე შენნაირები უნდა გამრავლდეს ამ ქვეყანაზე რომ გადავრჩეთ ❤❤❤ ჩვენ ჩავალთ აფხაზეთში და სულ ტუჩებით ავკრიფავთ მიწის მონატრების ცრემლებს!! ❤❤❤

  • @tengizkvaskhvadze5100
    @tengizkvaskhvadze5100 7 лет назад +8

    აი ასეთი ქართველები მიყვარხართ. გეფერებით სულში!

  • @nikacharkviani2269
    @nikacharkviani2269 Год назад +1

    შენ გენაცვალე გულში!!!👍👍👍👍👍

  • @giorgitushishvili9721
    @giorgitushishvili9721 9 лет назад +54

    ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ასეთი ლამაზი განწყობისთვის,გულებში გენაცვალეთ ქართველებო და იმ ფესვებში რომელიც სულის ფოთლებს გიტორტმანებთ.

    • @lanatsurtsumia9275
      @lanatsurtsumia9275 7 лет назад +1

      giorgi tushishvili n

    • @mziaferadze6924
      @mziaferadze6924 6 лет назад

      ჭეშმარიტო ქართველო იდღეგრძელე,იმზეგრძელე და იმრავლე ერის სასახელოდ.

    • @besikchanturia3216
      @besikchanturia3216 2 года назад +1

      ეს ლექსი საქართველოს არაუფოციალურ ჰიმნად და თითოეული გულანთებული ქართველის (საქართველოს მოქალაქის) კრედოდ და ცხოვრების მიზნად მიმაჩნია. მოვა დრო და ამ ლექსს (და მის ავტორს რა თქმა უნდა) მეტი დაფასება და მოწონება შეხვდება

    • @user-ci2nw1im9j
      @user-ci2nw1im9j Год назад

      Ჭირიმე Შენი

    • @merabinapishvili1747
      @merabinapishvili1747 Год назад

      Margaritas

  • @tornikekapanadze769
    @tornikekapanadze769 7 лет назад +6

    დიდი ხარ ილია შენ, დიდი.

  • @valterjanashia5638
    @valterjanashia5638 6 лет назад +4

    Ai shen gagimarjos qartvelo, gexutune gulshi dzmao. Arc ki vici ra vtqva gmerti iyos sheni da yvela qartvelis mparveli. BRAVOOOOO

  • @kobitsukhishvuli9760
    @kobitsukhishvuli9760 8 лет назад +3

    sityvebi ar myofnis...dzalian magari leqsia da shesruleba arachveulebrivi gvimravlos gmertma eseti qartvelebi❤

  • @marchela2282
    @marchela2282 Год назад +2

    ღმერთო რამდენი ვიტირე. 😢😢😢ლექსი შედევრი. საოცარი სიტყვათწყობით და სიღრმით!!!❤️❤️❤️❤️ წაკითხული მთელი გულით და გრძნობით! მადლობა ამ ემოციისთვის! ❤️❤️❤️❤️სანამ ასეთი გულიანი ახალგაზრდები იქნებიან საქართველოში ქართულ გენს გადაშენება არ უწერია!❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • @giokikalishvili3166
    @giokikalishvili3166 7 лет назад +25

    მალე დავბრუნდებით ნამდვილი აფხაზები აფხაზეთში და აუცილებლად დავიბრუნებთ ტერიტორიასაც და წართმეულ სახელსაც! გაისად სოხუმში!სამაჩაბლო საქართველოა

  • @giorgigeorgian1
    @giorgigeorgian1 7 лет назад +8

    გენაცვალე ძმაო! მადლობა რომ არსებობ

  • @sopiomegvelia7168
    @sopiomegvelia7168  10 лет назад +21

    უნიჭიერესი ადამიანიიი....

    • @OTO1991
      @OTO1991 10 лет назад +3

      ძალიან მაგარია!!!

  • @avtojikia6401
    @avtojikia6401 3 года назад +2

    სულიᲗ ლამაზო ხალხო.

  • @khadorioperators2910
    @khadorioperators2910 2 года назад +3

    მაგარი კაცი ხარ ძმაო ღმერთმა გაგიმარჯოს

  • @giorgikikvadze5252
    @giorgikikvadze5252 7 лет назад +11

    გულში გენაცვალე ძმაო ამ სიტყვებისთვის,ამ ემოციისთვის, ამ ტკივილის კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის :*

  • @davit5689
    @davit5689 8 лет назад +7

    gulze medeba,dzalian magari sityvebi,emociurad da gulwrfelad kitxulobs,genacvale,imravlet da ixaret

  • @khatiagogrichiani8284
    @khatiagogrichiani8284 8 лет назад +3

    ჯიგარი ხარ 👏👏👏 თან რა საყვარელია 💋💋💋

  • @leylakobachidze3107
    @leylakobachidze3107 Год назад +1

    VA SHEN GENACVALE RMERTI GPARAVDET MTLIANAD SAQARTVELOS RIRSEUL SHVILEBS GAMRAVLEBA DAVBRUNDEBIT ABKHAZEBI ABKHAZETSHI MEGRELEBI DIAKH MEGRELEBI ❤❤❤❤❤❤❤👍👍👍👍👍🇨🇭🇨🇭🇨🇭

  • @giorgitushishvili9721
    @giorgitushishvili9721 9 лет назад +21

    ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი გულთბილი დამოკიდებულებისთვის.

    • @gochaivanadze5736
      @gochaivanadze5736 3 года назад

      ძალიან მაგარი ადამიანი ხარ

    • @vakhtangpapiashvili137
      @vakhtangpapiashvili137 6 месяцев назад

      Გამარჯობა გიორგი. Ტექსტი სად მოვძებნო თუ შეგიძლია მითხრა? Გადავქექე ინტერნეტი ვერ ვიპოვნე. Კარგი ლექსია ნამდვილად ისეთი რომ უნდა ვისწავლო

  • @gabrichidzenini7819
    @gabrichidzenini7819 6 лет назад +2

    იცი რო ძალიან მააგარი ბიჭი ხარ.გაიხარე შენ ♥♥♥ღმერთმა გისმინოს ჩემო კარგო.

  • @giorgigio3473
    @giorgigio3473 7 лет назад +3

    chvens legendarl mtserlebsac ki sheshurdebodat iseti leksia !! bravo!

  • @matesaxelashvili6122
    @matesaxelashvili6122 5 лет назад +3

    საღოლ ძმა ძაანჯიგარიხარ ;)

  • @levanabuladze1338
    @levanabuladze1338 9 лет назад +3

    შენი ჭირიმე ძმაოო !!!

  • @levanishilakadze3919
    @levanishilakadze3919 6 лет назад +7

    ქართულ სულში გენაცვალე ძმაო.. ხო გამხეთქე ნამტირალები.

  • @dato850
    @dato850 8 лет назад +3

    გენაცვალე ძმაო....საღოლ......

  • @mishox945
    @mishox945 3 года назад +2

    შენ გენაცვალე❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • @estebantorprades8582
    @estebantorprades8582 Год назад +1

    Super. 👍👍👍👍👍♥️♥️♥️♥️♥️Ufalma. Gaazlieros. Gaamtlianos. Saqartvelo. Amin

  • @beqagogatishvili7096
    @beqagogatishvili7096 5 лет назад +2

    შენ გენაცვალე ძმაო !

  • @user-uw9yj1kn1f
    @user-uw9yj1kn1f 5 лет назад +2

    იფხიზლეთ! ბრავო!

    • @user-uw9yj1kn1f
      @user-uw9yj1kn1f 5 лет назад +1

      ,, ჩვენს, ეზოში", საქართველოს გვიმარხავენ! სამწუხაროდ!

  • @shakoabuladze6090
    @shakoabuladze6090 10 лет назад +2

    texsti minda saswrafooood))) dzalian magaria genacvale gmertma gvimravlos aseti qartvelebi

  • @tamartenadze4668
    @tamartenadze4668 8 лет назад +3

    უმაგრესი უმაგრესი ............

  • @georgiageorgia2433
    @georgiageorgia2433 7 лет назад +6

    გაიხარე ძმაო ნამდილად გულითა ნათქვამი ეს ლექსი გაიხარე

  • @nikamangoshvili142
    @nikamangoshvili142 6 лет назад +10

    აფხაზეთი საქართველოა!!!

  • @lelalela6714
    @lelalela6714 2 года назад +5

    როგორ შეიძლება ქართველების გადაშენების გვეშინოდეს იმ საქართველოში,სადაც ასეთი ნიჭიერი და საჯიშე ვაჟკაცები იზრდებიან.ბარაქალა დედას მისი გაზრდისთვის🙏❤

  • @user-ij1gb9lu8z
    @user-ij1gb9lu8z 9 месяцев назад

    მუზა გიმრავლოს ღმერთმა ქართველო❤✊✊🇬🇪

  • @giorgitushishvili9721
    @giorgitushishvili9721 10 лет назад +2

    შემოგევლე ლაშა ქართულ სულში,ჩემო ძმაო

  • @nanozhvania4471
    @nanozhvania4471 9 лет назад +3

    რა მაგარია :-((((((((((

  • @blackmusic2204
    @blackmusic2204 8 лет назад +2

    woow dzaan magari leqsi warmotqva namdvilma qartvelma vajkacma....bravo..meamayebiii

  • @gogasurmanidze6433
    @gogasurmanidze6433 2 года назад +1

    გენაცვალე ძმაო და ძმაზე უტკბესო ვამაყობ შენისთანა ვაჟკაცებით ვამაყობ რომ შენი თამადობით გვყავს ვაჟკაცი ხალხი რომლებსაც გულით უყვარს საქართველო

  • @user-vk1bo1rm7m
    @user-vk1bo1rm7m 2 года назад +2

    ,,სალAM*საუღოლ! ა*ბ*ბრაა ვოო!

  • @kimse6185
    @kimse6185 3 года назад +2

    აფხაზეთი საქართველოა.

  • @lika13.
    @lika13. 8 лет назад +5

  • @tamovashakidze1179
    @tamovashakidze1179 3 года назад +3

    გიოო ✌️✌️✌️😍♥️ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ✊

  • @zazamaziashvili1597
    @zazamaziashvili1597 4 года назад +1

    Genacvale dzmao magari kaci xar

  • @tamunabucxrikidze9585
    @tamunabucxrikidze9585 10 лет назад +5

    შენ გაიხარე ადამიანო! შენ გაიხარე!

  • @user-ki2ko4wq8j
    @user-ki2ko4wq8j 3 года назад +1

    Ყველაზე მაგარი ლექსი

  • @sm7698
    @sm7698 7 лет назад +5

    იმ ადამიანი გულში ჩამახედა დისლაიკი ვინც მისცა. მაგენს სისხლი არააქვთ არც წყალი. ეგენი მაგარი უნამუსოები არიან

  • @user-uw9yj1kn1f
    @user-uw9yj1kn1f 6 лет назад +2

    გენაცვალე შენ!

  • @zazamukhigulashvili8337
    @zazamukhigulashvili8337 10 лет назад +2

    gaixare gio :*:* dzalian magaria

  • @geogruzia2716
    @geogruzia2716 7 лет назад +2

    მაგარია ძაან

  • @graneli777
    @graneli777 8 лет назад +4

    კაცი ხარ კაცური......

  • @ninonemsveridzen
    @ninonemsveridzen 9 месяцев назад

    👌❤️😔 გენაცვალე გაიხარე ქვეყანაზედ ❤️❤️❤️

  • @giorgilipartia7813
    @giorgilipartia7813 7 лет назад +2

    საღოლ ჯიმა საღოლ

  • @user-dw7ub4nn6l
    @user-dw7ub4nn6l 9 лет назад +3

    გაიხარე ძმობილო

  • @lite8429
    @lite8429 9 лет назад +2

    საგოლ ძმაო ძაან მაგარი ლექსია მაგრად მომეწონა ძაან ნიჭიერი ხარ

  • @anexsanexs347
    @anexsanexs347 8 лет назад +3

    maladec ishvitad ro wakitxva momewonos arachveulebrivia

  • @tornikegvina1324
    @tornikegvina1324 10 лет назад +2

    dzaaan magaria!

  • @manchogelashvili8851
    @manchogelashvili8851 8 лет назад +2

    dzalian magari bichixar yvelam unda iamayos eseti axalgazrdebit :*kArgixar

  • @soslantasoev6959
    @soslantasoev6959 3 года назад +3

    Молодец! Джигари хар !

  • @estebantorprades8582
    @estebantorprades8582 Год назад

    Super. Gaijare. Shvilo. Ufalma. Daglosot. Male. Davidget. Mjarshi. Ertmanets. Davibrunot. Chveni. Zmebi. Afjazebi. Samachablo. Mshvidoba. Saqartvelos👍👍👍👍👍🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪♥️♥️♥️♥️♥️

  • @giorgitushishvili9721
    @giorgitushishvili9721 10 лет назад

    yvelas didi madloba minda gadagixadot,bednierebaa aseti shefasebebis mosmena.

  • @MsKapika
    @MsKapika 9 лет назад +22

    shen genacvale dzmao mag lamaz gulshi,shvils geficebi tu xmamagla ar metira,gmertma gagaxaros da gmerts vtxov umravlos saqartvelos shenairi vajkacaebi

    • @giorgitushishvili9721
      @giorgitushishvili9721 9 лет назад +2

      Jaba Diakonidze უღრმესი მადლობა ჩემო გულკეთილო ადამიანო,გულში გეხუტები.

    • @MsKapika
      @MsKapika 9 лет назад

      giorgi tushishvili genacvale gio

  • @giorgizuroshvili3423
    @giorgizuroshvili3423 10 лет назад +1

    leqsi dawereeet raaa :/ dzalian magariaa sagoooool :* :* :*

  • @user-ez3hd8tc4u
    @user-ez3hd8tc4u 8 лет назад +2

    ძალიან მაგარია

  • @maka.ghoghadzemakaghoghadz9070
    @maka.ghoghadzemakaghoghadz9070 9 лет назад +1

    ძალიან მაგარია და ყველამ ასე ვიფიქროთ, რამოდენიმეს აინტერესებდათსად უნდა ენახათ ეს გალობა, ეს გალობა ჰამლეტ გონაშვილია ოროველა ჰქვია სიმღერას, ისე ქართულ ხალხურს უკეთ რომ იცნობდეთ კარგი იქნებოდა

  • @tamunatamuna9541
    @tamunatamuna9541 2 года назад +1

    Bravo!!!

  • @qetitolordava5451
    @qetitolordava5451 9 лет назад +6

    magaria

  • @LukaSharashenidze
    @LukaSharashenidze 9 лет назад +3

    ux shen shemogevlee

  • @irmairma8073
    @irmairma8073 Год назад +2

    👍🥺❤❤❤

  • @Mgaloblishvilidato
    @Mgaloblishvilidato 2 года назад +3

    🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
    ✊✊✊

  • @MrTemo1992
    @MrTemo1992 10 лет назад

    magari xar gioo

  • @giorgitushishvili9721
    @giorgitushishvili9721 10 лет назад +3

    თათა დადიანი ამ საგალობელს ოროველა ქვია და ასრულებს ჰამლეტ გონაშვილი,დადიანმა უნდა იცოდე :)

  • @khatiabenia1859
    @khatiabenia1859 2 года назад

    ჩემი საყვარელი მონატრებული აფხაზეთი😂

  • @hjfhhvgigg7234
    @hjfhhvgigg7234 2 года назад +3

    ვაიმეეეე რა სასწაულად და მხატვრულად კითხულობთ ამ საოცარ ლექსს,ცრემლების გარეშე არ შემიძლია ვუსმინო...უფალმა დაგვილოცოს საქართველო ჩვენი დაჭრილი და მუდამ ამაყად მდგომი სამშობლო....იხარე შენი ოჯახით ეს საოცარი შესრულებაა საოცარიიოოო

  • @Nadzirala100
    @Nadzirala100 8 лет назад +2

    Bravo

  • @user-hl8ik2jb5s
    @user-hl8ik2jb5s 10 лет назад +1

    sagol

  • @badriburduli8176
    @badriburduli8176 3 года назад +1

    Gaixare.

  • @sm7698
    @sm7698 9 лет назад +20

    სანამ ასეთი ადამიანები არიან ქართველებს გადაშენება არ გვიწერია

    • @sm7698
      @sm7698 8 лет назад

      ძალიან მაგარი ადამიანი ხარ

    • @giorgitushishvili9721
      @giorgitushishvili9721 8 лет назад

      +ჭიჭე ჭიჭე arasodes chemo dzmao/

  • @qristinetorua4238
    @qristinetorua4238 7 лет назад +2

    bravoo

  • @marychumbadze3251
    @marychumbadze3251 6 лет назад +3

    gaixare 💚💚💚

  • @sopiomegvelia7168
    @sopiomegvelia7168  7 лет назад +9

    ჩემს მიწაზე დავაბიჯებ მწუხარებით
    და იმ ტკივილს მეც განვიცდი, მას რომ ტანჯავს,
    დედამიწას ვატორტმანებ მქუხარებით
    და სტროფებად შემორჩენილ გულ-ღვიძლს ვხარჯავ.
    ყოველ დილით,მე შენს ცრემლებს ვეფერები,
    ღაპა-ღუპით რომ ჩამოსდის ბებერ ენგურს,
    ხანდახან კი გავიხსენებ შეფერებით,
    მოულოდნელ გაწბილებას თემურ ლენგურს.
    ზოგჯერ ჩუმი მონატრებაც წამომცდება,
    ჩემს მიწაზე ჭიქა ღვინით მსურს ვილხინო,
    სანამ სული ჩონჩხის ზღუდეს გამოსცდება,
    სოხუმისკენ მიმავალი მსურს, მიხილონ.
    მე ნატვრად მაქვს ტაო-კლარჯეთს წავცხო ტუჩი,
    წმინდა ნინოს შევეგებო ჯავახეთით,
    თუკი სიკვდილს კიდევ ერთხელ გადავურჩი,
    ყველას თავის სატკივარში ჩავახედებ.
    მაგრამ ვეტყვი, მე გპატიობთ წრფელი გულით,
    აწი მაინც შეიყვარეთ თქვენი მიწა,
    ჩემს ეზოში სამშობლოა დანერგული
    რომელსაც მე ოდითგანვე სისხლით ვიცავ.
    ვიცავ ამ მთებს, ამ მიდამოს გამალებით,
    უდრეკ ციხე-გარნიზონთან მედგრად ვდგავარ,
    კვლავ გვიტევენ ბარბაროსთა ამალები
    და იქ მყოფი მუხლმომდრეკელს სულ არ ვგავარ.
    ცრემლებით ვრწყავ კრწანისის პირს ყაყაჩოებს,
    მე ეს მიჯობს,თავი ბრბოში ვიდრე ვიქო,
    მეტეხს ვფიცავ,მის გუმბათს და ხარაჩოებს
    თუ მტრის სისხლით რწყევამდე არ ვიქეიფო.
    ვიცავ გელათს და გატანჯულ დავითის სულს,
    ძუ მგელივით ავეფარე ტაძრის კარებს,
    ახლა მეფეს ჩემთან ერთად სიკვდილი სურს,
    მაგრამ ვაგლახ,რომ ზეცაში დაიბარეს.
    ვიცავ მრავალ ომგამოვლილ ქართლს და კახეთს,
    ვიცავ მცხეთას,მომჩქეფარე ,,არაგვიანს''
    თვითონ ნახეთ, რა მოუვა მოღალატეს,
    შორიდან რომ თითქოს მიძღვნის სალამს გვიანს.
    შეწყალებას მე არ ვითხოვ და არც ველი,
    ეს ვედრება მინდა, ცაში რომ ავარდეს,
    მეც მომკვეთეთ უტასავით ცალი ხელი
    მეორეთი მაინც ვიტყვი ამ ალავერდს.
    გაუმარჯოს ამ პატარა საქართველოს,
    სიდიადით ის უმაღლეს ღრუბელს სწვდება,
    გაუმარჯოს იმ დაკარგულ მთას და მდელოს,
    ბევრ ქართველს რომ ღვინის სმაში ავიწყდება.
    გაუმარჯოს ამ გატანჯულ ფიქრებს, მწარეს,
    გულით მინდა ერთი რაღაც ვინატრო და,
    დამაბრუნე ზეციერო, მეც იმ მხარეს,
    სადაც ჩემი წინაპარი ბინადრობდა.
    ახლა რაც მაქვს, იმას მაინც შემარგებენ?
    მერამდენედ შევეჩეხო დამწვარ მდელოს?
    ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე
    აფხაზეთში გათენებულ საქართველოს.