წერილი პაპას | თორნიკე ნაროზაული | Werili Papas | Tornike Narozauli

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 4 окт 2024
  • წერილი პაპას | თორნიკე ნაროზაული
    Werili Papas | Tornike Narozauli

Комментарии • 41

  • @marexitatuashvili7307
    @marexitatuashvili7307 4 года назад +4

    გაიხარე გენაცვალე დაგლოცოს ღვთისმშობელმა მთისა და ბარის სალოცავებმა და დაგვიფაროს უფალმა განსაცდელებისაგან ამმინ

  • @mananarekhviashvili5794
    @mananarekhviashvili5794 7 лет назад +8

    dzalian magari adamianis dzalian magari leqsi 😘😘😘😍 ❤️❤️💕💕

  • @anigagua3169
    @anigagua3169 6 лет назад +3

    ძან მაგარი ლექსია ❤❤

  • @ValeriQasoevi
    @ValeriQasoevi  7 лет назад +32

    მე და შენ, ახლა, ათას მეტრზე მეტი გვაშორებს,
    (ჩვენი სოფლიდან ამ მანძილზე ცხოვრობს ქალაქი),
    შენ, ალბათ, გძინავს, მე კი თითებს მელანს ვაშორებ
    პაპა და სულ არ მედარდება, რომ ლაპარაკი
    შენზე უკეთ ბავშვსაც გამოსდის...
    სულ არ მაწუხებს, პაპაჩემო, ახლა ის ფაქტი, -
    რომ ინფაქტი თუ ინსულტი გაქვს გადატანილი;
    რომ შვილიშვილის მონატრება ცრემლად ჩამოგდის;
    რომ ყოველ ღამით სიკვდილს ირჩევ არადანივით.
    არც ის მადარდებს წარსულის ხმა რას გამოგძახის,
    რადგან ყოველი ალიონი შობის დარია,
    მაშინ თუ არა - ახლა მაინც იცი ოჯახის
    ფასი და სადღაც, ალბათ, შენც გიხარია,
    რომ აქ ქალაქი გუგუნებს და მანდ კი შაშვები
    უგალობენ უფალს ოსანას,
    შვილიშვილები ყოველღავით რომ გაგონდებით,
    და ჩვენც, როდესაც ვიკრიბებით, პაპა, ბავშვები,
    ერთმანეთს შენზე საუბრით და ცრემლით ვშორდებით.
    ზოგჯერ იმასაც გავიფიქრებ, რომ ზოგი ჭირი
    მარგებელია
    და ჩვენც შეგვერგო შენი (თუმცა ბევრი) წვალება,
    რომელიც ჩვენი სიყვარულით მოიჭირვე
    და საჩუქრად ფერისცვალება -
    თვალის ფერის,
    გულის ფერის,
    სულის ფერის - გერგო ღმერთისგან
    და, ახლა, ასე, ყველასთვის და მარტო შენთვის ხარ.
    ბებოს მოკითხვა გადაეცი, ფატი მამიდას
    უთხარი - ლექსებს აღარ წერსო შენი ძმიშვილი,
    უფალთან სიტყვა შემაწიოს, მჯერა დამიცავს
    მისი ლოცვები, თორემ უკვე მიჭირს შიმშილი.
    ძაღლს კი, რომელიც აივნიდან უყეფს ჭრიჭინებს,
    რომელსაც ბიმი დავარქვით და ეძახი - ბოთას,
    რომელიც მხოლოდ ძილს გვიფრთხობს
    და საქმეს გვიჭირებს,
    დაუძახე და მოეფერე ჩემს ნაცვლად ცოტა.
    ახლა მე და შენ ათას მეტრზე მეტი გვაშორებს,
    თუმცა ეს რიცხვი, არც ისეთი დიდი რიცხვია...
    მოკლედ,
    შენს ხელებს ჩაჟანგებულ ცრემლებს ვაშორებ,
    ხელებს, რომლებიც, გადახეულ გულზე მიწყვია.
    აბა, შენ იცი, რომ ჩამოვალ ღია დამიხვდეს,
    მარნის კი არა, გულის კარი.
    ღვინო კი არა, სიყვარული უნდა დავლიო,
    მთელი ზაფხული შენს თვალებში გადავავლიო,
    სანამ შენს ყოფნას დრო არყოფნის ხელით დამიხევს.
    ღია დამიხვდეს ტაძრის კარი, სოფლის მოძღვარი,
    შენი ნათლობის საიდუმლოს სადაც აღავლენს,
    რომ აღარასდროს შემეშინდეს ავი მეცხვარის,
    ჯვარს შესაწირი ტარიგივით ხელს თუ დაგავლებს.
    აბა, შენ იცი, რომ ჩამოვალ უნდა მანახო,
    კაცი, რომელიც ინსულტიან ხორცში დამალე
    და შემთხვევითაც არ წამოგცდეს სიტყვა - დამარხვა,
    არ ჩაეტევა ჯერ შენს სხეულს ბნელი სამარე.
    მე და შენ, ახლა, ათას მეტრზე მეტი გვაშორებს,
    (ჩვენი სოფლიდან ამ მანძილზე ცხოვრობს ქალაქი),
    შენ, ალბათ, გძინავს, მე კი თითებს მელანს ვაშორებ
    და უკვე ასჯერ დალაგებულ თაროს ვალაგებ.

  • @iaia3197
    @iaia3197 4 года назад +6

    ვინც ამ ლექს იწუნებს ტრაკია.
    ასეთი ლექსი არ მოგწონთ???

  • @lukatoria2728
    @lukatoria2728 6 лет назад +3

    მაგარია ძმა ყოჩაღ

  • @londaalania594
    @londaalania594 7 лет назад +4

    Mikvarxar!

  • @alsafer5166
    @alsafer5166 Год назад

    რა მაგარია

  • @giorgigiorgi1186
    @giorgigiorgi1186 3 года назад

    dzalian magari leqsi ❤❤❤

  • @marialeqsi982
    @marialeqsi982 6 лет назад +2

    ძალია კარგი ხარ

  • @k.l243
    @k.l243 5 лет назад +1

    მიყვარხარ მე შენ💚

  • @likasesikashvili7890
    @likasesikashvili7890 3 года назад

    საოცრება😔😪😪😪❤❤❤❤

  • @shalvakavsadze1378
    @shalvakavsadze1378 2 года назад

    Შენ გაგიმარჯოს ჩემო ძმაო

  • @maiavezdeni6217
    @maiavezdeni6217 4 года назад

    უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ❤❤❤

  • @zinachkadua2456
    @zinachkadua2456 5 лет назад

    ,,ჭაღარას ფეხზე წამოუდექით და პატივი ეცით" ამბობს:ცის ლაშქართა ღმერთი. ,,დრო და ჟამი" ,,დროისა და ჟამის უფალი, მამა ღმერთია"ამბობს:ჩვენი სულიერების უფალი, იესო,ქრისტე.წარმატებები გენ'იოსებო და ,,ღვთის შვილებო!" უფლის'უფალში ღვთის სიტყვა"სიტყვით. იესოს,ტანჯვა-წამების ძელის საფუძველზე მიღებული ახალი აღთქმა.,,მამა,აპატიე რამეთუ, არ იციან,რას სჩადიან."ევედრება:იესო მამა ღმერთს,როცა, იესომ, ტანჯვა-წამების ძელიდან, ჯალათების მონურ ცხოვრებას გადახედა. და მათი ,,გული" დაინახა.როგორც, ჩვენი გულის უფალმა., დაბადებიდან,გამოცხადებამდე. როდესაც, რომის სამართლის, უსამართლობას დაქვემდებარებულ, იძულებით მსახურ ჯარის'კაცების გულებს ჩახედა! ,,სანამ,ფიქრი მოგივათ?! მე,უკვე ვიცი!"ამბობს:ცის ლაშქართა ღმერთი.,,მე,მამაში ვარ და მამა, ჩემში.მამა კი,ჩემზე დიდია!"ამბობს იესო. ,,იესოს ხედვა და პასუხისმგებლობა,თითოეულ ადამიანზე, მონდობილი მამა ღმერთის, სულიწმინდის ძალით მოცული,სიცოცხლის სულით,სუნთქვა-სუნთქვით დადებული აღთქმა, დიდი სიყვარულით ღვთის ყველა ქმნილებათა მიმართ! განსხვავებულად,სატანა-ეშმაკისგან! არა,ბოროტების წიაღს!არა,იუდასმოღალატეობრივ სულს ,,30 ვერცხლად გაყიდული ერთგულება და იესოს ამბორით გაცემის საიდუმლოება! ,,ვინც,ჩემთან ერთად ჯამში ჩააწობს პურს, ის,გამცემს მე!" თქვა იესომ! ყველაზე სასტიკი ღალატი...როცა, ,,ჩანერგილები" მოთაფლული ენით გეპარებიან და ამბორით გღალატობენ!

  • @nika9448
    @nika9448 4 года назад +1

    MagRia

  • @giorgigeo3219
    @giorgigeo3219 4 года назад

    პაპა რა უბედურებაა ხალხო!

    • @ANNi12.08
      @ANNi12.08 4 года назад

      Agmosavletshi papaa . dasavletshi albat tqvensken babua

    • @giorgigeo3219
      @giorgigeo3219 4 года назад

      @@ANNi12.08 ხო მაგრამ არ არისს ქართული სიტყვა..

  • @giorgitsiklauri8909
    @giorgitsiklauri8909 2 года назад

    სულ გვასალიააა))

  • @vakominasiani7306
    @vakominasiani7306 4 года назад

    ძალიან კარგად ყვება ყოჩაღ

  • @melorizoidze9134
    @melorizoidze9134 Год назад

    ❤❤

  • @tamtanergadze3523
    @tamtanergadze3523 6 лет назад +1

    💟

  • @linas8171
    @linas8171 6 лет назад +1

    💜

  • @gogatsiklauri6212
    @gogatsiklauri6212 7 лет назад +2

    😢😢😢😢😢

  • @salomecenteradze2584
    @salomecenteradze2584 4 года назад

    ❤️

  • @anixurodze280
    @anixurodze280 5 лет назад

    😘

  • @lizisharashenidze5086
    @lizisharashenidze5086 2 года назад

    ამის მოსმენა ყველაზე დიდი განცდაა როდესაც პაპა აღარ გყავს, ინფაქტით ინსულტით გულით😔ძალიან კარგია❤❤❤

  • @giorgitsiklauri8909
    @giorgitsiklauri8909 2 года назад

    რას მერჩი ძმაოოო?

  • @torniketoko3480
    @torniketoko3480 6 лет назад +1

    ფონად რომელი მუსიკა ადევს?

    • @georgia3922
      @georgia3922 6 лет назад

      ruclips.net/video/pUZeSYsU0Uk/видео.html

  • @mebopsuturi8642
    @mebopsuturi8642 2 года назад

    მედაშენ ახლა 1000 მეტრზე მეტი გვაშორებს ჩვენი სოფლიდან ამ მანძილზე ცხოვრობს ქალაქი შენ ალბათ გძინავს მეკი თითებს ცრემლებს ვაშორებ დაა უკვე 100 ჯერ დალაგებულლ თაროსს ვალაგებ

  • @marialeqsi982
    @marialeqsi982 6 лет назад +1

    ფაცეე არააქ ამბიჭს

  • @mariamjanjulia9464
    @mariamjanjulia9464 7 лет назад +1

    ❤❤❤