KORDZ

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 31 мар 2024
  • 1 აპრილს, 21 საათზე რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
    კონცერტი ორგანიზებულია აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების საქველმოქმედო ფონდის მიერ და შემოსული თანხები სრულად ხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის-ფერადი ქალაქის მშენებლობას, სადაც აუტიზმის მქონე მოზარდები და ზრდასრულები მიიღებენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს; შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს; თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში განვითარდებიან, შესძლებენ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრირებას. საქველმოქმედო აქციებით შემოსული თანხებით უკვე აშენებულია ფერადი ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი. აღნიშნული კონცერტი, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. ერთად ავაშენოთ ფერადი ქალაქი და მივცეთ მომავლის შანსი აუტიზმის მქონე ადამიანებს საქართველოში.
    მონაწილეობენ: ალექს კორძაია - KORDZ;
    თეონა ცირამუა - გორის ქალთა გუნდი;
    ელენე გოგოძე; გიორგი გურგენაძე; იაკო კვალიაშვილი; მილენა ჯალალბეკოვა; სესილია სანებლიძე და სპეციალური სტუმარი.

Комментарии •