თბილისის საიდუმლო გვირაბები და ზვიად გამსახურდიას ბუნკერი: ნემო ბურჭულაძე 1991-1992 წლებს იხსენებს

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 3 окт 2024
  • 1991 წლის 5 დეკემბერს რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის მიერ ე. წ. ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად დაიშალა საბჭოთა კავშირი. 1991 წლის ბოლოს საქართველო იყო ერთადერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა, რომელსაც არ ჰქონდა მიღებული დე-იურე აღიარება. ეს კიდევ უფრო ძაბავდა სიტუაციას. 19 დეკემბერს გაიმართა ოპოზიციის მიტინგი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო ხელისუფლების მომხრეებისა - მთავრობის სასახლესთან. ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ხელისუფლება მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწიოდებდა თავის მომხრე ძალებს და ოპოზიციისგან მორჩილებას და განიარაღებას მოითხოვდა. ოპოზიციის მომხრეები მთავრობის სასახლისკენ გაემართნენ. ეროვნული თანხმობის ორმხრივი ლოზუნგების მიუხედავად, შეთანხმება მაინც არ მოხდა.
    დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას 21 დეკემბერს მიაღწია. თბილისში შემოვიდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი თენგიზ კიტოვანის მეთაურობით და გაერთიანდა „მხედრიონთან“ გამსახურდიას წინააღმდეგ. მოხდა სისხლიანი შეტაკება სამთავრობო ძალებთან. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა. 27 დეკემბერს ციხიდან გაიქცნენ ჯაბა იოსელიანი და გიორგი ჭანტურია და აჯანყებულებს შეუერთდნენ. განადგურდა დედაქალაქის ცენტრის ნაწილი, დაიწვა ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები შენობები თბილისის კლასიკური გიმნაზია, სასტუმრო „თბილისი“, „ინტურისტი“ (მხატვრის სახლი) საცხოვრებელი სახლები. სერიოზულად დაზიანდა მთავრობის სასახლე, კავშირგაბმულობის სახლი.
    ოპოზიციამ შეძლო პრეზიდენტის მომხრეთა ბლოკირება მთავრობის სასახლის ქვედა სართულში. მთავრობის ცდა ჩაეხშო ამბოხება მარცხით დამთავრდა. ძალაუფლება ხელში აიღო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ, რომელსაც თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და თენგიზ სიგუა ჩაუდგნენ სათავეში. 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭომ ტელევიზიით გაავრცელა განცხადება, რომ დათხოვნილი იყო უზენაესი საბჭო, პრეზიდენტი, თბილისში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. 1992 წლის 6 იანვარს, ღამით იზოლაციაში მოქცეული ზვიად გამსახურდია სამი ჯავშნოსანი ავტომობილით, ორი ავტობუსითა და რამდენიმე ავტომობილით თბილისიდან გავიდა. ზვიად გამსახურდია ჯერ გადავიდა სომხეთში, რის შემდეგაც მან ჩეჩნეთს შეაფარა თავი. ომში დაიღუპა 107, დაიჭრა 527 ადამიანი. სამხედრო საბჭომ შექმნა დროებითი მთავრობა, რომლის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა დაინიშნა.

Комментарии •