ხმაური კორტების სპეცოპერაციის საქმის სასამართლო პროცესზე

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 2 авг 2015
  • საქალაქო სასამართლოში ხმაურით მიმდინარეობდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა.
    დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. მათ შორის იყო ბონდო ფუთურიძე, რომელიც 2006 წლის 2 მაისს ვაზაგაშვილთან და ხუბულოვთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა, სპეცოპერაციას გადაურჩა.
    ფუთურიძემ სასამართლო დაკითხვის დროს ისაუბრა სპეცოპერაციის დღეზე, საკუთარ აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზეზებზე.
    მან თქვა, რომ მანქანაში მათ იარაღი არ ჰქონიათ და შესაბამისად, მათი ავტომობილიდან პოლიციელების მისამართით გასროლა ვერ მოხდებოდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზეზად ის ოპერაციას ასახელებს.
    ფუთურიძეს 15 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის აცხადებს, რომ სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. მოწმის თქმით, სანამ მან აღიარებითი ჩვენება არ მისცა, ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან საავადყოფოში არ გადაჰყავდათ.
    მოწმის დაკითხვის დროს ხმაური მოჰყვა ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ დასმულ შეკითხვას. მან ფუთურიძეს ჰკითხა, იცნობდა თუ არა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს, მათ შორის ჯეკო მამოიანს და ხვდებოდა თუ არა მას მეგობარ ხუბულოვთან ერთად. ეს შეკითხვა პროკურორებმა და დაზარალებულების ახლობლებმა გააპროტესტეს.
    დარბაზში იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის მამა, რომელიც უკმაყოფილებას შეძახილებით გამოხატავდა.

Комментарии •