პროკურატურამ კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 сен 2024
  • წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა შურისძიების მოტივით, - კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილია. პროკურატურამ 11 ყოფილი პოლიციელი დააკავა.
    გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა.
    პროკურატურა აცხადებს, რომ ფირცხალავას ძმა კორტებთან მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა ნარკოდანაშაულში ამხილა, რის შემდეგაც ფირცხალავამ შურისძიება გადაწყვიტა, დაგეგმა სპეცოპერაცია, რა დროსაც, 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზე მოკლეს.
    პროკურატურამ დღეს გაავრცელა მასალა, რომელზეც მომხდარი სპეცოპერაცია გრაფიკული გამოსახულებაა აღდგენილი.
    პროკურატურის ვერსიით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილს და მის მგზავრებს. ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი ცააძემ განახორციელა საკონტროლო გასროლები. ვაზაგაშვილის მანქანას აღენიშნება 97 ნატყვიარი.
    გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ვაზაგაშვილს და მის მეგობრებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ყაჩაღობასთან. სცენარი ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებით შექმნეს, რისთვისაც გააყალბეს მტკიცებულებები.

Комментарии • 4