ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 7 окт 2024
  • გემრიელი ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის რეცეპტი იხილეთ საიტზე mzareuli.info/s... ყვავილოვანი კომბოსტოს სალატი და ბროკოლის სალატი ასევე ჩვენს საიზე იხილეთ უამრავი კულინარული რეცეპტი გემრიელი ნამცხვრების რეცეპტი, კულინარული საიტი და კრემიანი ნამცხვრების რეცეპტი
    მასალა:
    ბროკოლი 400 გრ
    ყვავილოვანი კომბოსტო 400 გრ
    პომიდორი 5-6 ცალი
    ნიორი 3-4 კბილი
    მწვანე ხახვი 30 გრ
    კამა 10 გრ
    ქინძი 10 გრ
    ოხრახუში 10 გრ
    ზეითუნის ზეთი / 100 / მლ
    ლიმონი 1 ცალი
    სოიოს სოუსი 2 ჩაის კოვზი
    სელის მარცვალი 1 სუფრის კოვზი
    მარილი პილპილი გემოვნებით
    მომზადების წესი:
    ბროკოლი და ყვავოლოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად და მოვათავსოთ მდუღარე მარილწყალში. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 3 წუთი.
    მოხარშული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ და მოვათავსოთ სასალათეში.
    დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილები. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ბროკოლის სალათის სოუსი.
    სოუსის მომზადება:
    ნიორი ჩავჭყლიტოთ დავამატოთ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი და სელის მარცვალი.
    ყველა ინგრედიენტი ავურიოთ.
    ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა მზადაა!

Комментарии • 17

  • @RimaMargiev
    @RimaMargiev 5 месяцев назад +1

    მადლობა ძალიან მომეწონა მარტივი და გემრიელი

  • @jonidiakonidze9845
    @jonidiakonidze9845 5 лет назад +6

    ვფიქრობ ლიმნის წვენიც მოუხდებოდა.ისე გემრიელად გამოიყურება.მადლობა ვიდეო რეცეპტისათვის

  • @ТатьянаСвязная
    @ТатьянаСвязная 3 года назад +2

    Отличный салат!Как четко,красиво повар всё делает.А помидоры тоже с белым стержнем внутри...как везде теперь.Литовцы рассказывают,что американцы запретили им выращивать свои овощи.Когда Крым был украинским,они приезжали туда за натуральными продуктами:масло,сыр,мёд.У нас тоже нет советских семян.В позапрошлом году подругв бала в Челябинске у родственников и была потрясена вкусом настоящих овощей.Оказалось,что там многие сохраняют свои семена с советских времен.Подруга привезла оттуда домой эти семена,посадила в огороде,все выросло.Все друзья и знакомые теперь попросили её сохранять эти сорта,как золотой фонд.Подруга обещала всем раздать рассаду и семена,скащала надо спасать землю от ГМО.

    • @likasReceptebi
      @likasReceptebi  2 года назад

      Да к сожалению в Грузии такая же проблема

  • @nanaxornauli1549
    @nanaxornauli1549 5 лет назад +6

    მარტივი და გემრიელი👍

  • @ninogoginashvili8939
    @ninogoginashvili8939 6 месяцев назад +1

    ძალიან მომეწონა, მაგრამ მე ბროკოლს და ყვავილოვანს ორთქლში მოვხარშავდი3-4 წთ

  • @nonabregadze8717
    @nonabregadze8717 6 лет назад +6

    სელის მარცვლები საჭირო არაა.სოიოს სოუსის გარეშეც შეიძლება.ორთქლზე თუ მოხარშავთ სპეციალურ ბადეზე უკეთესია.

  • @ანნალოლაშვილი
    @ანნალოლაშვილი 6 месяцев назад +1

    გადასარევია

  • @onise-ox7fq
    @onise-ox7fq 2 года назад +1

    Sasargeblo da gemrieli

  • @makamakuna1069
    @makamakuna1069 6 лет назад +2

    სელის მარცვალი რა არის??

    • @likasReceptebi
      @likasReceptebi  6 лет назад +1

      blog.bakurianiwater.ge/?p=428

    • @makamakuna1069
      @makamakuna1069 6 лет назад

      Arkadi Kalantarov გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის❤ და ჩვეულებრივ ყველა სუპერმარკეტში შემიძლია შევიძინო??

    • @likasReceptebi
      @likasReceptebi  6 лет назад +1

      მე ბაზარში ვყიდულობ. აფთიაქეფშიც იყიდება.

    • @makamakuna1069
      @makamakuna1069 6 лет назад

      Arkadi Kalantarov გმადლობთ❤

  • @melomani01
    @melomani01 6 лет назад

    მწვანილებიდან რომლემი მიეცი?

    • @likasReceptebi
      @likasReceptebi  6 лет назад +1

      ქინძი ოხრახუში კამა