კარბონის ლაზერული პილინგი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 13 сен 2024
  • ასწორებს ნაოჭებს,
    ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს,
    ხსნის სიწითლეს და გამონაყარს როგორც სახეზე, ასევე ტანზე,
    ავიწროებს ფორებს,
    აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს,
    აუმჯობესებს კანის ფერს.
    კარბონის პილინგი იდეალურად უხდება როგორც ასაკოვან, ასევე პრობლემურ კანს, დამოუკიდებლად ასაკისა. იგი მისაღებია ნორმალური კანისთვისაც - პროცედურის შემდეგ იგი სიმკვრივეს, თანაბარ რელიეფს და ერთგვაროვან, ბრწყინვალე ფერს იძენს.
    კოსმეტოლოგებმა ლაზერულ კოსმეტოლოგიაში კარბონის პილინგს ნამდვილი პანაცეა უწოდეს, იგი უხდება მოზარდებსაც, რომელთაც აკნე აწუხებთ, ასევე მოზრდილებსაც, რომლებიც, ზრუნავენ, დიდხანს შეინარჩუნონ კანის ახალგაზრდობა და სიმკვრივე.
    კარბონის პილინგის უპირატესობა კიდევ ის არის, რომ მისი გაკეთება წლის ნებისმიერ დროს, ყველაზე ცხელ ზაფხულშიც კი შეიძლება.
    საერთოდ პილინგს კოსმეტოლოგის ჯადოსნური ჯოხს უწოდებენ - მისი საშუალებით ქრება სიბერის ნიშნები, ნაოჭები და პიგმენტური ლაქები, უმჯობესდება კანის ფერი, სწორდება რელიეფი... ახალი სახეობის პილინგის განსაკუთრებული ეფექტურობის საიდუმლო ახალი ტექნოლოგიების მიღწევებია - ლაზერული კარბონის პილინგი - ეს ლაზერის და ფოტოგაახალგაზრდავების შეთავსებაა.
    კარბონის პილინგის შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, რაც კოსმეტოლოგებმა ნახშირბადის ნანოგელის გამოყენება დაიწყეს. პილინგი ნეოდიმური ლაზერით სრულდება
    პროცედურა 2 ეტაპიანია - ჯერ სახის კანი სპეციალური ნანოგელით იფარება და ლაზერული მსუბუქი პილინგი კანს გარქოვანებულ ფენას აცილებს, შემდეგ ბრაშინგი იწყება, გათვისუფლდეთ სიწითლის, კანის გაღიზიანების და მკვდარი უჯრედებისგან.
    მეორე ეტაპზე ლაზერული იმპულსებით ფოტოთერმოლიზი ხდება. კონტროლირებადი ღრმა გათბობის შედეგად, დერმა ელასტინის და კოლაგენის გამომუშავებას იწყებს. ასე იწყება გაახალგაზრდავების პროცესი, ცვლილებას პირველივე პროცედურის შემდეგ იხილავთ, ეფექტი კი დროთა მანძილზე იზრდება. როგორც წესი, კურსი 5 სეანსისგან შედგება, თუმცა ზუსტ რაოდენობას სპეციალისტი ინდივიდუალურად დაგინიშნავთ.

Комментарии • 1