თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. მწარე პოდკასტი
HTML-код
- Опубликовано: 13 сен 2024
- ▶️„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
---------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის' 121-ე ეპიზოდში, ისტორიკოსი, ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალისტი, ბექა კობახიძე გვესტუმრა თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე სასაუბროდ. ეს პროგრამა მან, რამდენიმე წლის წინ დააფუძნა თანამოაზრეებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და საუკეთესო აკადემიური პერსონალისა და კარგი ორგანიზების წყალობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. სტუმარმა ისაუბრა ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე, მეთოდოლოგიაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლოდ, ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარების გეგმებზე.
„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
ყველაზე მაგარი პოდკასტი ყველაზე მაგარი ხალხი ხართ 👍👍
59:17 რა სასიხარულოა ❤️ წარმატებები ქართულ ისტორიოგრაფიას..
როგორ გელოდებით! ძლიერ გამახარეთ!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება.
ძალიან გამიხარდა.
სრულიად გეთანხმებით! საქართველოში ინფორმაციის გავრცელება და იდეების გაზიარება არა ძალიან გავრცელებული. მე მაგალითად ძაან მაინტერესებს, ანტიკური ხანის საქართველოს შესახებ მაგრამ მხოლოდ ძველი ინფორმაცია შეიძლება მოიძიო..
ძალიან მაგარი იდეა და ღმერთმა ქნას სხვა ყველა სფეროშიც, ასეთივე მონდომებული და განათლებული ხალხი მოვიდეს სათავეში. წარმატებები!
გამიხარდა თქვენი დაბრუნება, ძალიან საინტერესო იყო, თუ გამონახავთ დროს, იქნებ საქართველოს სამეფოს დაშლაზეც გააკეთოთ პოდკასტი, ყვარყვარე, გიორგი VIII და სხვები, ძალიან საინტერესო იქნება, მადლობა წინასწარ.
გამიხარდა თქვენი დაბრუნება.❤ მეტად მოგვანატრეთ თავი.
ილიაუნის საზაფხულო სკოლაში თავისუფალი დასწრება შეიძლება?
თუ საუბარია თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის საზაფხულო სკოლაზე, მას მხოლოდ მისი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებიან.
ნიკააა მოგვანატრე თავიიი😁
Ასეთი პროგრამა დიდებულია
ამაზე ცუდი და სამწუხარო რა უნდა თქვას ისტორიკოსმა არ ვიცი.
ისტორიის კვლევის დონე რომ დაბალია ქვეყანაში და წარსულის დაცვა უქმე დღის გამოცხადება არაა რათქმაუნდა ცხადია, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ისტორია როგორც მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა, სკოლებში და ზოგადად საზოგადოებაში კარგ დონეზეა ისტორიის ცოდნა?
ნაპოლეონზე ფილმი რომ გამოვიდა, საფრანგეთის პარლამენტში(!) მემარცხენე ჟურნალისტი კითხულობს- ნაპოლეონი გმირი იყო თუ ტირანიო?
მემარჯვენეებმა გმირიო, მემარცხენეებმა სისხლიანი ტირანიო, ერთმა საერთოდ სექსისტიო(პირველივე ტურში აირჩიეს ეხლაც)..
მქონია შეხება და სამხედრო ოფიცრებმაც კი, მათ შორის ყოფილ იმპერიებში, თავიანი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტები და ფიგურებიც კი არ იციან.
კოლექტიური არცოდნა და მეცნიერების მაღალ დონეზე ყოფნა ჯობია თუ თუნდაც იმით სიამაყე რომ ვახტანგ გორგასალი 7 მეტრი იყო და 50 კილოიანი ხმალი ჰქონდა, საკითხავია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა პოდკასტისთვის !
კოლექტიური არცოდნაც არის და მეცნიერებაც დაბალ დონეზეა. და 7 მეტრიანი გორგასლისა და 50 კილოანი ხმლის ცოდნა ისტორიის ცოდნა არაა სამწუხაროდ, პატარა ერის სინდრომისა და მიმდინარე წარუმატებელი არსებობიდან გამომდინარე, წარსულში გამოსავლის ძიებისა და მითოლოგიით ტკბობაა.
სტუმრების ხმა ცუდად ისმის ხოლმე. ნორმალური მიკროფონი და ბგერის ჩამხშობი საფარი გჭირდებათ
სტუმარი თავისი მიკროფონით არის შემოსული, ჩაწერა ონლაინია. ზოგს არ აქვს კარგი მიკროფონი და მერე დაბალი ხარისხის აუდიოს ვერაფერს ვშველი უკვე სამწუხაროდ.
სახელმწიფო აფინასებს სამაგისტრო პროგრამებს ისტორიაში?
სახელმწიფო გრანტი ჩვეულებრივ მოქმედებს თუ მოიპოვებს სტუდენტი სამაგისტრო გამოცდებზე