ნარცისიზმი | ვინ არის ნარცისი | ნარცისული პერსონოლოგიური აშლილობა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 9 янв 2025

Комментарии • 64

  • @ფსიქოვლოგერი
    @ფსიქოვლოგერი  4 года назад +1

    მეგობრებო, მეტი სიახლის გასაგებად გამომყევით ინსტაგრამზე ❤🙏
    instagram.com/tornike.nizharadze/

  • @Tinamaria2114
    @Tinamaria2114 4 года назад +11

    ნარცისული პიროვნული აშლილობის დამახასიათებელი ნიშნები:
    1. საკუთარი ნამდვილი მეს დაკარგვა და ყალბი მეს შეძენა.
    2. გადაჭარბებული, გრანდიოზული წარმოდგენა საკუთარ თავზე.
    3. ემპათიის არარსებობა ( უფრო სწორად, კოგნიტური ემპათია გააჩნიათ, ხოლო ემოციური ემპათია - არა).
    4. ნარცისული საზრდოს/ მარაგის (narcissistic supply) მოთხოვნილება. ( ლაიკები ფბ-ზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, კომპლიმენტები, ქება- დიდება და სხვა).
    5. პრივილეგირებულობის შეგრძნება ( entitlement) - ყოველთვის მოითხოვენ განსაკუთრებულ, გამორჩეულ დამოკიდებულებას სხვებისგან, იქნება ეს ახლობლები თუ გარეშე პირები. ( რიგში დგომა არ ეკადრებათ, აუცილებლად უნდა გაძვრნენ წინ ურიგოდ; რესტორანში იმსახურებენ სწრაფ და საუკეთესო მომსახურებას, წინააღმდეგ შმეთხვევაში უდიერად ექცევიან მომსახურე პერსონალს, ყველგან და ყველაფერში განსაკუთრებული მოთხოვნები და პრეტენზიები აქვთ).
    6. ახასიათებთ სხვების ექსპლუატაცია და მათ მიმართ უხეში, უპატივცემულო მოპყრობა.
    7. არ გააჩნიათ თვითრეფლექსიის უნარი, ანუ საკუთარ თავს კრიტიკულად არ უყურებენ და სხვების კრიტიკაზე ღიზიანდებიან და ხშირად რისხვით პასუხობენ.
    ამ ყველაფრისთვის ისინი ხშირად ტყუიან, მანიპულირებენ, ინტრიგებს ხლართავენ, გეზლაითინგს იყენებენ (gaslighting), მუდმივად სხვას ადანაშაულებენ ყველაფერში და შემდეგ სხვებთან მსხვერპლის როლს ირგებენ და თამაშობენ. ძალიან ბევრს აცურებენ ამ გზით. არიან საკმაოდ შურიანები და ეჩვენებათ, რომ სხვებს შურთ მათი. მუდმივად იყენებნ ‘გაღმა შედავების მეთოდს, რომ გამოღმით შერჩეთ’. არ ენდობიან სხვებს და სულ კონტროლის ქვეშ ჰყავთ, განსაკუთრებით საკუთარი ოჯახის წევრები. ახასიათებთ პარტნიორის დაჩმორება, დათრგუნვა მათი მუდმივი კრიტიკით და სუსტი/მგრძნობიარე მხარეების ხშირი შეხსენებით. და კიდევ ბევრი სხვა სისაძაგლე ახასიათებთ, რაც სამწუხაროდ შეცვლას არ ექვემდებარება. ამიტომ ასეთი ადამიანისგან რაც შეიძლება მალე უნდა წახვიდეთ, იქნება ეს მეუღლე, მშობელი( ნუ მათ ვერ დაშორდებით ბოლომდე, მაგრამ დისტანცია უნდა დაიცვათ და რაც მთავარია, გააცნობიეროთ, რომ მათ ვერ შეცვლით).

    • @leabowie2640
      @leabowie2640 3 года назад +1

      ეს ჩამონათვალი მწირია მე რაც გამომატარა ავადმყოფ ნარცისმა შეყვარებულმა, ფსიქიკა შემირყია, დაამავადმყოფა , რომ მიხვდა აღარაფრად ვარგივარ, წავიდა სხვა მახვერპლთან

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 3 года назад

      @@leabowie2640 რა თქმა უნდა, მწირია. მხოლოდ ძირითადი ნიშნების ჩამონათვალია და თითოეულის გავრცობა შეიძლება უსასრულოდ. ისე, უნდა გიხაროდეთ, თუ თვითონ წავიდა თქვენი ნარცისი, ალბათ თქვენგან ვეღარ იღებდა საკმარის ნარცისულ საზრდოს.
      საერთოდ, როცა ნარცისის მსხვერპლი ადვილად ხდები, ეს ნიშნავს , რომ ერთ-ერთი მშობელი ნარცისი გყავდა და ასეთი ურთიერთობა თქვენთვის სიყვარულთან ასოცირდება. გისურვებთ მალე განკურნებას და ჯანსაღ ურთიერთობებს.

    • @leabowie2640
      @leabowie2640 3 года назад

      @@Tinamaria2114 მადლობა ჩემო კარგო💜, მე ძალიან დიდ სტრესში ვარ, გამაუფასურა, მიწაზე დამააგდო და გათელა ჩემი თვითშეფასება , ხალხი აღარ მიყვარს, ქუჩაში წყვილებს რომ ვხედავ ზიზღი მიჩნდება, ლოცვებს ვკითხულობ და ყველა ასოში მას ვხედავ, ამიტომ ფსიქოლოგს უნდა მივმართო😢😢😢😢

    • @luizatatiashvili643
      @luizatatiashvili643 2 года назад

      მეც მქონდა ურთიერთობა ჩუმ ნარცისთან ..ეს საშინელებაა დროზე დავაღწიე თავი ..გამოსავალია სრული იგნორი..
      თავიდან ლომკა გექნებათ მაგრამ მერე გაივლის გაუძელით..და გაიაზრეთ რომ ის ავადმყოფია..მას არ აქვს ..სულიერება
      ის დემონისგან იმართება...
      ილოცეთ ბევრი ილოცეთ...გუსურვებთ გამოჯამრთელებას..
      10 თვე გავიდა და შესანიშნავად ვარ...

    • @NatureRelaxation87
      @NatureRelaxation87 5 месяцев назад

      იმედია ფსიქოთერაპივტთან მიხვედი. მე იმ დონეზე მიმიყვანა რომ საერთოდ არაფერს ვგრძნობ თუ ბუნებაში არ ვარ.​@@leabowie2640

  • @lili-xv8ij
    @lili-xv8ij 4 года назад +4

    რა კარგია რომ ქართულადაც ხელმისაწვდომი გახდა ამ თემის შესახებ უნფორმაცია,მადლობა🥰🥰

    • @ფსიქოვლოგერი
      @ფსიქოვლოგერი  4 года назад

      მადლობა, რომ უყურებთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი ❤✌🏻

  • @Tinamaria2114
    @Tinamaria2114 4 года назад +2

    მიხარია, რომ ქართულენოვან სივრცეშიც გამოჩნდა ვიდეოები ამ საშინელი პიროვნული აშლილობის შესახებ. კარგ საქმეს აკეთებთ და წარმატებები თქვენ! 👍

  • @teonateona679
    @teonateona679 3 года назад +2

    ძალიან კარგად ხსნით ყველაფერს. ნიჭიერი ხართ👍 წარმატებები

  • @leabowie2640
    @leabowie2640 3 года назад +2

    მადლობა კარგი ვიდეოა, მე მქონდა პათოლოგ ურჩხულ ნარცისთან ურთიერთობა 🤗 და გადავჩი წარმოიდგინეთ ცოცხალი ვარ)) ეს “ადამიანები” საშიშები არიან

  • @nakolekishvili8752
    @nakolekishvili8752 4 года назад +2

    აუუ, ახლა ვნახე ეს ვიდეო და რა კარგი ბიჭი ხარ,

  • @irmajibgashvili8967
    @irmajibgashvili8967 4 года назад +10

    Ყველაზე საშინელი ისაა, რომ მსხვერპლს ისე ურეცხავენ ტვინს, რომ მსხვერპლი ვერც კი ხვდება რომ მსხვერპლია

    • @leabowie2640
      @leabowie2640 3 года назад +3

      და ამ მსხვერპლს მართლაც რომ სჯერავს რომ ის არის ცუდი, და ნარცისი არის ღმერთი

  • @nika60
    @nika60 4 года назад +1

    ძალიან კარგ საქმეს აკეთებ!💖წარმატებები 💖💖

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 4 года назад +1

      კი, აუცილებელია ამ თემის წამოწევა და ცნობიერების ამაღლება ამ მხრივ. ქართულ ენაზე ძალიან მწირი ინფორმაციაა ამ თემაზე, არადა ტრადიციულად ქართველები ნარცისული ხალხი ვართ, გვიყვარს ყველაფერი ფასადური, ზედაპირული და ყალბი.

  • @ninokharazishvili8721
    @ninokharazishvili8721 4 года назад +1

    წარმატებები თქვენ და ბევრი ახალი ვიდეო ჩვენ 😍😍

  • @dinoosmegoo
    @dinoosmegoo 4 года назад +1

    ძალიან საინტერესო ვიდეო იყო...❤
    წარმატებებიი

  • @luizatatiashvili643
    @luizatatiashvili643 2 года назад +1

    მე მქონდა ურთიერთობა ამ საშინელ ადამიანთან ის ჩუმი ნარცისი იყო ...დროზე დავაღწიე თავი...ეხლა სხვა მსხვერპლი ყავს ...მეცოდება ის ქალი მაგრამ ეს არაა ჩემი საქმე.....არადა.რამდენ ქალს გაუმწარებს სიცოცხლეს ეს თბილისელი მონსტრი...ფრთხილად საყვარელო ქალებოოო...იყო მიმიკრიული...ვინც გიგზავნით ბევ რ თავის სურათებს,ვიდეოებს ეს მიმიკრიული ნარცისია..
    ენერგოვაპირია....ტვინის ნეირონებში შედის ....ფრთხილად, დაგავაადებთ არა მარტო ფსიქიურად არამედ ფიზიკურადაც...ვინც გაცნობისას ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს...ფრთხილად.....

  • @mariamimodebadze6478
    @mariamimodebadze6478 4 года назад +2

    ძაან მაგარია თორნიკე! მაგარ საქმეს აკეთებ! წარმატებები! საქართველოს ეს ინფორმაციები ძალიან, ძალიან ესაჭიროება! ამასთანავე, ვფიქრობ ყველასთვის მარტივად გასაგებად საუბრობ და კარგად ატევ მოკლე დროში საჭირო ინფოს. ასევე ძალიან მომწონს შენი ქრეიზული ჩართვები :) მგონი ევროპულ აზროვნებას და განათლებას ვამჩნევ შენში. შეიძლება გკითხო, სად მიიღე განათლება?

    • @mariamimodebadze6478
      @mariamimodebadze6478 4 года назад +1

      P.S. ვინც ინსტაგრამს არ ვიყენებთ, იქნებ ოდესღაც დადო აქაც ის ვიდეოები, რასაც იქ დებ :)

    • @ფსიქოვლოგერი
      @ფსიქოვლოგერი  4 года назад +1

      უღრმესი მადლობა შეფასებისგვის. რაც შეეხება კითხვას, დედა-საქართველოში.

  • @Nino-ce1bo
    @Nino-ce1bo 11 месяцев назад

    Da shen ra kategoria xar roca vitom psikologi xar da sxvis nakarnaxeb monologs kitxulob da gvajereb ro sheni jurnalidan gadmosuli adamsebi mixvdebi rasac vcer dachipulo masxara ❤

  • @irmajibgashvili8967
    @irmajibgashvili8967 4 года назад +2

    Ნარცისები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი თავი "მსხვერპლად" წარმოაჩინონ, მართლაც რომ სასწაული მატყუარები და მანიპულატორები არიან. Არ აქვთ თანაგრძნობის უნარი. Არავის ვუსურვებ ამ აშლილობის მქონე ადამიანთან ურთიერთობას. Ღრუბელივით არიან, ისრურავენ მთელს შენ ენერგიას და თუ კამათისას "კუთხეში მიიმწყვდევ" გადადიან ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 4 года назад +2

      კი ნამდვილად მასეა. როცა კუთხეში მოიმწყვდევ, რისხვაში ვარდებიან, ისტერიკებს მართავენ და შემდეგ ისევ მსხვერპლის როლის მორგე ით ცდილობენ სხვების მხარდაჭერის მოპოვებას.

  • @ninodautashvili9740
    @ninodautashvili9740 3 года назад

    Jigari xar

  • @l80008l
    @l80008l Год назад

    ნარცისი მყავდა შეყვარებული მყავდა საშინლად აუტანელი ბოროტი ადამიანი და ბოლოს როგორც შენ თქვი გააჯვა. მაგრამ ერთ რამეს ვერ მივხვდი ისეთი გონიერება თანდაყოლილია თუ სწავლობენ მაგალითად მანიპულაციის ხერხები როგორიცაა გაზის დანთება, ერთიბნაბიჯი წინ ერთი ნაბიჯი უკან, ე.წ ფრინავი მაიმუნი, ე.წ დაკიდება, და ა.შ ?

  • @Levan.Turmanidze
    @Levan.Turmanidze 4 года назад

    წარმატებებს გისურვებ!

  • @irmanizharadze8257
    @irmanizharadze8257 4 года назад

    ❤️❤️❤️❤️

  • @renactx6726
    @renactx6726 4 года назад

    რუსულ ენაზეც შეიძლება საუბარი?
    ყოვლისმომცველი თარგმანი ძალიან დამეხმარება. იქნება ეს შესაძლებელი?

  • @Marieshengelia
    @Marieshengelia 4 года назад +1

    მე მგონია რომ პირდაპირ მშობლის დადანაშაულება საკუთარ არასრულფასოვნებაში ცოტა ცუდია და ახალ პრობლემას შექმნის )) ის მშობელიც ხომ არასწორად აღზარდეს და საკუთარ ნაკლოვანებებს მარტივია ვაწებებდეთ მშობელს ან გარე ფფაქტრორებს ) ამით რომელი პრობლემა გვარდება თუ არ გააცნობიერე თვითოეული შენი ნაკლი უბრალოდ მოისვრი არაცნობიერში და ის ოდეზღაც შეგახსენებს ისევ თავს ... მთავარია რომ ვიცოდეთ და ვიცნობდეს საკუთარ თავს კარგსაც და ცუდსაც, მგონი უფრო მადლიერი უნდა იყო )) ადლერსაც არ ქონდა იდეალური ბავშობა და ამბათ მაგიტომ გახდა ადლერი ❤️🧘

    • @ფსიქოვლოგერი
      @ფსიქოვლოგერი  4 года назад +1

      როდესაც ნარცისიზმი უკვე ჩამოყალიბებულია იქ მშობლის ბრალია თუ სხვა რამის არანაირი აზრი აღარ აქვს. მშობლების თემაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ თითოეული ადამიანი ვინც ამას უყურებს უკვე მშობელია ან შეიძლება ოდესღაც გახდეს, შესაბამისად ნარცისი შვილის გაზრდის პრევენციისკენ მოწედებაა ეგ ნაწილი უფრო, ვიდრე არსებული ნარცისების მშობლებისთვის თითის ქნევა.

    • @Marieshengelia
      @Marieshengelia 4 года назад

      @@ფსიქოვლოგერი მე მივხვდი რაც იგულისხმე მაგრამ მეშინა ყველა ეგრე რომ ვერ გაიგებს 🤷

    • @Marieshengelia
      @Marieshengelia 4 года назад

      მშობლის ამგვარი დამოკიდებულება რომ შვილის არასწორი აღზდაზე გამახვილებული ყურადღება უფრო სწორი იქნებოდა ჩემი აზრით ვიდრე გამართლება საკუთარი თავის რონელიც ნარცისიზმში საკუთარ თავს ამოიცნობს და თან ისიც იცის უკვე ვის დააბრალოს 😆🙇 მე მომიტევეთ თუ ვცდები მაგრამ იმისტომ ვწერ რომ გავერკვე

    • @ფსიქოვლოგერი
      @ფსიქოვლოგერი  4 года назад +1

      იმედია ვინც არასწორად გაიგებს, ამ კომენტარს ნახავს 😁

  • @დათოკახაძე-ბ2მ
    @დათოკახაძე-ბ2მ 4 месяца назад

    მადლობა მეგობარო არცერთი არ მომერგო მაგრამ იდეალურები ვინ არიან იქნებ ამაზეც გვესუბროთ😂

  • @angeltatuka5794
    @angeltatuka5794 4 года назад

    შეიძლება თუ არა ნპა ჩამოყალიბდეს გარდატეხის ასაკში?

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 4 года назад

      გარდატეხის ასაკში თითქმის ყველა მოზარდი მეტ-ნაკლებად ნარცისული ხდება, რაც საგანგაშო არაა. მათ თავისუფლება უნდა მივცეთ, ნაკლებად ვაკრიტიკოთ და შევეცადოთ გავუგოთ, ემოციურად მაქსიმალურად მისაწვდომები გავხდეთ, ვიმეგობროთ მათთან. ხანდახან შეცდომების დაშვების უფლება მივცეთ და მერე ნიშნის მოგებით კი არ უნდა ვესაუბროთ, არამედ ვუთანაგრძნოთ და მხარში ამოვუდგეთ. სწორი გზა დავანახოთ.
      საერთოდ, ამბობენ რომ ნარცისული პიროვნული აშლილობის ჩამოყალიბებაშიძალიან დიდ როლს თამაშობს მშობლები, თუ ერთ-ერთი მშობელი ნარცისია, დიდი შანსია, რომ შვილიც ასეთად ჩამოყალიბდეს. და ეს პროცესი ადრეულ ასაკში იწყება, 3-5 წლიდან. ამაში თანაბარ როლს თამაშობს როგორც შვილის გადაჭარბებული მზრუნველობა და ხოტბა, ასევე მის მიმართ გადამეტებული სიმკაცრე და აგდებული დამოკიდებულება.

  • @rusudandiasamidze947
    @rusudandiasamidze947 4 года назад

    👍❤️❤️❤️💋

  • @deutschmitnina
    @deutschmitnina 3 года назад

    მკურნალობა ეფექტურია ვითომ?

  • @ninonino8197
    @ninonino8197 2 года назад

    ძალიან კარგად ხსნი ამ პათოლოგიას, მაგრამ ეს მსახიობური მანერები დამღლელია რა

  • @giorgimakadze9333
    @giorgimakadze9333 4 года назад

  • @Levan.Turmanidze
    @Levan.Turmanidze 4 года назад

    ანუ ნარცის არ ეშველება?

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 4 года назад +3

      ამბობენ, რომ არა. ნუ თუ ადამიანი გააცნობიერებს და მიხვდება, რომ ის ნარცისად მისმა მშობელმა (ან სხვა გარემო პირობებმა) ჩამოაყალიბა, შეიძლება დიდი ძალისხმევით ( ფსიქოთერაპია) მისი ქცევის მოდიფიცირება, მაგრამ მუდმივად მიდრეკილნი არიან იმისკენ, რასაც ბავშვობასა და მოზარდობაში, წლების განმავლობაში მიეჩვივნენ და რაც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი.

  • @annturiashvili1114
    @annturiashvili1114 10 месяцев назад

    რატოო მგონიაა რომ ყველფერი მჭიირს 😁😁 ყველლა აშლილობაა 😁😁რაც არსებობს

  • @tornikevashakmadze6380
    @tornikevashakmadze6380 Год назад

    არასდროს არ მიფიქრია ნარცისი ვარ მეთქი მარა ჩამოთვლილთაგან ზოგი მახასიათებს.

    • @tornikevashakmadze6380
      @tornikevashakmadze6380 Год назад

      😂 მე ვაღიარებ რომ რაღაც დონეზე მახასიათებს ნარცისიზმი. ვფიქრობ ამას სერიოზული მუშაობა უნდა და ცოტა ხანში დავუწყებ ამაზე მუშაობას .

  • @khatiakh105
    @khatiakh105 4 года назад

    დასაწყისში რო ვიდეო ადევს ძაან ხმამაღლაა როცა ყურსასმენებში ვუსმენ და რატო? 😄
    რა მართალია რომ ხანდახან უნდა მიხვდე - "დროა რო აახვიოთ" 😂
    მშობლის დეპრესიის გავლენა ბავშვზე საშინელებაა, თუმცა შვილების დეპრესიაც საშინლად მოქმედებს მშობლებზე, განსაკუთრებით როცა ისინი ასაკში არიან...

  • @alvydasgrigas4080
    @alvydasgrigas4080 Год назад

    გია სურამელაშვილის ბიოგრაფია.😂

  • @aniberia9116
    @aniberia9116 4 года назад

    anu narcisizmi problemaa?? arc komfliqti miqmnis diskomforts da arc sxva ragaceebi radgan chemma garshemo mkofebma kargad ician ra termini da ra saxis komentari unda gaaketon chemtan mimartebashi da vinc ar icis arc komfliqtia sachiro egreve unda daemshvidobo.... Tu arasworad agviqvam rames da problema maq??🤣

    • @ფსიქოვლოგერი
      @ფსიქოვლოგერი  4 года назад

      ნარცისიზმი პრობლემაა გარშემომყოფთათვის და ნამდვილი ნარცისები ყველასთან ერთნაირები არიან. არააქვს მნისვნელობა მათ წრეში თუ უცხოებში.

    • @Marieshengelia
      @Marieshengelia 4 года назад +1

      ეგ უკვე ეგოცენტრიზმია მგონი ნარცისიზმი უფრო მაგალ ფორმებში 😆🤦🏼‍♀️ ზოგჯერ შენც უნდა მოუსმინო სხვებს და გაუგო თუ უკვე ყველამ იცის რა უნდა ილაპარაკოს ეს უბრალოდ ისევ შენ დაგაზიანებს )

    • @ფსიქოვლოგერი
      @ფსიქოვლოგერი  4 года назад +1

      ყველა ნარცისი ეგოცენტრულია

    • @Marieshengelia
      @Marieshengelia 4 года назад

      @@ფსიქოვლოგერი ხო და ეგო ყველას გვაქვს მაგრამ ეგ უკვე ზედმეტად ნაკვები ეგოა თქო ეგ ვიგულისხმე მეც 😆

    • @aniberia9116
      @aniberia9116 4 года назад

      masho nu zians jerjerobit ver vgrdznob da tu shevamchnev mashin albat raimes shevcvli

  • @iirraa555
    @iirraa555 Год назад

    რქიანი ჯორი

  • @yamihot8181
    @yamihot8181 4 года назад

    🚫🚫⛔⛔👎👎

  • @l80008l
    @l80008l Год назад

    ჭკვიანი ტიპი ხარ