ლელა ნაყეური - ზეზვას ლურჯას

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 27 сен 2024
  • ზეზვას ლურჯას
    გადმოიარე შენისლული სამცორნოს ცერი,
    შუბლზე ფაფარი გადიწიე ქარიშხლის ფრთებით.
    ტორს დაჰკრავდი და დადგებოდა მტვრისა ნამქერი,
    ტორს დაჰკრავდი და უცხო ჟრჟოლას იწყებდნენ მთები.
    დოღის ბელადო, ბახტრიონის ციხის კარები,
    ხმლითა და ტორით შენ და ზეზვას შეგილეწიათ.
    ისართ ელვის დროს ცეცხლს აფრქვევდნენ შენი ნალები,
    ისე მიჰქროდი სიკვდილიც ვერ წამოგეწია.
    ხითანის ველზე, ეჰ რამდენჯერ გითარეშია,
    საალმის გორზეც ალამთანაც იდექ პირველი.
    შენი ჭიხვინი გაისმოდა სათათრეთშიაც,
    ცხენი იყავი თუ ლამაზი ლაღი ფრინველი.
    ბახტრიონიდან გააფრინე გაფრინდაული,
    ტახტიბოგირთან უცაბედად გულ გათანგულო…
    შენი განწირვა იყო ზეზვას დანაშაული,
    ფეხმარდო ლურჯავ, მტრების სისხლით გაწითლებულო.
    და დღესაც თუშ კაცს, ჭირი აქვს თუ ჟამთა სალხინო,
    ტახტი ბოგირთან წუთით მაინც ალაგმავს ქურანს.
    ყანწი თუ არ აქვს, უზანგაზე დაისხამს ღვინოს,
    მოგიხსენიებს, გაგცდება და ქურდს დაიხურავს.
    სიმღერა - ციცინო აფთარაულის
    ლექსი - დოტე რაინაულის

Комментарии • 96