Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

90-ე ფსალმუნი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 22 окт 2021
  • 90-ე ფსალმუნის განმარტება
    1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს.
    ვინც მკვიდრობს, ცხოვრობს უზენაესი ღმერთის შეწევნით და მხოლოდ მას სასოებს, იგი დაცულია უფლის საფარველის ქვეშ, ანუ დაფარულია ღმერთით: ზეცათა ღმერთში („ღმრთისა ზეცათასა“) მეფსალმუნე უფალს მოიაზრებს როგორც ზეცის შემოქმედსა და მეუფეს და, თუკი იგი ზეცათა ღმერთია, ღმერთია უცილობლად მიწისაც და ყოველივე ქმნილებისა. მაღლის შეწევნაში შესაძლოა ვიგულისხმოთ საღვთო მცნებათა სჯული, ღვთის მიერ ხალხისთვის მიცემული როგორც დახმარება, შეწევნა, საშუალება დემონთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
    2. ჰრქუას უფალსა: ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი და მე ვესავ მას.
    ვინც ღვთის შეწევნით ცხოვრობს, ის თამამად იტყვის: შენ, უფალო, ხარ ჩემი შემწე და თავშესაფარი. სხვას კი ასე ეტყვის ღვთის შეწევნით მცხოვრები, რომ ის (შემოქმედი) მისი ღმერთია და მისი იმედი ექნება.
    3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრთხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
    სულთა მომნადირებელი გონებითი მონადირეების, ანუ დემონების, მახე (საფრთხე) მათი ბოროტი თავდასხმები, ბოროტი აღძვრანი და ცილისწამებანია ვნებების საშუალებით ადამიანებზე მოწეული.
    განსაკრთომელი, ანუ მშფოთვარე სიტყვა, სვიმაქოსმა თარგმნა როგორც ცილისწამება, რადგან ცილისმწამებლური სიტყვა იწვევს სწორედ მშფოთვარებას ცილისწამებულის სულში, რის გამოც სოლომონი ამბობს, რომ საშინელი სიტყვა აღაშფოთებს მართალი ადამიანის გულს.
    ასე რომ, დავით წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით მიმართავს უზენაესის შეწევნით მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანს და ამხნევებს მას, რომ უფალი იხსნის მას გონებითი და მგრძნობელობითი მონადირეების (დემონების) მახისაგან.
    5. არა გეშინოდეს შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
    ღვთის შეწევნით მცხოვრებს ღამით არ შეგეშინდება დემონებისა ან ადამიანებისა. არ შეგეშინდება ისრებისა - მგრძნობელობითისა, რაც დღისით ადამიანებისაგან მოევლინება, ასევე გონებითი ისრებისა, რითაც მიზანს აღწევენ დემონები და ვნებები.
    6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუვადღისა.
    ღვთის შეწევნით მცხოვრებო, არაფრისა შეგეშინდება, რაც კი სიბნელეში შესაძლებელია ეწიოს ადამიანს. ბნელში მოსიარულე ღვაწლში მოიაზრება ყოველგვარი ვნება და ყველა ის, ვინც ცილისმწამებელია და ბოროტმოქმედია. შემთხუევაში იგულისხმება უნებლიე, მოულოდნელად მომხდარი რამ. ეშმაკის შუადღეს კი ერთნი უწოდებენ სიზარმაცისა და უზრუნველობის დემონს, მეორენი ამაში მოიაზრებენ საძაგელი ხორციელი ფიქრების დემონს, სხვანი კი - თავშეუკავებლობის დემონს, რადგან ასეთი დემონები იბრძვიან ადამიანთა წინააღმდეგ სწორედ შუადღისას, როცა მუცელი ავსებულია საჭმლით.
    7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
    უფლის შეწევნით მცხოვრების მარცხნივ ათასობით ისარი დაეცემა, მარჯვნივ კი ათი ათასი („ბევრეული“ ათი ათასს ნიშნავს). მაგრამ თვით ღვთის შეწევნით განმტკიცებულს ვერ შეეხებიან. მარცხნივ დაცვენილ ისრებში იგულისხმება უგონო ვნებები - მრისხანებისა და ხორციელი გულისთქმებისა, რომლებიც ცხადი ნაყოფია ბოროტებისა. მარჯვენით ისრებში კი მოიაზრებიან ის მიზეზები, რომლებიც ერთი შეხედვით ჩანან, როგორც კარგები და მართალნი, სინამდვილეში კი ასე არ არის, რადგან ადამიანის მტერი - ეშმაკი, მცოდნე იმისა, რომ ბევრი პირდაპირ არ ღებულობს ცოდვას, იწყებს ბრძოლად გარეგნულად კარგი საქმეებით და მათი საშუალებით უბიძგებს ადამიანებს ცხადი ბოროტებისაკენ.
    გაგრძელება
    www.orthodoxy.g...

Комментарии • 40

  • @fikriasmit8953
    @fikriasmit8953 2 года назад +6

    ამინ🙏🙏🙏

    • @kristianulitsodna8065
      @kristianulitsodna8065  Год назад

      გამოგვიწერეთ და თვალი ადევნეთ სიახლეებს.

  • @marinakobaidze8234
    @marinakobaidze8234 Год назад +2

    ამინ!🙌💞
    დიდება და მადლობა უფალს!🙏🙏🙏💞

  • @user-hf9sw1cy3y
    @user-hf9sw1cy3y Год назад +7

    Прекрасно, что есть 90 псалом на грузинском. Постараюсь выучить.

    • @777Iana
      @777Iana Год назад

      Вы украинка? В Грузии?

  • @GigaTsereteli
    @GigaTsereteli 9 месяцев назад +1

    დიდება ღმერთო შენდა დიდება უფალო შენდა შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი ამინ ამინ ამინ🙏🙏🙏❤️❤️❤️

  • @user-dw2zy7mf7t
    @user-dw2zy7mf7t Год назад +4

    დალოცე ყველას ოჯახი და შიგაც ჩემი ოჯახი დიდება უფალს ამინ

  • @user-xv8js4bx8u
    @user-xv8js4bx8u 9 месяцев назад +2

    დიდება და მადლობა უფალს

  • @makadarbaiseli7484
    @makadarbaiseli7484 5 месяцев назад +1

    დიდება უფალს ამინ

  • @user-ny4go2vr4l
    @user-ny4go2vr4l Год назад +1

    ამინ 🙏დიდება უფალო

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 2 месяца назад

    დიდება უფალს ყველაფრისათვის !❤❤❤❤❤❤❤🎉🎉🎉😢🎉ამინ, ამინ, ამინ! ❤❤❤❤❤

  • @user-om3hu1kb6v
    @user-om3hu1kb6v Год назад +1

    დიდება და მადლობა უფალს❤❤❤

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 2 месяца назад

    მადლობა უფალს ყველაფრისათვის!❤❤❤❤❤ამინ.ამინ!ამინ! 🎉🎉🎉🎉❤❤

  • @Tamuna_Nozadze
    @Tamuna_Nozadze 3 месяца назад

    დიდება უფალს ❤️

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 3 месяца назад

    დიდება უფალს!❤❤😂❤ამინ!❤😊🎉

  • @naiatkeshelashvili4267
    @naiatkeshelashvili4267 8 месяцев назад +1

    დიდება შენდა ღმერთო!

  • @user-dw2zy7mf7t
    @user-dw2zy7mf7t 10 месяцев назад +2

    უფალო დაგვიფარე

  • @nestanigabadze6290
    @nestanigabadze6290 5 месяцев назад +1

    🙏🙏🙏❤❤❤

  • @besarionioselini2089
    @besarionioselini2089 8 месяцев назад +2

    ❤❤❤

  • @marikametreveli5842
    @marikametreveli5842 10 месяцев назад +1

    მადლობა დიდი❤🎉

  • @salimetreveli3012
    @salimetreveli3012 Год назад +1

    მადლობა

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 4 месяца назад +1

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @teakbilashvili
    @teakbilashvili Год назад +3

    🙏♥️🔥

    • @kristianulitsodna8065
      @kristianulitsodna8065  Год назад +1

      გამოგვიწერეთ და თვალი ადევნეთ სიახლეებს.

    • @ivaneparaviani772
      @ivaneparaviani772 Год назад

      🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🤫😉💓

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 4 месяца назад +1

    ❤❤❤❤❤❤❤❤😂🎉🎉🎉🎉ამინ!ამინ.!ამინ. მადლობა

  • @marikametreveli5842
    @marikametreveli5842 Год назад +1

    🙏❣️

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 5 месяцев назад +1

    მადლობთ!🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉❤❤❤❤😂

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 3 месяца назад

    დიდება უფალს!ამინ.!ამინ! ამინ..!❤❤❤

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 5 месяцев назад +1

    ❤❤❤❤❤❤😂😂😂😂😂

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 3 месяца назад

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤🎉🎉

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g Месяц назад

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 5 месяцев назад +1

    ❤❤😂😂😂😂❤❤❤❤❤❤❤

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 4 месяца назад +1

    ❤❤❤❤😂❤❤😂❤❤❤

  • @nanukasergia5761
    @nanukasergia5761 Год назад +1

    ილოცეთჩემი ოჯახისთვის ნანა ნონაალექსანდრესთვის ყველა ჩემიანებისთვის ვისაც მე ვუყვარვარ და ვინც მე მიყვარს თემურისთვუს თემურისთვის მანანა და ნატაშასთვის❤❤❤❤❤❤❤❤❤ამინ ამინ ამინ ამინ სმინ ამინ ამინ ამინ ამინ

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 4 месяца назад +1

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤🎉🎉🎉🎉😂

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 5 месяцев назад +1

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤😂ზ😊🎉🎉😊

  • @user-hn1rn1rd6g
    @user-hn1rn1rd6g 3 месяца назад

    ❤❤❤❤❤❤❤🎉🎉