მოტო მოგზაურობა ევროპაში - Ep. #4 | ვყიდულობ მოტოციკლს და ვიწყებ მოგზაურობას !

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 7 сен 2024
  • რიგით #4 ეპიზოდი ჩემი "მოტო მოგზაურობა ევროპაში" სერიებიდან.
    ამ ვიდეო ეპიზოდში მივდივარ ტომას ოტოს მოტო სადილეროში, სადაც დგას მოტოციკლი რომლის ყიდვასაც ვაპირებდი.
    ჩვენს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მივდივართ ქ. გისენში მოტოს დასარეგისტრირებლად. სამწუხაროდ გვეუბნებიან რომ რეგისტრაციის პროცესი გაიწელება დაახლოებით 2-3 საათი და ჩვენ ისევ ვბრუნდებით სადილეროში სადაც ველოდებით მათ ზარს. მოლოდინის პერიოდში მე ვიძახებ პიცას და ვუმასპინძლებდი ამ მოტო სადილეროს თანამშრომლებს.
    დამღლელი მოლოდინის შემდეგ შუადღის 4 საათზე ვიღებ ერთ თვიან ტრანზიტულ ნომრებს და ჩემი მოტო მოგზაურობაც სწორედ ამ მომენტიდან ქ. გისენიდან (Giessen) ოფიციალურად იწყება. ამ დღეს მხოლოდ 223 კილომეტრის გავლას ვასწრებ და ჩავდივარ ლუქსრმბურგთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ცემერამდე(Zemmer). აქ ღამის გასათევად ვჩერდები ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში (hotel restaurant Denis), სადაც თავისებური ადგილობრივი გერმანული ატმოსფერო ნამდვილად იგრძნობა.

Комментарии • 37

  • @lashachakhunashvili1399
    @lashachakhunashvili1399 9 месяцев назад +3

    22:00 საწვიმარ „ჟოლობებს“ რო ავზები უდგას წყლის შესაგროვებლად 🙂 ხო უმცირესი დეტალია მარა ასეთ პატარა დეტალებშიც კი ჩანს გერმანელების ყაირათიანობა და პრაქტიკულობა ❤

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      მართალი ხარ, ეს მეც შევნიშნე და შემდეგ ეპიზოდში დილით როცა გავაკეთე ამაზე აქცენტი, უბრალოდ კამერამ ხშირ შემთხვევაში ხმა არ ჩაიწერა და ამ ვიდეოზე რამდენად იქნება არ ვიცი

  • @user-rd6tf7ye7h
    @user-rd6tf7ye7h 9 месяцев назад +2

    მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო ვიდეოებს დებთ ასე გააგრძელეთ ❤️წარმატებები!!!

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      გაიხარე, მადლობა ესეთი შეფასებისთვის

  • @ladokhardzeishvili2564
    @ladokhardzeishvili2564 9 месяцев назад

    წარმატებები❤❤ ღმერთმა მშვიდობით გატაროს ყველგან სადაც წასულიყავი❤️❤️ მონდომებული ჩანხარ და ეგრე გააგრძელე❤❤

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад +1

      დიდი მადლობა🙏გაიხარე

  • @JimaStudio
    @JimaStudio 9 месяцев назад +1

    👍👍👍

  • @rider01313
    @rider01313 9 месяцев назад +1

    ძალიან საინტერესო ვიდეოებს აკეთებ ძმაოდა რაშიც ისედაც სჩანს ის შრომა რასაც მათში დებ,წარმატებები ✊

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад +1

      გაიხარე, მადლობა🙏 🏍️

  • @iosebiturmanauli4098
    @iosebiturmanauli4098 9 месяцев назад

    მეტი ვიდეო არხს:)

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      ვცდილობ უფრო
      ხშირად ავტვირთო… კვირაში ერთხელ მინდოდა მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ ვასწრებ

  • @SAGE-xu9ec
    @SAGE-xu9ec 5 месяцев назад +1

    ამდენიხნის მერე ისევ ჩავუჯექი შენს ვლოგებს😁 ძაან ასწორებს მაგრამ დალაიქება მავიწყდება და შეგვახსენეხოლმე ხალხს❤

    • @motomogzauri
      @motomogzauri  5 месяцев назад +1

      კარგი😁

    • @motomogzauri
      @motomogzauri  5 месяцев назад +1

      ruclips.net/video/UiPmQFN4jE0/видео.htmlsi=PZwXfsatEMMfNvuP

  • @ninomartiruzovi5089
    @ninomartiruzovi5089 5 месяцев назад

    მადლობა რეალური კადრებისᲗვის❤

    • @motomogzauri
      @motomogzauri  5 месяцев назад

      მადლობა თქვენც🤝

  • @Mydogsge
    @Mydogsge 9 месяцев назад

    ტიპებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსავით ბოსლები აქვთ :D

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад +1

      კარები როცა დაკეტილი ჰქონდათ ვერც მივხვდი რა შენობა იყო და რა ფუნქცია ჰქონდა, ღორების ხმა რომ არა ალბათ ვერც მივხვდებოდი

  • @irmanzakaev6479
    @irmanzakaev6479 9 месяцев назад

    სალამი, აუ ეს ძველი პიცოტი რამ გაყიდინა 😀 გავაგრძელე ყურება

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      გაუმარჯოს! გერმანიაში მეორადი მოტოები ჩვენთან შედარებით უფრო ძვირი აღმოჩნდა(ყოველშემთხვევაში ზაფხულში), ეს მოტო იყო შედარებით ნორმალურ ფასში და თან პლიუს გვერდითი ჩემოდნები და “tank bag” რო მოჰყვა ესეც მაწყობდა. საბოლოო ჯამში ამ მოგზაურობას თავი კარგად გაართვა და საკმაოდ ეკონომიურიც აღმოჩნდა(საშუალოდ 3.8 ლიტრი 100 კილომეტრზე). მისი ყიდვა ერთხელაც არ მინანია😁

  • @lashabibilashvili842
    @lashabibilashvili842 9 месяцев назад

    მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებ, სულ მწვანზე გევლოს !

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      გიახარე, მადლობა🙏

  • @tezeli9514
    @tezeli9514 9 месяцев назад

    ძალიან კარგი იყო მადლობა გააგრძელე

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      გაიხარე, მადლობა კომენტარისთვის😊

  • @Moris-M
    @Moris-M 9 месяцев назад

    კარგი იყო, სიამოვნებით უყურე👍

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      მადლობა კომენტარისთვის🙏

  • @levanbuzhghulashvili5665
    @levanbuzhghulashvili5665 9 месяцев назад

    გერმანიაში თუ აპირებ მოტოტურის გაკეთებას google map ით არ გირჩევ სიარულს. არსებობს აპლიკაცია ქვია Calimoto რომელიც შექმნილია სპეციალურად გერმანიისთვის სადაც ყველა ლამაზი მოტოტურია და შეგიძლია ყველანაირი პარამეტრის მიხედვით აარჩიო სასურველი მანძილი, დრო და ა.შ. თუ გინდა ლამაზი გზები მოინახულო მაგ აპლიკაციის გარეშე, უბრალო მეფით ბევრს დაკარგავ. წარმატებები

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      პირველ რიგში მადლობა რჩევისთვის და კომენტარისთვის🙏 ამ მოგზაურობის დროს დროში ცოტა შეზღუდული ვიყავი რადგან რამოდენიმე ადგილი წინასწარ მქონდა დაჯავშნილი და დროში უნდა მომესწრო. მომავალში თუ მექნება შესაძლებლობა გერმანიაში ვიმოგზაურო მოტოციკლით აუცილებლად გამოვიყენებ ამ აპლიკაციას👍

  • @MRGRINCH885
    @MRGRINCH885 9 месяцев назад

    საინტერესოა🎉🎉 ❤

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад +1

      მადლობა🙏

  • @0AvArA0
    @0AvArA0 5 месяцев назад +1

    ცუდია ხმა რომ ვერ ჩაიწერე პირველი ემოციები საინტერესო იქნებოდა ახალ მოტოზე❤

    • @motomogzauri
      @motomogzauri  5 месяцев назад

      გეთანხმები, ძალიან მწყდება გული ამაზე

  • @gelashvili001
    @gelashvili001 9 месяцев назад

    გააგრძელე , ესე ძაან კაი კონტენტია.... ჩაფხუტი რამოდელია ზუსტად?

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад +1

      მადლობა, მიხარია რო მოგეწონა კონტენტი👍 ჩაფხუტი Shoei Neotec 2 მოდელია

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад +1

      ჩაფხუტი რომელიც ვიდეოს ქავერზეა AGV K3sv, მაგრამ ეგ ჩაფხუტი არ მქონია მოგზაურობის დროს, უბრალოდ აქ სახის დასაფარად გამოვიყენე

    • @gelashvili001
      @gelashvili001 9 месяцев назад

      @@motomogzauri კმაყოფილი ხარ shoei ს მაგ მოდელის? ხმის იზოლაცია კომფორტის მხრივ...

    • @motomogzauri
      @motomogzauri  9 месяцев назад

      კი საკმაოდ კმაყოფილი ვარ, სხვა ჩაფხუტებს რაც აქამდე მქონია ამ კრიტერიუმებში სჯობს. ცოტა მძიმეა რადგან მოდულარია მაგრამ ეს დიდად არ მიგვრძნია ამ 9000 კილომეტრის განმავლობაში რაც მოგზაურობის დროს გავიარე