ბეჭდების მბრძანებელი: როგორ გადაიღო პიტერ ჯეკსონმა ლეგენდარული ტრილოგია. მწარე პოდკასტი
HTML-код
- Опубликовано: 18 ноя 2024
- ▶️„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის" 126-ე ეპიზოდში პიტერ ჯეკსონის „ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიაზე ვისაუბრეთ. შევადარეთ ტოლკინის საკულტო ნაწარმოები და ჯეკსონისეული ხედვა, გავარჩიეთ სამსახიობო შემადგენლობა, საუკეთესო სცენები და მუსიკა, სირთულეები, გავლენა მსოფლიო კინემატოგრაფიაზე და კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი.
პოდკასტის სტუმარია, ამერიკისმცოდნე ირაკლი გობრონიძე.
Music: Lord of the Rings Medley | Lindsey Stirling
Video Link: • Lord Of The Rings Medley | Lindsey St...
„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
კარგი იყო👍
აუ რა სულზე მომისწრო ამ ეპიზოდმა 💚
მადლობა რასაც და როგორც აკეთებ ამ არხისთვის 💖
ისე საინტერესოდ საუბრობთ, თავიდან უნდა ვნახო ❤
პელინორის ველზე როჰირიმების გამოჩენა მეფის წინამძღოლობით,მხედრობის წყობა თავისი სარდლებით, თეოდენის სიტყვა, საყვირების ხმა და ეორლის ძეების შეტევა მტერზე საუკეთესო ბატალური სცენაა ჩემთვის კინოს ისტორიაში
ერთერთ ინტერვიუში შონ ბინმა თქვა ბორომირის სიკვდილი ჩემი საუკეთესო სიკვდილიაო. იდეალურად შერჩეული კასტია, მსახიობებიდან მხოლდო კრისტოფერ ლი იცნობდა ტოლკინს პირადად
ჩემიქზრიდ კრისტოფერს უნდა ეთამაშა გენდალფის როლი
შემთხვევით წავაწყდი ამ პოდკასტს :)) მადლობა ბიჭებო ობიექტური და ძალიან პროფესიონალური შეფასებისთვის, ბეჭდების მბრძანებელი იმდენად მნიშვნელოვანია არა მარტო კინემატოგრაფიისთვის არამედ მთლიანად კაცობრიობისთვის რომ რავიცი რელიგიასავითაა :) 14 წლის ვიყავი რომ გამოვიდა და მალევე ვნახე ოღონდ სატელევიზიო, შემოკლებული ვერსია მაგრამ მაინც კულტურული შოკი მქონდა ისეთი ეპიკური იყო და დღემდე ეგრე ვარ, მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ მაქვს ნანახი ოღონდ ჭეშმარიტი, სრული ვესრიები :)) ამ პოდკასტის ყურებისას მბურძგლავდა კიდეც ისეთი მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ტრილოგია.... გეთანხმებით ყველაფერში გარდა იმისა რომ 17 ოსკარი აქვს ტრილოგიას :D ასევე დავამატებდი რომ შონ ბინს სასწაულად ეშინოდა ფრენის და სულ ფეხით დადიოდა ხოლმე და კარადრასს რომ კვეთენ მაგ მთაზე მთელი გადამღები ჯგუფი ვერტმფრენით ადიოდა და ეს გრიმში და სრული აღჭურვილობით ფეხით მიაბოტებდა თოვლში, ვიდეოც არსებობს :) და ჰობიტიც კარგია, მიუხედავად იმისა რომ მწვანე ეკრანმა დააკარგინა ეპიკურობის განცდა, მარა დააკარგინა ცოტათი :) რაც შეეხება ძალაუფლების ფეჭდებს ეს არის აურაცხელი დონის ქაქი რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს შუახმელეთთან და ტოლკინთან, ეს არის თანამედროვე ვოუქ აქტივისტების მიერ შექმნილი ამაოება, რაშიც არაფერია ეპიკური, არაფერი რომანტიული, არავიზე არ განიცდი, არავინ არ გიყვარს და არც კი მიყურებია მეორე სეზონი. ველოდები როდესაც ჯექსონი მოკიდებს ხელს . უბრალოდ ახალგაზრდა აღარაა ეგეც და რავი მოასწრებინონ კაცს. იყო საუბარი რომ ძალაუფლების ბეჭდები ჯექსონს უნდა გადაეღო მაგრამ მერე დაფიქრდნენ რომ თავის ავადმაყოფურ აზრებს არ გაატარებინებდა :D ჰობიტიც განიხილეთ რა :))
დაანომსების დღიდან ველოდები და წეღან ვფიქრობდი ნეტა როდის უნდა დადოსთქო, შემოვდივარ და პირველი suggestion ეს მხვდება 🙏🏻❤️
ახალი სიტყვა თქვეს კინოს ისტორიაში. მიყვარს ეს ფილმი
როგორ ველოდებოდი ამ ეპიზოდს ❤
ვნახე „ბეჭდის საძმოს“ ქრონომეტრაჟი და ჩვეულებრივი ვერსია 2 საათი და 58 წუთია, ხოლო ე.წ. რეჟისორის - 3 სთ 58 წთ.
ინტერესისთვის ვუყურე ორივე ვერსიის პირველი 15 წუთს და დავასკვენი, რომ მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორის ვერსიას ვნახავ. დიდი განსხვავებაა.
ლეგენდა ფილმია ეს. ჯონ ჰართი მართლაც უცნაური ტიპაჟია, ელიანის გარდა აუთლენდერშიც ბრწყინვალედ თამაშობს.
❤❤🎉🎉
😂 Ძაან ამაყად ვუსმინე!
_
კაცო
ორივემ ზეპირად იცით ეგ ყველაფერი ?)))))
კრისტოფერ ლი ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მანამდეც რამდენჯერმე ჰქონდა წაკითხული და თითქმის ზეპირად იცოდა ბეჭდების მბრძანებელი, რეჟისორთანაც ჰქონდა მუდმივი კომუნიკაცია მუშაობის დროს, ორი კოშკის ნაწილზე თვითონაც ჩართული იყო სცენარში. შეხვედრის ამბავიც არ იქნება ზღაპარი 😀
აი, უღრმესი მადლობა ამ ვიდეოსთვის, ერთი ამოსუნთქვით მოვუსმინე ამ 2.30 საათს, :)
პ.ს
რანაირად გახსოვთ ყველაფრის სახელი ?????)))
დიდი მადლობა; ზოგი რამ პირიქით ვერ გავიხსენე, კარგა ხანია აღარ მინახავს ფილმი და ექსპრომტ საუბარში გამოგვრჩა რაღაცები თქო ვფიქრობდი, მაგრამ საყვარელი თემაა და მაინც რჩება მეხსიერებაში. „ჰობიტის" ტრილოგიაზეც ჩავიწერთ.
@@BitterPodcast ყველაფერი კარგად გახსოვთ
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
გამარჯობა, ფარნავაზ 1-ზე ხომ ვერ ჩაწერთ ერთ პოდკასტს? საერთოდ არის თუ არა მის შესახებ რამე წყარო ქართლის ცხოვრების გარდა? მადლობა.
ქართლის ცხოვრება მეორეხარისხოვანი და ძალიან გვიანდელი, ბევრი საუკუნით დაშორებული წყაროა. თანადროული რომაული წყაროებით გვაქვს მასზე ინფორმაცია.
@@BitterPodcast მადლობა პასუხისთვის, ზუსტად მაგიტომ მაინტერესებს თქვენი პოდკასტი ამ თემაზე, მე მგონი ბევრს დააინტერესებს, კარგი იქნება თუ მოახერხებთ
კარგი აზრია გააკეთეთ ფარნვაზზე და ფარნავაზიანთა შტოზე. ბევრს არ აქვს ინფორმაცია და ძალიან საინტერესო იქნება@@BitterPodcast
59:50 👌🤌🤟👍🤝
ეე შენც მოუსმინე:))
გემრიელი ეპიზოდი იქნება, ჩავუჯექი და აბა ჰე
თვალი შეჩვეულია ძაან სუსტი არგუმენტია ყველა მხრივ. სად ვიგო მორტენსენი და სად დენიელ ლუისი. ერთი უდიდესი მსახიობი/ოსტატია და მეორე ჩვეულებრივი მსახიობი ყველა ნაბიჯზე რომ ყრია...
სხვანაირი არგუმენტი ვერ იქნება, არ გვინახავს მსგავს ფილმში in action. ყველა მსახიობი ყველა ეპოქის და ჟანრის ფილმში ერთნაირად შეიძლება ვერ თამაშობდეს. ვიგომ ითამაშა და მაგრად შეასრულა. რომ ჩავარდნილიყო, მაშინ იქნებოდა გამართლებული სხვასთან შედარება.
@@BitterPodcast არ აქვს მნიშვნელობა გინახავს თუ არა. ის გარდასახვის ოსტატია ყველამხრივ და უდიდესთა შორის უდიდესი. კითხვის ნიშნის დასმა მის შესრულებაზე უბრალოდ ძალიან დიდი დაუფასებლობაა. ამას ვამბობ, თორე ვიგომ ითამაშა ნამდვილად და ამაზე არ ვდაობ.
სას ნახულობთ ამ ხალხს ქართველები არიან და ქართული არ იციან. ორი ციხესიმაგრე ვერ თარგმნა ქართველმა ქართულად
სხვადასხვანაირად თარგმნიან two towers, ზოგჯერ ორი კოშკია, ზოგჯერ ორი ციხე-კოშკი, ზოგჯერ ორი ციხესიმაგრე და ეს უკანასკნელი ვერსია ყველაზე მიღებულია. ამავე დროს, ბევრს ორიგინალში ან რუსულად აქვს წაკითხული წიგნები და ნანახი ფილმები და არ იციან რომელი ფორმაა დამკვიდრებული ქართულ ვერსიაში.