Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

პირველი თოვლის სიმღერა - ტრიო სიმი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 27 дек 2011
  • ირაკლი აბაშიძე
    წუხელ თოვდა,
    ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
    გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
    მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
    და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
    დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
    თოვლი, თეთრად დასახული,
    ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
    იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
    ჰყვავის ასე,
    და განთიადს მიხალისებს
    ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
    ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
    იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.
    დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
    ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთაი!
    ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
    ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდაი!
    რა თოვლია!
    შენობებს და ბაღში ხარდანს
    ფარავს, თეთრად დასახული...
    ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
    როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.
    მიხარია,
    ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
    წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...
    ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
    მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!

Комментарии • 29

  • @diego_7336
    @diego_7336 7 лет назад +26

    მე დღე-ის განმავლობაში 3---4-ჯერ მაინც ვუსმენ. სიტყვები არაჩვეულებრივია მუსიკა კიდევ უკეთესი, მაგრამ რაც მთავარია, მე ამ სიმღერამ 70 წლის ქალს, დამიბრუნა ჩემი ახალგაზრდობის წლები.--- მადლობა ლექსისთვის ბ-ნ ირაკლის და მუსიკისთვის ბ-ნ ოთარს;-----ნათელი მათ ხსოვნას!!!!!

  • @user-rj9xv3ib6w
    @user-rj9xv3ib6w 3 месяца назад

    Появилось фото, значит трое мужчин❤❤❤ მადლობა. Костаки. Грузия в цвету

  • @liziluka
    @liziluka 11 лет назад +13

    ლექსი ირაკლი აბაშიძის, მუსიკა ოთარ რამიშვილის

    • @tinabejuashvili3558
      @tinabejuashvili3558 3 года назад

      ბატონი ოთარის მიერ შესრულებული ეს სიმღერა შეიძლება, რომ მოვიძიოთ სადმე? ამ სიმღერას ხშირად დაუბრუნებია ჩემთვის სიცოცხლის სიყვერული.

  • @nikolaijavakhishvili9251
    @nikolaijavakhishvili9251 2 года назад +1

    ირაკლი აბაშიძის ლექსი-შედევრი და ტრიო "სიმის" არაჩვეულებრივი გალობა...

  • @Vera2463
    @Vera2463 11 лет назад +6

    ოთარ რამიშვილი!!!!!!!!!!! ვაფრენ ამ სიმღერაზეეეე!

  • @Krivorukii_Master
    @Krivorukii_Master 7 лет назад +5

    ულამაზესი სიმღერა უტკბილესი შესრულებით.

  • @andgdima
    @andgdima 10 лет назад +5

    ულამაზესი სიმღერა და შესრულება!!!

  • @nanagogaladze3700
    @nanagogaladze3700 6 лет назад +3

    teqtic, musika da shesrulebac idealuri.bravoooo

  • @georgesword2012
    @georgesword2012 11 лет назад +2

    ულამაზესი სიმგერაა და ტეკსტიც!

  • @ninochorgolashvili5350
    @ninochorgolashvili5350 7 лет назад +2

    ულამაზესი სიმღერააააააააააააააააააა........................................

  • @nikashalikashvili6043
    @nikashalikashvili6043 6 лет назад +2

    შესანიშნავია.....

  • @vio-vio
    @vio-vio 2 года назад

    Ulamazesi shesruleba, brilliant

  • @ninochorgolashvili5350
    @ninochorgolashvili5350 7 лет назад +5

    ოთარ რამიშვილი - გენიალური კომპოზიტორი.

  • @babutsashvili
    @babutsashvili 12 лет назад +2

    zalian miyvars :)

  • @soslangogonava7711
    @soslangogonava7711 4 года назад

    Am simjeras medea dzidziguri mjeroda unikalurad tavisi xaverdovani xmit.gadioda 80-ian wlebshi televiiziit.

  • @totocaruso
    @totocaruso 8 лет назад +1

    mec zalian shemiyvarda es simgera

  • @achoshengelia2538
    @achoshengelia2538 7 лет назад

    romel simgerasac arunda mousmino yvela lamazi simgera shens tavs magonebs eko doji . . .

  • @shotikocha6705
    @shotikocha6705 12 лет назад +1

    miyvars uzomod........ miyvars

  • @storyteller2316
    @storyteller2316 6 лет назад +1

    sauketesoa

  • @misanthropicproduction315
    @misanthropicproduction315 10 лет назад +1

    ულამაზესი ლექსია და რეებს ბლუყუნებენ./---

    • @GeoCaucasian
      @GeoCaucasian 8 лет назад +1

      ეს ბლუყუნია ? :/

    • @meginemsitsveridze1520
      @meginemsitsveridze1520 7 лет назад

      წაიკითხე ,,პირველი თოვლის სიმღერა'' და აღარ გექნება ეს შენიშვნა!

    • @GeoCaucasian
      @GeoCaucasian 7 лет назад

      კაი :(

    • @meginemsitsveridze1520
      @meginemsitsveridze1520 7 лет назад +3

      Sunset მე იმას ვუპასუხე, ,,ბლუყუნებენო,'' პირიქით სიმღერა ხომ ძალიან მაგარია და თან ტექსტს ზუსტად მიჰყვებიან. :)

  • @kutaisikutaisi8727
    @kutaisikutaisi8727 2 года назад

    ქუთაისზეა ეს სიმღერა? ფოტო ქუთაისის რატო დევს

  • @liziluka
    @liziluka 11 лет назад +2

    ლექსი ირაკლი აბაშიძის, მუსიკა ოთარ რამიშვილის