ჩვენ რომ დავბერდებით

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 6 сен 2024
  • მუსიკა: ნანა სართანია...
    ტექსტი: დარეჯან მაჭარაშვილი...
    #clips #music #musician #musicvideo #ქართულისიმღერა #ქართულისიმღერები #ქართულიმუსიკები #clipstudio
    12/04/2024
    ***
    შენ რომ დაბერდები,
    მე რომ დავბერდები
    მაჯებს მოაკლდება სისხლი,
    შენ ჩემს საქციელზე,
    მე შენს საქციელზე
    ვეღარ შევიკავებთ სიცილს!
    მინდა სიბერეში,
    როგორც ახალგაზრდას,
    ღიმილებს გპარავდე კვლავაც,
    ხელჩაკიდებულმა
    სულ ერთად ვიაროთ,
    ვიდრე იმ ქვეყანას წავალთ!
    შენ რომ დაბერდები,
    მე რომ დავბერდები,
    და თვლა აგვერევა წლების,
    ხან მე გაგახსენებ,
    ხან შენ გამახსენე
    ჩვენი გამოვლილი გზები.!!
    მინდა შენი ხელით
    თმები გამისწორო,
    ლუკმა მომაწოდო მშიერს,
    მინდა ბერიკაციც,
    როგორც ახალგაზრდა,
    ტყის პირას მიკრეფდე იებს!
    მერე ჩამოვსკუპდეთ ერთად,
    ერთ დიდ ქვაზე,
    გვირილა ჩამიწნა თმაში,
    მინდა გამამხნევო
    სიბერით გადაღლილს
    ბზარი თუ გამიჩნდა ხმაში!
    შენ რომ დაბერდები,
    მე რომ დავბერდები,
    და თვლა აგვერევა წლების,
    ხან მე გაგახსენებ,
    ხან შენ გამახსენე
    ჩვენი გამოვლილი გზები.!!
    სიცოცხლის ბოლომდე
    ვეყოფით ერთმანეთს,
    უსიტყვო იმედად, ფარად,
    ოღონდ არ გაბედო
    ჩემი მიტოვება,
    ოღონდ არ დამტოვო ცალად!..,.
    შენ რომ დაბერდები,
    მეც რომ დავბერდები,
    ღმერთს შენს გამძლეობას შევთხოვ,
    მერე შვილიშვილებს
    ჩუმად მოვუყვები,
    რა ბიჭი იყავი ერთ დროს!!!
    შენ რომ დაბერდები,
    მე რომ დავბერდები,
    და თვლა აგვერევა წლების,
    ხან მე გაგახსენებ,
    ხან შენ გამახსენე
    ჩვენი გამოვლილი გზები.!!

Комментарии • 9

  • @ingasherozia-qr6ot
    @ingasherozia-qr6ot 3 месяца назад +1

    ძალიან მაგარიააააა

  • @getigogava5932
    @getigogava5932 2 месяца назад

    კარგი სიმღერაა...თბილი და ტკბილი❤❤

  • @dianachitanava8265
    @dianachitanava8265 4 месяца назад +1

    Თბილი სიმᲦერაა Ძალიან. წარმატებები

  • @nanagegelia4891
    @nanagegelia4891 3 месяца назад

    super simgeraa❤❤

  • @MrKetevan
    @MrKetevan 4 месяца назад

    ❤🎉 ყველაზე თბილი სიმღერა ❤🎉 გულს რომ აგიჩუყებს და სულს რომ გაგითბობს ❤❤❤❤

    • @kobakoba9097
      @kobakoba9097 4 месяца назад

      სუპერ სიმღერა❤❤

  • @andriagakhokidze3930
    @andriagakhokidze3930 4 месяца назад

    ❤❤supeer

  • @Lealea452
    @Lealea452 4 месяца назад

    ❤❤❤❤🎉🎉❤❤❤❤

  • @mzevinarkvesieishvili-zf7be
    @mzevinarkvesieishvili-zf7be 24 дня назад

    ❤ ვინაა ამ ლექსის ავტორი?
    თბილი სიმღერა ძაან