Abkhazia in the Georgian Soviet Socialist Republic - 1922-1991

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 5 июл 2024
  • Song: Sokhumi - სოხუმი
    Singers: Georgian group - Sefa's Boys (სეფას ბიჭები)
    მე რომ ვწერ ამას, პროპაგანდას ეძახის ზოგი. ამიტომ თავი დავანებოთ იმას თუ რას ვწერ მე.. მე არ დავწერ ამ კითხვებზე პასუხს. უბრალოდ ისტორიკოსებთან გადაამოწმეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
    რამდენ სახელმწიფოდ იყო დაშლილი ქართული ეროვნული სხეული 1500 წლიდან 1800 წლამდე?
    სად მოდიოდა ოსმალეთის საზღვარი?
    იყო თუ არა საქართველოს მთელი შავი ზღვის სანაპირო გადასული ოსმალების ხელში?
    იყო თუ არა გადანაწილებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ირანსა და ოსმალეთს შორის გავლენის ზონებად?
    რამდენი იყო ეთნიკურად ქართველი დარჩენილი?
    რამდენი ადამიანი გაყავდათ ტყვეთა სყიდვის დროს მუსლიმებს და ვინ გააჩერა ეს რეალურად და არა ფურცელზე კანონის გამოცემით?
    რამდენი იყო ტაო-კლარჯეთის მოსახლეობაში ეთნიკურად ქართველი და რამდენია ახლა დარჩენილი და რატომაა ასე?
    რამდენჯერ მოიმატა ქართველების რაოდენობამ 1800 წლიდან 1991 წლამდე?
    აი ამ კითხვებზე აპასუხებინეთ ისტორიკოსებს, რომლებსაც ენდობით.
    ასევე:
    ვინ და როგორ გააჩერა ლეკიანობა აღმოსავლეთ საქართველოში და ჩერქეზიანობა სამეგრელოში?
    რატომ ვერ მოახერხა რუსეთის იმპერიამ ქართველების გარუსება ისე, როგორც ეს მოახერხა ოსმალეთის იმპერიამ რომ გაათურქა იქით დარჩენილი ქართველები?
    რატომ იყო რომ ილია ჭავჭავაძის მსგავს მოღვაწეებს ეძლეოდათ მოღვაწეობის საშუალება საქართველოში, ხოლო ოსმალეთის ტერიტორიაზე ქართული წერა-კითხვის გამავრცელებლებს ფიზიკურად იშორებდნენ?
    რატომ მოხდა ისე, რომ ირანში გადასახლებული ქართველებიდან, რომელთა შთამომავლობაც დღეს 3 მილიონამდეა, მხოლოდ 12 ათასი ქართველობს და დანარჩენი გასპარსელდა?
    რატომ მოხდა ისე, რომ რუსეთის იმპერიაში დარჩენილ ქართველებს დღეს აქვთ ქართული გვარები, ხოლო ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილ ქართველების უდიდეს ნაწილს (ფაქტობრივად ყველას) აღარ აქვთ ქართული (და ლაზური) გვარები ან უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ ახსოვთ თავისი ძველი გვარი, მაგრამ ოფიციალურად თურქული გვარი აქვთ... და ეს რატომ არ იყო ასე რუსეთის იმპერიაში ან საბჭოთა კავშირში?
    რა ხდებოდა აფხაზეთის სამთავროში, რამდენი ქართველი იყო იქ დარჩენილი და ვის თამაშს თამაშობდნენ აფსუები როცა თავს ესხმოდნენ სამეგრელოს სამთავროს?
    ვისი ჯარები იდგა აფხაზეთის სამთავროში და ვისი დროშა ფრიალებდა სოხუმის ციხის თავზე სანამ მას რუსულ-ქართული ჯარი აიღებდა?
    რატომ აშენდა დიდი აფხაზური კედელი ანუ კელასურის დიდი კედელი (მსოფლიოში მეორე ყველაზე გრძელი კედელი) დადიანების მიერ?
    ხალხის აზრზე მოსვლას დიდი ძალა აქვს, აქაც და სხვაგანაც. ყველაზე დიდი კოშმარი სეპარატისტებისთვის არის ის რომ ტელევიზორში ერთ მშვენიერ დღეს დაინახონ ქართველი და რუსი, რომლებიც ხელს ართმევენ ერთმანეთს და ისევ აღადგენენ იმ ურთიერთობას, რაც უნდა ქონდეს კიდეც ბუნებრივად ერთი ცივილიზაციის შვილებს. როცა ქართველი და რუსი ერთად დგება, ხდება რაღაც ქიმიური რეაქცია, რომელსაც გაყავს კაცობრობა კოსმოსში. აქ უკვე აღარ იქნება საუბარი მიწების დაბრუნებაზე - აქ იქნება საუბარი დიდი ერთობლივი ცივილიზაციის შექმნაზე ევრაზიის კონტინენტზე და არა მხოლოდ. სადაც ქართველებს საერთოდ ცენტრალური ფუნქცია მიეცემათ (რაც გეოგრაფიულადაც გვაქვს ამ კონტინენტზე) და არა პერიფერიული, რაზეც ოცნებობენ ლიბერალები რომ იყვნენ დასავლეთის დაშლილი და გაღატაკებულ-ჩაფარჩაკებული მესამეხარისხოვანი პერიფერია.

Комментарии • 2