ვითარება ახლო აღმოსავლეთში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 6 сен 2024
  • ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ქალაქ ღაზაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად 100-მდე ადგილობრივი მებრძოლი მოკლა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განადგურებულია ტერორისტული ჯგუფების კუთვნილი 100 სხვადასხვა ადგილი. ღაზის შუჯაიას უბანში ოპერაცია 27 ივნისს დაიწყო. ისრაელის სამხედრო ავიაციამ არაბულ ანკლავში გასული დღის განმავლობაში 50 სამიზნე გაანადგურა. ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ მსხვერპლთა რიცხვმა 38 ათასს გადააჭარბა. ისრაელ-ღაზის ზავზე და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებისთვის ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, დავიდ ბარნეა კატარში ჩავიდა. ისრაელის დაზვერვის მაღალჩინოსანი კატარის პრემიერ-მინისტრს მომლაპარაკებელი ჯგუფის გარეშე შეხვდება. დასავლური მედიის განცხადებით, „ჰამასმა“ საკმაოდ მნიშვნელოვანი კორექტირება მოახდინა თავის პოზიციაში ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პოტენციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ ეს გამოიწვევს შეთანხმების მიღწევას, რომელიც იქნება ნაბიჯი ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისკენ. ისრაელის პრემიერის განცხადებით, ისრაელი მზადაა, ომი დაასრულოს მხოლოდ ყველა მიზნის მიღწევის შემდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ისრაელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии •