К сожалению не знаю... Все детство в Кобулети помню этот памятник... ЖАЛЬ что его частично сломали. Для туризма это место имело бы большое значение. Во многих государствах чтобы привлечь туристов придумывают лживую историю, а тут такая интересная история подтвержденная архиологическими находками и никому до этого дела нет... Могли бы сделать для туристов интересный маршрут, отреставрировать памятник, построить новые макеты и т.д.
@@kobuleti9476 Все верно, к сожалению с нынешним правительством Грузии на вряд ли стоит ожидать лучшего, подождем посмотрим что день грядущий нам готовит
23.10.2018 Роберт Мартиросян прокомментировал видео в Одноклассниках:" : Под фундаментами гостиниц сначало тщательно велись раскопки. Так что там если и было что, то всё вытащили учёные. Я сам видел отцепили територию и рыли неделю. Потом дали разрешение на постройки. Эта лошадь сделана была из обычного бетона, внутри пустота была, поэтому и сломалась..
ამავე ადგილებში ძველი მონეტების დიდი განძი აღმოჩნდა აგრეთვე 1952 წელს. იგი შედგებოდა 291 ცალი „კოლხური თეთრისაგან“ (უძველესი ქართული ფული ძვ. წ. VI-IV ს.), კიზიკის ელექტრონის (ვერხლისა და ოქროს ნარევი) მონეტისა (ძვ. წ. VI-V სს.) და სხვა ნივთებისაგან. 1953 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ნ. ხოშტარია) ეწვია ფიჭვნარს. ამჯერად ექსპედიცია მხოლოდ სადაზვერვო მუშაობით იყო დაკავებული, გეგმაზომიერი გათხრები კი იქ 1956 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1959-1961 წლების არქეოლოგიურ ექსპედიციებშიც. დაგროვილი მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ ფიჭვნარ-ჩოლოქის მიდამოების მოსახლეობას ძვ. წ. პირველი ათასწლეულისათვის საკმაოდ დიდი სამეურნეო დაწინაურებისათვის მიუღწევია. კარგად შეინიშნება ხელოსნობის დარგების გამოყოფა მიწათმოქმედებისაგან. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფიჭვნარის მიდამოებში ამ დროს არსებულ მსხვილ დაბურ სამოსახლოს გამოყოფია ერთ-ერთი ბორცვი, რომელიც ადგილობრივ ნამჭედურის სახელითაა ცნობილი (დასახლებული ჩანს ჯერ კიდევ ენეოლითის ხანის პერიოდში) და მნიშვნელოვან სახელოსნო უბნად ქცეულა. მომდევნო ხანაში ფიჭვნარის დაბური ტიპის სამოსახლო სულ უფრო და უფრო მეტ ტენდეციას ავლენს ქალაქად გადაქცევისაკენ და ადრეანტიკური ხანისათვის (ძვ. წ. VI-V სს.) აქ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი თუ ქალაქური ტიპის დასახლებაა, განვითარებული სასაქონლო-ხელოსნური წარმოებითა (ძირითადად კერამიკული წარმოება - „კოლხური პითოსები“) და მეურნეობით (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და სხვა). იმდროინდელი ფიჭვნარელები ფართო სააღებ-მიმცემო ურთიერთობაში ყოფილან როგორც წინა აზიის, ბალკანეთის, ჩრდილო კავკასიისა და ყირიმის ქვეყნებთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონებთან და ქალაქებთან. ეს ცხოველი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა განაპირობებდა ამ საქმის წარმოებისათვის მოწოდებულ ახალ სოცილურ წრის - ვაჭრების წარმოშობას. ადრეანტიკურ ფიჭვნარში ვაჭართა საკმაოდ მნიშვნელოვანი სოცილური ფენის არსებობას ადასტურებენ მონეტათა დიდი განძების აღმოჩენები. დღეს, როდესაც ცნობილია ამ რაიონში რკინის მეტალურგიის მძლავრი კერის არსებობა, ნათელი ხდება ფიჭვნარში ადრეანტიკური ქალაქის წარმოქმნის საფუძველიც - რკინის მეტალურგია.
ფიჭვნარი - კურორტ ქობულეთის ჩრდილოეთი უბანი, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლთა დიდი ჯგუფი. უძველესია ადგილ ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, რომელიც ადრინდელი ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და 2 ქრონოლოგიურ ჰორიზონტს შეიცავს. დასახლება წარმოქმნილია ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში, მიუტოვებიათ ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში. გამოვლენილია ადგილობრივი კერამიკა, ყუამილიანი ცულების ჩამოსასხმელი ყალიბები და ამგვარივე ცულის ხის მოდელი, ტიგელებისა და საბერველების საქშენი მილების თიხის მოდელები, თიხის მცირე ზომის ქანდაკებები, კაჟის ისრისწვერები, მტკვარ-არაქსის კულტურის სათუნეო ნაწარმის ნატეხები და ა. შ. ქვედა ჰორიზონტის სახლები (ჯარგვალები) უშუალოდ სილაზე დგას, ხოლო ზედა ჰორიზონტისა ხიმინჯებზე შემდგარ ბაქნებზეა გამართული. ქრონოლოგიურად ისპანის მომდევნოა მის ჩრდილოეთით, მდინარე ოჩხამურის ნაპირას გამოვლენილი ნამჭედურის გორანამოსახლარი. იგი შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულს წარმოქმნილა და ძვ. წ. II საუკუნემდე უარსებია. ნამჭედურის გარშემო და ჩოლოქ-ოჩხამურის შესართავთან სხვა ნამოსახლარებია, ხოლო შავიზღვისპირულ ტერასზე - ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების დიუნური სადგომები. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში ამ დასახლებათა ბაზაზე წარმოქმნილია ქალაქური ტიპის დასახლება, სადაც ძვ. წ. V საუკუნეში ბერძნული თემიც გაჩენილა. ფიჭვნარში ანტიკური ნაქალაქარზე ერთმანეთის გვერდით არის კოლხური თემებსა და ბერძნული თემის ვრცელი სამაროვნები, იქვეა ელინური ხანის სამაროვნებიც. ანტიკური ქალაქის აკროპოლისი ნამჭედურის გორა ნამოსახლარზე მოუწყვიათ, იგი თხრილითა და ხის ზღუდით გაუმაგრებიათ. წინაანტიკური და ანტიკური ხანის ფენები წარმოდგენილია მდინარე ოჩხამურისა და მდინარე ჩოლოქის შესართავის ზოლში რამდენიმე ასეულ ჰექტარზე. ქალაქის ნავთსაყუდლის მოვალეობას მდინარეთა კალაპოტები ასრულებდა. ფიჭვნარში მოსახლე თემები ადრიდანვე დაწინაურებულან სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მელითონეობაში, მეთუნეობასა და თევზჭერაში. ადრინდელი რკინის ხანაში აქ მოპოვებული მაგნეტიტური სილისაგან რკინა-ფოლადს წურავდნენ და ფართოდ იყენებდნენ. ამგვარი სამეურნეო და კულტურული ცხოვრების იყო ძვ. წ. V საუკუნეში ფიჭვნარში ბერძენი მოახალშენეების დამკვიდრებაც. აღმოჩენილი მასალა მიუთითებს ძვ. ფიჭვნარელების სავაჭრო-ეკონომოკურ კავშირზე ანტიკური სამყაროს დიდ საწარმოო ცენტრებთან, კერძოდ, მცირე აზიის, ეგეიდის, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის, კავკასიის იბერიის (ქართლის) და სხვა რეგიონების ქალაქებთან. ფიჭვნარსა და მის მიმდებარე ზოლს მოკლე ისტოტორიულ მონაკვეთში (5000-6000 წელი) არაერთხელ განუცდია გეომორფოლოგიური ცვლილებები, რაც მსოფლიო ოკეანის დონის რყევებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროცესს, კერძოდ, ე. წ. ლაზურ ტრანსგესიას უკავშირდება ძვ. წ. II-I საუკუნეებში ფიჭვნარის მიტოვება. ფიჭვნარის ნაქალაქარი - ანტიკური პერიოდის ნაქალაქარი, მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩოლოქის სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე. ფიჭვნარის მიდამოები იმთავითვე იქცევენ ყურადღებას კერამიკული ნაწარმის ნაშთებით, მათ შორის შავლაქიანი ჭურჭლის ფრაგმენტებით. არქეოლოგთა ინტერესი ფიჭვნარისადმი განსაკუთრებით გაიზარდა მიწის სამუშაოების დროს მონეტების დიდი განძის - ფიჭვნარის განძის აღმოჩენის შემდეგ. ასე მაგალითად, ანტიკური მონეტების მნიშვნელოვანი განძი აღმოჩნდა 1951 წელს. იგი შეიცავდა 127 სინოპურ ვერცხლის დრაქმას (ძვ. წ. IV ს.).
СЛАЙД: Связь Аргонавтов с Кобулети Ээт, Медея, Пичвнари Аджария Грузия ruclips.net/video/s05YiKYIHsE/видео.html
Большое спасибо , было очень интересно.Очень нравится скульптура царя Ээта, мимика лица передает всю боль отчаянья . Интересно кто скульптор?
К сожалению не знаю... Все детство в Кобулети помню этот памятник... ЖАЛЬ что его частично сломали. Для туризма это место имело бы большое значение. Во многих государствах чтобы привлечь туристов придумывают лживую историю, а тут такая интересная история подтвержденная архиологическими находками и никому до этого дела нет... Могли бы сделать для туристов интересный маршрут, отреставрировать памятник, построить новые макеты и т.д.
@@kobuleti9476 Все верно, к сожалению с нынешним правительством Грузии на вряд ли стоит ожидать лучшего, подождем посмотрим что день грядущий нам готовит
23.10.2018 Роберт Мартиросян прокомментировал видео в Одноклассниках:" : Под фундаментами гостиниц сначало тщательно велись раскопки. Так что там если и было что, то всё вытащили учёные. Я сам видел отцепили територию и рыли неделю.
Потом дали разрешение на постройки. Эта лошадь сделана была из обычного бетона, внутри пустота была, поэтому и сломалась..
ამავე ადგილებში ძველი მონეტების დიდი განძი აღმოჩნდა აგრეთვე 1952 წელს. იგი შედგებოდა 291 ცალი „კოლხური თეთრისაგან“ (უძველესი ქართული ფული ძვ. წ. VI-IV ს.), კიზიკის ელექტრონის (ვერხლისა და ოქროს ნარევი) მონეტისა (ძვ. წ. VI-V სს.) და სხვა ნივთებისაგან.
1953 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ნ. ხოშტარია) ეწვია ფიჭვნარს. ამჯერად ექსპედიცია მხოლოდ სადაზვერვო მუშაობით იყო დაკავებული, გეგმაზომიერი გათხრები კი იქ 1956 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1959-1961 წლების არქეოლოგიურ ექსპედიციებშიც. დაგროვილი მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ ფიჭვნარ-ჩოლოქის მიდამოების მოსახლეობას ძვ. წ. პირველი ათასწლეულისათვის საკმაოდ დიდი სამეურნეო დაწინაურებისათვის მიუღწევია. კარგად შეინიშნება ხელოსნობის დარგების გამოყოფა მიწათმოქმედებისაგან. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფიჭვნარის მიდამოებში ამ დროს არსებულ მსხვილ დაბურ სამოსახლოს გამოყოფია ერთ-ერთი ბორცვი, რომელიც ადგილობრივ ნამჭედურის სახელითაა ცნობილი (დასახლებული ჩანს ჯერ კიდევ ენეოლითის ხანის პერიოდში) და მნიშვნელოვან სახელოსნო უბნად ქცეულა.
მომდევნო ხანაში ფიჭვნარის დაბური ტიპის სამოსახლო სულ უფრო და უფრო მეტ ტენდეციას ავლენს ქალაქად გადაქცევისაკენ და ადრეანტიკური ხანისათვის (ძვ. წ. VI-V სს.) აქ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი თუ ქალაქური ტიპის დასახლებაა, განვითარებული სასაქონლო-ხელოსნური წარმოებითა (ძირითადად კერამიკული წარმოება - „კოლხური პითოსები“) და მეურნეობით (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და სხვა). იმდროინდელი ფიჭვნარელები ფართო სააღებ-მიმცემო ურთიერთობაში ყოფილან როგორც წინა აზიის, ბალკანეთის, ჩრდილო კავკასიისა და ყირიმის ქვეყნებთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონებთან და ქალაქებთან. ეს ცხოველი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა განაპირობებდა ამ საქმის წარმოებისათვის მოწოდებულ ახალ სოცილურ წრის - ვაჭრების წარმოშობას. ადრეანტიკურ ფიჭვნარში ვაჭართა საკმაოდ მნიშვნელოვანი სოცილური ფენის არსებობას ადასტურებენ მონეტათა დიდი განძების აღმოჩენები.
დღეს, როდესაც ცნობილია ამ რაიონში რკინის მეტალურგიის მძლავრი კერის არსებობა, ნათელი ხდება ფიჭვნარში ადრეანტიკური ქალაქის წარმოქმნის საფუძველიც - რკინის მეტალურგია.
ფიჭვნარი - კურორტ ქობულეთის ჩრდილოეთი უბანი, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლთა დიდი ჯგუფი. უძველესია ადგილ ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, რომელიც ადრინდელი ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და 2 ქრონოლოგიურ ჰორიზონტს შეიცავს. დასახლება წარმოქმნილია ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში, მიუტოვებიათ ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში. გამოვლენილია ადგილობრივი კერამიკა, ყუამილიანი ცულების ჩამოსასხმელი ყალიბები და ამგვარივე ცულის ხის მოდელი, ტიგელებისა და საბერველების საქშენი მილების თიხის მოდელები, თიხის მცირე ზომის ქანდაკებები, კაჟის ისრისწვერები, მტკვარ-არაქსის კულტურის სათუნეო ნაწარმის ნატეხები და ა. შ. ქვედა ჰორიზონტის სახლები (ჯარგვალები) უშუალოდ სილაზე დგას, ხოლო ზედა ჰორიზონტისა ხიმინჯებზე შემდგარ ბაქნებზეა გამართული. ქრონოლოგიურად ისპანის მომდევნოა მის ჩრდილოეთით, მდინარე ოჩხამურის ნაპირას გამოვლენილი ნამჭედურის გორანამოსახლარი. იგი შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულს წარმოქმნილა და ძვ. წ. II საუკუნემდე უარსებია. ნამჭედურის გარშემო და ჩოლოქ-ოჩხამურის შესართავთან სხვა ნამოსახლარებია, ხოლო შავიზღვისპირულ ტერასზე - ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების დიუნური სადგომები. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში ამ დასახლებათა ბაზაზე წარმოქმნილია ქალაქური ტიპის დასახლება, სადაც ძვ. წ. V საუკუნეში ბერძნული თემიც გაჩენილა. ფიჭვნარში ანტიკური ნაქალაქარზე ერთმანეთის გვერდით არის კოლხური თემებსა და ბერძნული თემის ვრცელი სამაროვნები, იქვეა ელინური ხანის სამაროვნებიც. ანტიკური ქალაქის აკროპოლისი ნამჭედურის გორა ნამოსახლარზე მოუწყვიათ, იგი თხრილითა და ხის ზღუდით გაუმაგრებიათ. წინაანტიკური და ანტიკური ხანის ფენები წარმოდგენილია მდინარე ოჩხამურისა და მდინარე ჩოლოქის შესართავის ზოლში რამდენიმე ასეულ ჰექტარზე. ქალაქის ნავთსაყუდლის მოვალეობას მდინარეთა კალაპოტები ასრულებდა. ფიჭვნარში მოსახლე თემები ადრიდანვე დაწინაურებულან სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მელითონეობაში, მეთუნეობასა და თევზჭერაში. ადრინდელი რკინის ხანაში აქ მოპოვებული მაგნეტიტური სილისაგან რკინა-ფოლადს წურავდნენ და ფართოდ იყენებდნენ. ამგვარი სამეურნეო და კულტურული ცხოვრების იყო ძვ. წ. V საუკუნეში ფიჭვნარში ბერძენი მოახალშენეების დამკვიდრებაც. აღმოჩენილი მასალა მიუთითებს ძვ. ფიჭვნარელების სავაჭრო-ეკონომოკურ კავშირზე ანტიკური სამყაროს დიდ საწარმოო ცენტრებთან, კერძოდ, მცირე აზიის, ეგეიდის, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის, კავკასიის იბერიის (ქართლის) და სხვა რეგიონების ქალაქებთან. ფიჭვნარსა და მის მიმდებარე ზოლს მოკლე ისტოტორიულ მონაკვეთში (5000-6000 წელი) არაერთხელ განუცდია გეომორფოლოგიური ცვლილებები, რაც მსოფლიო ოკეანის დონის რყევებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროცესს, კერძოდ, ე. წ. ლაზურ ტრანსგესიას უკავშირდება ძვ. წ. II-I საუკუნეებში ფიჭვნარის მიტოვება.
ფიჭვნარის ნაქალაქარი - ანტიკური პერიოდის ნაქალაქარი, მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩოლოქის სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე.
ფიჭვნარის მიდამოები იმთავითვე იქცევენ ყურადღებას კერამიკული ნაწარმის ნაშთებით, მათ შორის შავლაქიანი ჭურჭლის ფრაგმენტებით. არქეოლოგთა ინტერესი ფიჭვნარისადმი განსაკუთრებით გაიზარდა მიწის სამუშაოების დროს მონეტების დიდი განძის - ფიჭვნარის განძის აღმოჩენის შემდეგ. ასე მაგალითად, ანტიკური მონეტების მნიშვნელოვანი განძი აღმოჩნდა 1951 წელს. იგი შეიცავდა 127 სინოპურ ვერცხლის დრაქმას (ძვ. წ. IV ს.).